თალიზი - თქვენი წარმატების საიდუმლო
  1. ჩვენი კლინიკები

    თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი დაარსდა 1998 წელს
    ქ. თბილისში


    ჩვენ ვართ ISHRS-ის წევრები. დღეისათვის ჩვენი მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოში, უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსიაში, სომხეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში და ინდოეთში.

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  2. გრძელი თმის გადანერგვა

    თალიზი ერთადერთი კლინიკაა ევროპაში, რომელიც გთავაზობთ გრძელი თმების გადანერგვას

    თმის ტრანსპლანტაციის სფეროში სრულიად ახალი მიმართულების, კერძოდ გრძელ თმიანი ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვის პიონერად ითვლება ბრაზილიელი ქირურგი - მარსელო პიტჩონი...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  3. FUT მეთოდი

    ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია - FUT (ზონრის) მეთოდი არის თმის გადანერგვის ძირითადი მეთოდი

    FUT მეთოდით საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვნერგავთ თმების რეკორდულ რაოდენობებს - 6000-მდე გრაფტს 5-6 საათში...

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  4. FUE მეთოდი

    FUE – მეთოდი არის თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

    თალიზი გთავაზობთ ფართომაშტაბიან FUE პროცედურებს - 4000-მდე გრაფტის გადანერგვას ერთი ოპერაციით...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  5. BHT მეთოდი

    სხეულიდან თმების გადანერგვა - BHT მეთოდი

    კეფაზე სუსტი სადონორო მარაგის პირობებში BHT მეთოდით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ დამატებითი გრაფტები სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან - წვერებიდან, მკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან და ბოქვენიდან...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    image
    ვრცლად
  6. სამედიცინო ტური

    სამედიცინო ტური თალიზში
    თალიზი ახორციელებს სამედიცინო ტურებს საქართველოში და გაძლევთ საშუალებას ჩაიტაროთ თმის გადანერგვა ჩვენს სათაო კლინიკაში...

    ვრცლად

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს თმის გადანერგვა თქვენს კლინიკაში? 

   თმის ტრანსპლანტაციის ღირებულება განისაზღვრება გადანერგილი გრაფტების (ფოლიკულური გაერთიანებების) რაოდენობით. ჩვენს კლინიკაში ერთი ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვის ღირებულება ოპერაციის მასშტაბიდან გამომდინარე შეადგენს 0.6-1.0 აშშ დოლარს. ყველა კონსულტაცია კლინიკაში უფასოა და ანონიმური.

 

 რამდენად გარანტირებულია თმის გადანერგვის შედეგები?

      ეს კითხვა, დაგვეთანხმებით, ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს:

ა) ნამდვილად ამომივა გადანერგილი ფოლიკულებიდან თმები?

ბ) რამდენ ხანს რჩება ტრანსპლატაციიდან ამოსული თმა და ხომ არ გამცვივა ისინი მომავალში?

საერთოდ, გადანერგილი ფოლიკულების სიცოცხლისუნარიანობა ერთ-ერთი აქტუალური საკითხია თმის ტრანსპლანტოლოგიაში და დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე. გასული საუკუნის 90-ნი წლების დასაწყისში ბ. ლიმერის პიონერული კვლევებით დადგინდა, რომ გადანერგილი მიკროგრაფტები მაღალ სიცოცხლისუნარიანობას ავლენენ - 80-95% მოპოვებიდან იმპლანტაციამდე დროზე დამოკიდებულებით. დ.სიგერმა 1997 წელს დაასაბუთა, რომ ფოლიკულური გაერთიანებები უფრო მაღალი (≈100%) სიცოცხლისუნარიანობით ხასიათდებიან, ვიდრე მიკროგრაფტები. დღეისათვის აღარავინ აღარ კამათობს რომ თუ თმის გადანერგვა ხორციელდება კვალიფიციური ბრიგადის მიერ თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, გადანერგილი თითქმის ყველა ფოლიკულიდან ამოდის თმა. ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ იმ არახელსაყრელ შემთხვევებშიც კი, როდესაც თმის გადანერგვა ხდებოდა ნაწიბურებში ან უკიდურესად ახლო-ახლოს, ფოლიკულების სიცოცხლისუნარიანობა 100%-ს უახლოვდებოდა (იხ. "სამეცნიერო პუბლიკაციები").

   რაც შეეხება გადანერგილი ფოლიკულებიდან უკვე ამოსულ თმას, ის პრაქტიკულად მუდმივია (ნ. ორენტრაიხის "გენეტიკური დომინანტის" პრინციპი - იხ. "რას წარმოადგენს თმის გადანერგვა"). წლების მერე გადანერგილი თმა შეიძლება გაჭაღარავდეს (როგორც კეფაზე), მაგრამ ისევე არ გაგცვივათ, როგორც არ გაგცვივათ, მაგალითად, წარბები ან წვერი. გადანერგილი თმა პინცეტით რომ ამოიძროთ, მის ნაცვლად ამოვა ახალი.

 

რატომ არის თქვენს კლინიკაში თმის გადანერგვა ასე იაფი?

თმის ტრანსპლანტაცია ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პლასტიკური ოპერაციაა. მსოფლიოს წამყვან კლინიკებში ერთი გადანერგილი ფოლიკულური გაერთიანების ფასი 5 დოლარს აღწევს. "თალიზში" კი თმის გადანერგვა 8-ჯერ მაინც იაფია. ამიტომ გაუთვითცნობიერებელი პაციენტისთვის სრულად ბუნებრივია ეს კითხვა და ეჭვი, რომ თმის გადანერგვის დაბალი ღირებულება ასოცირებულია დაბალ ხარისხთან. თქვენ საშუალება გქონდათ დარწმუნებულიყავით, რომ ეს ასე არ არის. ჩვენ ვიყენებთ თმის გადანერგვის ყველაზე თანამედროვე მეთოდიკას და ინსტრუმენტებს. "თალიზის" დაარსებიდან (1998 წ.) ჩვენი როგორც სამეცნიერო, ისე პრაქტიკული მუშაობის მთავარი მიზანი იყო რაც შეიძლება ადვილი და ხელმისაწვდომი გამხდარიყო თმის გადანერგვა პაციენტებისთვის. "თალიზს" არასოდეს უწარმოებია ძვირადღირებული სარეკლამო კომპანიები. საუკეთესო რეკლამა ჩვენი პრაქტიკული შედეგებია. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი თმაგადანერგილი ადამიანი იყოს ირგვლივ. ამასთან ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ სამწუხაროდ, საქართველოში ეს ფასებიც ბევრისთვის მიუწვდომელია.

 

რამდენი ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვა დამჭირდება მე? მაქვს კი საკმარისი სადონორო მარაგი?

მამაკაცური ტიპის თმის ცვენის უკიდურუსად მაღალი ხარისხის (VII ხარისხი) დროსაც კეფაზე და ყურების უკან ყოველთვის რჩება 10 - 12 ათასი ფოლიკულური გაერთიანება, მათგან 6000 ფოლიკულური გაერთიანებების მოპოვება გადმოსანერგად პრაქტიკულად შესაძლებელია ერთი ან რამდენიმე პროცედურის განმავლობაში. ფოლიკულური გაერთიანებების ეს რაოდენობა (≈ 12000 თმა) სავსებით საკმარისია ნებისმიერი თმაგაცვენილი ფართობის დასაფარავად. თუ რამდენი ფოლიკულური გაერთიანება დასჭირდება კონკრეტულ პაციენტს ამა თუ იმ კოსმეტიკური შედეგის მისაღწევად განისაზღვრება პირდაპირი კონსულტაციის დროს, რომელიც ჩვენს კლინიკაში უფასოა და ანონიმური. შედეგი დამოკიდებულია არა იმდენად ფოლიკულური გაერთიანებების რაოდენობაზე, რამდენადაც გადასანერგი თმების სტრუქტურაზე (დიამეტრი, ტალღოვნება, ფერი და ა.შ.). ძალიან მიახლოვებით პაციენტებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ საჭირო გრაფტების რაოდენობა ამ სქემის მიხედვით.

 

 

მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად საჭირო გრაფტების რაოდენობა თმის ცვენის ამა თუ იმ ხარისხის შემთხვევაში.

 

I     500-800

II    800-1500

III  1500-2500

IV   2500-3000

V    3000-4000

VI   4000-6000

VII  6000-7000

თქვენ შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი ფოტოსურათი და ჩვენი ექიმები მოგაწვდიან უფრო ზუსტ დასკვნებს

გადასანერგი ფოლიკულური გაერთიანებების რაოდენობის შესახებ.

 

რამდენად უმტკივნელოა თმის გადანერგვის პროცესი?

   ჩვენს კლინიკაში გამოყენებული ორიგინალური ადგილობრივი საანესთეზიო მეთოდიკის წყალობით თმის გადანერგვის მთელი პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულოა. უფრო მეტიც: პრაქტიკულად უმტკივნეულოა საანესთეზიო ხსნარის ადგილობრივად შეყვანის პროცესი და, რაც მთავარია, პოსტოპერაციული პერიოდი.

 

რა გართულებები და გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს თმის გადანერგვის შემდეგ?

   საერთოდ, თმის ტრანსპლანტაციაში გართულებები ძალიან იშვიათია. ეს ოპერაციები, როგორც წესი, მიმდინარეობს ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ - ნარკოზი თმის გადანერგვის დროს არ გამოიყენება. "თალიზში" გამოყენებული ორიგინალური საანესთეზიო ხსნარსა და მეთოდიკას არ ახასიათებს ალერგიული და ანაფილაქსიური რეაქციები. სადონორო არის დახვეწილი პლასტიკა გამორიცხავს ინფექციურ გართულებებს და ნაწიბურების განვითარებას. მიკროხვრელების შექმნის ჩვენ კონცეფციას მინიმუმამდე დაჰყავს სადონორო არის გაღიზიანებისა და ფოლიკულიტების განვითარების ალბათობა. რაც შეეხაბა ოპერაციის შემდგომ რაიმე "გვერდით მოვლენებს", მათ ბუნებაში ადგილი არ აქვს.

 

არის თუ არა თმის გადანერგვისას ასაკოვანი შეზღუდვები?

   ახალგაზრდა (17 - 25 წლის) პაციენტების შემთხვევაში თმის ტრანსპლანტაციის დროს გასათვალისწინებელია მომავალი თმის ცვენის მასშტაბების განსაზღვრა და ამის მიხედვით სწორი ქირურგიული ტაქტიკის შერჩევა. ისე, ასაკოვანი შეზღუდვები თმის გადანერგვისას არ არსებობს. ჩვენ წარმატებით შეგვისრულებია თმის გადანერგვა როგორც 5 - 6 წლის ბავშვებში (დამწვრობის შემდგომი ნაწიბურების არეში), ისე 70 - 74 წლის მოხუცებში.

 

რა უკუჩვენებები აქვს თმის გადანერგვას?

ვინაიდან ჩვენს კლინიკაში გამოყენებულ საანესთეზიო ხსნარს ალერგიული რეაქციები არ ახასიათებს, შეიძლება თამამად ითქვას, რომ თმის ტრანსპლანტაციას უკუჩვენებები აბსოლუტურად არ გააჩნია. შედარებითი უკუჩვენებებია სისხლის შედედების დარღვევები და კანის დაავადებები გამწვავების ფაზაში. ზოგი ქირურგი შედარებით უკუჩვენებად თვლის შაქრიან დიაბეტს, მაგრამ ჩვენ ათობით წარმატებული ოპერაცია ჩაგვიტარებია შაქრიანი დიაბეტით დაავადებული სხვადასხვა ასაკის პაციენტებისთვის.

 

როგორია თმის გადანერგვის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდი? თმის გადანერგვიდან რამდენი დღის შემდეგ შეიძლება სამუშაოს დაწყება?

"თალიზში" გამოყენებული თმის გადანერგვის ორიგინალური მეთოდების წყალობით პოსტოპერაციული პერიოდი ჩვენი პაციენტებისთვის განსაკუთრებით იოლად მიმდინარეობს. ოპერაციიდან მეორე დღეს პაციენტებს შეუძლიათ სამუშაოს დაწყება, თუ ეს არ არის დაკავშირებული მძიმე ფიზიკურ დატვირთვასთან. პაციენტები თავს იბანენ ოპერაციიდან მეორე დღეს. ოპერაციიდან ≈1 კვირის შემდეგ დასაშვებია ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვა.

 

საჭიროა თუ არა თმის სპეციალური მომზადება ან შეჭრა ტრანსპლანტაციის წინ?

   თმის გადანერგვისათვის არ არის რაიმე შემზღუდველი პირობები მათი სიგრძის ან ვარცხნილობის თვალსაზრისით. ეს იმას ნიშნავს, რომ გადანერგვის წინ ადამიანს არ სჭირდება წინასწარ თმის რაიმე სპეციალური მომზადება, მითუმეტეს გაკრეჭა. ტრანსპლანტაციის დროს თმა რჩება ხელუხლებელი, უნდა გაიკრიჭოს მხოლოდ გადასანერგად მომზადებული ფოლიკულებიდან ამოსული თმა.

 

საჭიროა თუ არა მკურნალობა თმის გადანერგვის შემდეგ? როგორ მოვუაროთ გადანერგილ თმას?

ჩვენი აზრით, საკუთარი თმის გადანერგვის ერთ-ერთი მთავარი დადებითი მხარე ის არის, რომ ამოსულ თმას არავითარი მოვლა არ სჭირდება: ის შეგიძლიათ დაიბანოთ თქვენთვის სასურველი შამპუნით, შეიღებოთ, გაიზარდოთ ან მოკლედ შეიჭრათ; ატაროთ ქუდი ან უქუდოდ იაროთ სიცხესა თუ სიცივეში.

 

შესაძლებელია თუ არა თმის გადანერგვა ქალებში?

თმის ტრანსპლანტაცია ქალებში შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი მათ აღენიშნებათ ანდროგენური ტიპის თმის ცვენა (იხ. ფოტო). ამის გარდა, როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში თმის გადანერგვა ნაჩვენებია ტრავმისა და დამწვრობის შემდგომი ნაწიბურების დასაფარავად (იხ. ფოტო).

 
თმის აღდგენითი ქირურგიის მე-6  ბრაზილიის კონგრესი

თმის აღდგენითი ქირურგიის მე-6 ბრაზილიის კონგრესი

2016 წლის 24-27 აგვისტოს ქ. კურიტიბაში ჩატარდა ბრაზილიის თმის აღდგენითი ქირურგიის მე-6 კონგრესი, სადაც...
კლინიკა „თალიზი“-ს გუნდმა ჩაატარა მასტერკლასი სანკტ-პეტერბურგში

კლინიკა „თალიზი“-ს გუნდმა ჩაატარა მასტერკლასი სანკტ-პეტერბურგში

კლინიკა “თალიზის” გუნდმა, თმის ტრანსპლანტოლოგ ვაჟა ვადაჭკორიას ხელმძღვანელობით, ჩაატარა მასტერ კლასები...
თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

2012 წლის 28 აპრილს კლინიკა თალიზში ჩატარდა უნიკალური მასშტაბის ოპერაცია – 9688 ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვა...