| |
| |
|
|
| |
ადგილობრივი დრო
|

|
|
ორშაბათი-შაბათი, 10:00-18:00 |

|
|
|
| |
|
|
|
|
|
| |
 |
2010 წლის 25-27 ივნისს ქ. ბანკოკში ჩატარდა თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) რეგიონალური კონგრესი, რომელსაც მასპინძლობდა ცნობილი ტაილანდელი ქირურგი დამკერნგ პატომვანიჩი. კონგრესში მონაწილეობდნენ აზიის თითქმის ყველა გამოჩენილი თმის ტრანსპლანტოლოგი – კენიჩარო იმაგავა – იაპონიიდან, ტომ ჰვანი – კორეიდან, ბერტამ ნგ – ჰონკონგიდან, სანჯივ ვასა – ინდოეთიდან, აკაკი წილოსანი – საქართველოდან და სხვ. ბანკოკში ჩამოვიდნენ თმის ტრანსპლანტოლოგიის კორიფეები სხვადასხვა კონტინენტებიდანაც: M მარიო მარზოლა – ავსტრალიიდან, ჯერი ვონგი – კანადიდან, ჯონ კოლი და დოუ სტოუ - ა.შ.შ.-დან.... /ვრცლად/
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
| |
 2010 წლის 19 მაისს გაიხსნა თმის გადანერგვის კლინიკა “თალიზი”-ს ფილიალი უკრაინაში. თბილისში კლინიკა “თალიზ”-ს თმის გადანერგვის ოპერაციის ჩასატარებლად ხშირად სტუმრობენ პაციენტები უკრაინიდან. არის შემთხვევები როცა მათ, ამა თუ იმ მიზეზის გამო უჭირთ გადაწყვეტილების მიღება საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. / ვრცლად/
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
| |
 კლინიკა “თალიზი”-ს ხელმძღვანელი აკაკი წილოსანი 2010 წლის იანვრის ბოლოს ესტუმრა თმის გადანერგვის ფრანგულ კლინიკას კუნძულ მავრიკიზე, სადაც მიწვეული იყო ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქციის მეთოდით საჩვენებელი ოპერაციების ჩასატარებლად. კუნძული მავრიკი მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში და წარმოადგენს ერთ-ერთ ელიტარულ კურორტს სამხრეთ ნახევარსფეროში. კუნძულზე დამსვენებელთა უმრავლესობა საფრანგეთიდანაა (ერთ დროს მავრიკი საფრანგეთის კოლონია იყო), ამიტომაც სწორედ ისინი შეადგენენ თმის გადანერგვის ფრანგული კლინიკის პაციენტთა დიდ ნაწილს. / ვრცლად/
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
| |
ახალი 2010 წლის დადგომა გამომცემლობა Springer-მა მოგვილოცა ცნობილი ტაილანდელი და იაპონელი თმის ტრანსპლანტოლოგების დამკერნგ პათომვანიჩისა და კენიჩირო იმაგავას მონოგრაფიის – “თმის აღდგენითი ქირურგია აზიელებში” გამოცემით. ეს წიგნი ნამდვილი საჩუქარია თმის ტრანსპლანტოლოგთა მრავალათასიანი საზოგადოებისთვის... /ვრცლად/
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
| |
2009 წლის 8-10 ოქტომბერს, ქ. ერევანში ჩატარდა პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საერთაშორისო კონგრესი – “გლობალური თანამშრომლობა”. წინა წლებში მსგავსი ფორმატის ღონისძიებები ტარდებოდა თბილისში, მაგრამ ამჯერად კონგრესის ორგანიზატორებმა - საქართველოს, სომხეთის და რუსეთის პლასტიკური ქირურგიის ასოციაციებმა – გადაწყვიტეს რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომი დაძაბულობის გამო, კონგრესი ჩატარებულიყო სომხეთის რესპუბლიკაში, ასე ვთქვათ ნეიტრალურ ტერიტორიაზე... / ვრცლად/
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
| |
კლინიკა “თალიზი”-ს დელეგაციამ აკაკი წილოსანის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) 2009 წლის დასკვნით სამეცნიერო კონგრესზე, რომელიც შედგა ქ. ამსტერდამში 22 - 26 ივლისს. ჩვეულებრივ ISHRS-ის წლიური სიმპოზიუმები ამერიკაში იმართება ხოლმე და ამსტერდამის შეხვედრა მხოლოდ მეორე შემთხვევაა, როდესაც თმის ტრანსპლანტოლოგები ამ ფორმატით ევროპაში შეიკრიბნენ.../ ვრცლად/
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|