თალიზი - თქვენი წარმატების საიდუმლო
  1. ჩვენი კლინიკები

    თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი დაარსდა 1998 წელს
    ქ. თბილისში


    ჩვენ ვართ ISHRS-ის წევრები. დღეისათვის ჩვენი მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოში, უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსიაში, სომხეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში და ინდოეთში.

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  2. გრძელი თმის გადანერგვა

    თალიზი ერთადერთი კლინიკაა ევროპაში, რომელიც გთავაზობთ გრძელი თმების გადანერგვას

    თმის ტრანსპლანტაციის სფეროში სრულიად ახალი მიმართულების, კერძოდ გრძელ თმიანი ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვის პიონერად ითვლება ბრაზილიელი ქირურგი - მარსელო პიტჩონი...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  3. FUT მეთოდი

    ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია - FUT (ზონრის) მეთოდი არის თმის გადანერგვის ძირითადი მეთოდი

    FUT მეთოდით საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვნერგავთ თმების რეკორდულ რაოდენობებს - 6000-მდე გრაფტს 5-6 საათში...

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  4. FUE მეთოდი

    FUE – მეთოდი არის თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

    თალიზი გთავაზობთ ფართომაშტაბიან FUE პროცედურებს - 4000-მდე გრაფტის გადანერგვას ერთი ოპერაციით...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  5. BHT მეთოდი

    სხეულიდან თმების გადანერგვა - BHT მეთოდი

    კეფაზე სუსტი სადონორო მარაგის პირობებში BHT მეთოდით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ დამატებითი გრაფტები სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან - წვერებიდან, მკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან და ბოქვენიდან...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    image
    ვრცლად
  6. სამედიცინო ტური

    სამედიცინო ტური თალიზში
    თალიზი ახორციელებს სამედიცინო ტურებს საქართველოში და გაძლევთ საშუალებას ჩაიტაროთ თმის გადანერგვა ჩვენს სათაო კლინიკაში...

    ვრცლად

ჩვენი კლინიკის შესახებ

Akaki Tsilosani

კლინიკის დირექტორი: აკაკი წილოსანი

თმის გადანერგვის კლინიკა "თალიზი" დაარსდა ქ. თბილისში 1998 წელს. კლინიკის ხელმძღვანელია გამოცდილი ქირურგი და მეცნიერი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების, აზიის თმის აღდგენითი ქირურგიული ასოციაციისა და საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის წევრი, ამერიკის ესთეტიკური მედიცინის აკადემიის პროფესორი, 22 სამეცნიერო შრომისა და 6 გამოგონების ავტორი აკაკი წილოსანი. კლინიკის წამყვანი ქირურგები არიან: თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) წევრი და 11 სამეცნიერო შრომის ავტორი ვაჟა ვადაჭკორია, მარი გუგავა და ეკა ყანდიაშვილი. მათ გვერდით "თალიზში" მუშაობენ გამოცდილი ასისტენტები, ტექნიკოსები და საოპერაციო დები. 

ჩვენს კლინიკაში თავიდანვე იყო გამოყენებული თმის გადანერგვის უახლესი ამერიკული ტექნოლოგიები ე.წ. ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია და ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქცია (იხ. "რას წარმოადგენს თმის გადანერგვა"). საქმე იმაშია, რომ მე-20 საუკუნის ბოლომდე თმის გადანერგვა წარმოებდა ე.წ. მსხვილი გრაფტების მეთოდით. ეს არის იაპონელი მეცნიერის ს. ოკუდას და ამერიკელი დერმატოლოგის ნ. ორენტრაიხის ჯერ კიდევ 1939 - 52 წლებში მოწოდებული მეთოდი, როდესაც კეფის არიდან ხდება კანის დიდი (დიამეტრით 4 მმ) კუნძულების ე. წ. გრაფტების ამოღება და შემდგომში მათი იმპლანტირება თმაგაცვენილ ადგილებში; შედეგად ახალ ადგილებში თმები იზრდება ბუჩქისებურად ("კბილის ჯაგრისის", "თოჯინას თავის" ეფექტი). ამ კოსმეტიკურად მიუღებელი შედეგების თავიდან ასაცილებლად 1983 წელს ამერიკელმა ქირურგმა ე. მარიტმა პირველად სცადა თმის გადანერგვა არა კანის კუნძულების, არამედ ცალკეული თმის ძირების (ფოლიკულების) სახით. მარიტის მეთოდს შემდგომში მიკროგრაფტინგი ეწოდა, დღეს მას იყენებს მსოფლიოს კლინიკათა უმრავლესობა. კეფის არიდან მიღებული სადონორო ქსოვილი 2 - 4-ჯერადი გადიდების პირობებში პრეპარირდება უწვრილეს ტრანსპლანტანტებად - ე. წ. მონოგრაფტებად (1 თმის ფოლიკულის შემცველი ქსოვილი) და მიკროგრაფტებად (2 - 3 თმის ფოლიკულის შემცველი ქსოვილი), რომელთა დიამეტრი 1 მმ-ზე ნაკლებია. თმაგაცვენილ ადგილებში მიკროგრაფტების ჩანერგვიდან 2 - 3 თვის შემდეგ იწყება ჯანსაღი თმის ზრდა, რომელიც ძნელად განირჩევა სხვა თმებისგან.

1995-2000 წ. ამერიკელი მეცნიერების რ. ბერნშტეინის, ვ. როსმანის მიერ შემუშავებული იქნა ე. წ. თმის გადანერგვის ფოლიკულური გაერთიანებების თეორია (იხ. ზემოთ "რას წარმოადგენს თმის გადანერგვა"), რომლის მიხედვითაც თმის ტრანსპლანტაცია წარმოებს ზუსტად ისეთი განაწილებით, როგორც გვხვდება ბუნებაში. ეს მეთოდი იძლევა მაქსიმალური ბუნებრიობის ეფექტს, მინიმუმამდე დაჰყავს ფოლიკულების დანაკარგი ოპერაციის დროს და, რაც მთავარია, ფოლიკულური გაერთიანებების სახით გადანერგილი თმები ავლენენ მაღალ სიცოცხლისუნარიანობას - თითქმის 100%-ს (გადანერგილი 100 ფოლიკულიდან ამოდის 100 თმა). მაგრამ ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია მოითხოვს სადონორო მასალის მოპოვებისა და დამუშავების ვირტუოზულ ტექნიკას, სადონორო ქსოვილის პრეპარირებას სპეციალური სტერეომიკროსკოპების ქვეშ 20-ჯერადი გადიდებით ერთდროულად 5-8 გამოცდილი ასისტენტის მიერ, რაც ძალიან შრომატევადი და ძვირადღირებული პროცესია. სტერეომიკროსკოპების გამოყენება გამორიცხავს ფოლიკულების დანაკარგს თმის ტრანსპლანტაციის დროს და საერთო ჯამში იძლევა თმების 17%-ით მეტ გამოსავლიანობას ვიდრე სხვა მეთოდები (ლუპები, ტრანსილუმინაცია ან მათი კომბინირება). "თალიზი" აღმოსავლეთ ნახევარსფეროში პირველი კლინიკაა, რომელიც ექსკლუზიურად ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვას მიმართავს.

ჩვენს კლინიკაში შემუშავებულმა კომპრესიულმა და კონტეინურმა მეთოდებმა (იხ. სამეცნიერო პუბლიკაციები) საშუალება მოგვცეს გამოგვერიცხა ფოლიკულების დეჰიდრატაცია, მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა სისხლდანაკარგი და ოპერაციების ხანგრძლივობა, რამაც თმის გადანერგვა პაციენტებისთვის კიდევ უფრო ადვილადგადასატანი გახადა. ყოველივე ამის, აგრეთვე კოლექტივის პროფესიონალიზმისა და შეთანხმებული მუშაობის წყალობით ხერხდება დიდი მოცულობის ოპერაციების დროის ხანმოკლე მონაკვეთში შესრულება. მაქსიმალური საჭიროებისას მთელს მსოფლიოში ძირითადად ნერგავენ დაახლოებით 2000 გრაფტს, რაც შეესაბამება საშუალოდ 4500 თმას. ჩვენი ცენტრი მსოფლიო კლინიკათა იმ მცირე რიცხვს მიეკუთვნება, სადაც საჭიროების შემთხვევაში ერთი ოპერაციის განმავლობაში ნერგავენ 3000-ზე მეტ გრაფტს. დღეისათვის ჩვენს კოლექტივს ხელეწიფება შეასრულოს 3000 - 4000 გრაფტის (ფოლიკულარული გაერთიანების) ტრანსპლანტაცია 3-4 საათიანი პროცედურის განმავლობაში, რაც სავსებით საკმარისია ნებისმიერი გამელოტებული ფართობის დასაფარავად. 2007 წელს ჩვენს კლინიკაში შესრულდა იმ დროისათვის რეკორდული მასშტაბის ოპერაცია - კორეის რესპუბლიკის მოქალაქეს გადაენერგა 6100 გრაფტი (12000 თმა), ხოლო 2008 წლის ნოემბერში კი პაციენტს სომხეთის რესპუბლიკიდან გადაენერგა 6205 გრაფტი 6 საათის განმავლობაში. 2012 წლის 28 აპრილს კლინიკა “თალიზში” კვლავ დამყარდა მსოფლიო რეკორდი – 11 საათის განმავლობაში გადაინერგა 9688 გრაფტი.

მიღწეული იქნა თმის სიხშირის მაღალი მაჩვენებელი - 123 თმა/სმ2

2002 წლიდან "თალიზში" დანერგილი იქნა აკაკი წილოსანის მიერ შემუშავებული ორიგინალური საანესთეზიო ხსნარი და მეთოდიკა, რამაც თმის ტრანსპლანტაციის ხანგრძლივი პროცესი აბსოლუტურად უმტკივნეულო გახადა. უფრო მეტიც, პრაქტიკულად უმტკივნეულოა თვით ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების შეყვანის პროცესი, აგრეთვე პოსტოპერაციული პერიოდიც, რადგან ანესთეზიის მოქმედების ხანგრძლივობა აღემატება 8 საათს. ამასთან ახალ საანესთეზიო საშუალებას არ ახასიათებს ტოქსიკურობა. სრულიად უვნებელია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, არ ახლავს გვერდითი მოვლენები, ანაფილაქსიური და ალერგიული რეაქციები. რაც მთავარია, ახალი საანესთეზიო მეთოდიკის გამოყენებამ სრულიად გამორიცხა სახის პოსტოპერაციული შეშუპებები, რაც ასე აწუხებს თმის გადანერგვის ცენტრების პაციენტებს მთელს მსოფლიოში. სახის ოპერაციის შემდგომი შესიებების მოხსნამ არა მარტო გააადვილა ჩვენი პაციენტების პოსტოპერაციული რეაბილიტაცია, არამედ მიკროცირკულაციის გაუმჯობესებით ხელი შეუწყო შეხორცებითი პროცესების სწრაფ დასრულებას (მაგ., ჩვენს პაციენტებს ოპერაციიდან მეორე დღეს შეუძლიათ მუშაობის დაწყება, მეორე დღეს იბანენ თმას, ხოლო ერთი კვირის შემდეგ დასაშვებია ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვა).

2003 წლის მეორე ნახევრიდან "თალიზში" ყველა ოპერაცია წარმოებს ა. წილოსანის ხელმძღვანელობით შექმნილი მიკროხვრელებისა და ფოლიკულური გაერთიანებების აღმრიცხველი ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო სისტემის გამოყენებით. სისტემა ავტომატურად (ქირურგის ან ასისტენტის გარეშე) "ითვლის" წარმოებული მიკროხვრელებისა და ფოლიკულური გაერთიანებების რაოდენობას, რაც აისახება მონიტორზე როგორც პაციენტისთვის, ისე ქირურგისთვის. ეს უნიკალური სისტემა, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ჩვენს კლინიკაში გამოიყენება, ერთის მხრივ, ამცირებს ოპერაციაში მონაწილე პერსონალის რიცხვს, მეორე მხრივ, იძლევა ზუსტ და რაც მთავარია, ობიექტურ ინფორმაციას გადანერგილი გრაფტების (ფოლიკულური გაერთიანებების) რაოდენობაზე.

გადანერგილი თმები

გადანერგილი თმები

გადანერგილი თმების სიცოცხლისუნარიანობა შეადგენს 100%

2004 წლისთვის ა. წილოსანის ხელმძღვანელობით ჩატარებული ხანგრძლივი კვლევების საფუძველზე "თალიზში" მიღებულია სადონორო არის ტრიხოპიტული დახურვის ბაზაზე იდეალური პლასტიკისა და გადანერგილი თმების მაქსიმალური სიხშირის (ე. წ. კომპრესიის არარსებობის) კონცეფციები. მათი გათვალისწინებით:

1) სადონორო არის პლასტიკის შემდეგ ჩვენი პაციენტები აღარ საჭიროებენ ნაკერების მოხსნის უსიამოვნო პროცედურას და, რაც მთავარია, სადონორო არეში პრაქტიკულად აღარ ვითარდება ნაწიბურები. ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილები, საიდანაც თმის ძირებია აღებული, სრულიად შეუმჩნეველია სხვა ადამიანებისთვის, და პაციენტის პარიკმახერისთვისაც კი.

2) დღეისათვის ჩვენს კლინიკას შეუძლია მიაღწიოს სარეციპიენტო ადგილებში თმის ბუნებრივ სიხშირეს. განსაკუთრებით ნატიფი და მინიატურული ინსტრუმენტების გამოყენებით შესაძლებელია 1 სმ2 გადაინერგოს 100-მდე ფოლიკულური გაერთიანება, რაც 200-მდე თმის პროდუქციას იძლევა. ასეთი სიხშირე თმის ტრანსპლანტაციაში იდეალურადაა მიჩნეული (იხ. ”სამეცნიერო პუბლიკაციები”).

ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქციის მეთოდის (ე.წ. FUE-პროცედურა, იხ. "სამეცნიერო პუბლიკაციები") დანერგვამ საშუალება მოგვცა შეგვესრულებინა როგორც მცირე და საშუალო მოცულობის, ასევე დიდი ოპერაციები (3000-3500 გრაფტამდე) განაკვეთებისა და ნაკერების გარეშე. ამ მეთოდის დახმარებით წარმოებს ტრავმებისა და დამწვრობის შემდეგ წარბების (იხ. ფოტო) და წამწამების აღდგენაც (იხ. ფოტო), აგრეთვე კეფის არეში ღარიბი სადონორო მარაგის შემთხვევაში გადანერგისთვის თმის სხეულის სხვადასხვა ადგილებიდან აღება (იხ. BHT მეთოდი).

დღეისთვის თალიზი თმის ტრანსპლანტაციის მსოფლიოში აღიარებული მოწინავე კლინიკაა. ჩვენ ვართ თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) წევრები. თალიზში პაციენტები მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან. დღეისათვის ჩვენი ფილიალები წარმატებით ფუნქციონირებს უკრაინაში, ინდოეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ხოლო საკონსულტაციო ცენტრები – სამხრეთ კორეაში, ირლანდიაში, ლიტვასა და ესპანეთში.

თმის ტრანსპლანტაციის უაღრესად თანამედროვე ტექნოლოგიებსა და 14 წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩვენ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ თმის გადანერგვა ”თალიზში” არის სრულიად უმტკივნეულო პროცედურა გარანტირებული შედეგებიოთ, ყოველგვარი გართულებისა და გვერდითი მოვლენების გარეშე. თმის გადანერგვას არ სჭირდება წინასწარი მომზადება, ოპერაციის შემდგომ პერიოდში არ ინიშნება არავითარი მკურნალობა.

ჩვენს კლინიკას აქვს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების ლიცენზია. ცენტრში სისტემატურად ხდება თმების ქირურგ-ტრანსპლანტოლოგების მომზადება, მათ შორის სხვა ქვეყნებიდანაც.

100 გრაფტი კანის 1 სმ2 ფართობზე 116 გრაფტი კანის 1 სმ2 ფართობზე
100 გრაფტი კანის 1 სმ2 ფართობზე
 
თმის აღდგენითი ქირურგიის მე-6  ბრაზილიის კონგრესი

თმის აღდგენითი ქირურგიის მე-6 ბრაზილიის კონგრესი

2016 წლის 24-27 აგვისტოს ქ. კურიტიბაში ჩატარდა ბრაზილიის თმის აღდგენითი ქირურგიის მე-6 კონგრესი, სადაც...
კლინიკა „თალიზი“-ს გუნდმა ჩაატარა მასტერკლასი სანკტ-პეტერბურგში

კლინიკა „თალიზი“-ს გუნდმა ჩაატარა მასტერკლასი სანკტ-პეტერბურგში

კლინიკა “თალიზის” გუნდმა, თმის ტრანსპლანტოლოგ ვაჟა ვადაჭკორიას ხელმძღვანელობით, ჩაატარა მასტერ კლასები...
თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

2012 წლის 28 აპრილს კლინიკა თალიზში ჩატარდა უნიკალური მასშტაბის ოპერაცია – 9688 ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვა...