 |
|
კლინიკა ExcelLine-ის მთავარი ექიმი სერგეი იანოვსკი და კლინიკა ”თალიზის” დირექტორი აკაკი წილოსანი
|
 |
|
თმის გადანერგვის ოპერაცია ExcelLine-ში
|
თბილისში კლინიკა “თალიზ”-ს თმის გადანერგვის ოპერაციის ჩასატარებლად ხშირად სტუმრობენ პაციენტები უკრაინიდან. არის შემთხვევები როცა მათ, ამა თუ იმ მიზეზის გამო უჭირთ გადაწყვეტილების მიღება საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ამის გამო ხშირად მოგვმართავდნენ კითხვით, ქონდა თუ არა კლინიკა “თალიზ”-ს ფილიალი უკრაინაში.
ამ შემთხვევების გათვალისწინებით ჩვენ გადავწყვიტეთ მიგვეცა მათთვის საშუალება ესარგებლათ ჩვენი მომსახურებით თავისივე სამშობლოში.
პარტნიორი კლინიკის შერჩევისას, ვიხელმძღვანელეთ შემდეგი კრიტერიუმებით: პროფესიონალიზმი, ნოვატორობა, ეფექტური, მაღალხარისხიანი და თანამედროვე ტექნიკური ბაზა. აღნიშნულ მოთხოვნებს მთლიანად აკმაყოფილებს კლინიკა “ExcelLine”-ი და ამიტომაც არჩევანი შეჩერდა მასზე.
კლინიკა “ExcelLine Dental Group”-ი, კორპორაცია “ExcelLine Medical USA”-ს ოფიციალური წარმომადგენელია უკრაინაში. იგი ევროპის უმსხვილეს კერძო სტომატოლოგიურ კლინიკათა ხუთეულის წევრია. მდებარეობს ქალაქ ოდესის ცენტრალურ უბანში არსებულ ბიზნეს ცენტრის შენობის პირველ სართულზე. მთლიანობაში უჭირავს აღნიშნული ფართის 600 კვ.მ-ი. კლინიკაში განთავსებულია 15 სხვადასხვა სპეციალიზაციის კაბინეტი. თითოეული აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მოწყობილობით. აქვე ფუნქციონირებს კომპიუტერული რენტგენო-დიაგნოსტიკისა და ტომოგრაფიის კაბინეტები, ასევე საოპერაციო ბლოკი.
აღსანიშნავია კლინიკის დიზაინი. აქ არცერთი კაბინეტი მეორეს არ ჰგავს. პაციენტისთვის შექმნილია ჰარმონიული და კომფორტული გარემო.
თმის გადანერგვის ოპერაციებს კლინიკა “ExcelLine”-ში ჩაატარებს კლინიკა “თალიზი”-ს მაღალკვალიფიცირებულ მედიკოსთა ჯგუფი, პირადად მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ აკაკი წილოსანის ხელმძღვანელობით.