კლინიკა უზრუნველყოფს პაციენტის უფასო განთავსებას სასტუმრო "ლაგო"-ში მკურნალობისთვის საჭირო ვადით (ჩამოსვლიდან 3 კალენდარული დღე).
სასტუმრო "ლაგო" მდებარეობს კლინიკიდან 5 წუთით ფეხის სავალზე ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში - საბურთალოზე. სასტუმრო გთავაზობთ მოკლე თუ გრძელვადიანი ცხოვრებისათვის საჭირო ყველა პირობას არა მარტო თქვენთვის, არამედ თქვენი ოჯახის წევრებისთვისაც, რაც პირველ რიგში განპირობებულია ჭეშმარიტი სტუმართმასპინძლობით და სასტუმროში შექმნილი მყუდრო, ოჯახური გარემოთი. თქვენს განკარგულებაშია კონდიციონერი/გათბობით აღჭურვილი 2 და 3 ადგილიანი რამოდენიმე სასტუმრო ოთახი, ტელეფონი, საკაბელო ტელევიზია, უკაბელო ინტერნეტი. სასტუმროში ცხოვრება მოიცავს დღეში ორჯერად კვებას.
ჩამოსვლის დღეს პაციენტს უტარდება კონსულტაცია კლინიკაში, რომლის დროსაც დგინდება ოპერაციის ზუსტი მასშტაბი, თმის ხაზის დიზაინი და საჭიროების შემთხვევაში სრულდება სათანადო გამოკვლევები. მეორე დღეს პაციენტს უტარდება თმის გადანერგვის პროცედურა, ხოლო მესამე დღეს - პოსტოპერაციული კონსულტაცია, რის შემდეგაც შესაძლებელია მისი უკან გამგზავრება. პაციენტის სურვილის შემთხვევაში მას შეუძლია დარჩეს კიდევ ერთი დღე საქართველოს კულტურულ-ისტორიული ღირშესანიშნაოებების დასათვალიერებლად.
იმ შემთხვევაში , თუ პაციენტი შეზღუდულია დროში, შესაძლებელია თმის გადანერგვის პროცედურა შესრულებული იქნას ერთი დღის განმავლობაში. ამ შემთხვევაში პაციენტს უტარდება თმის გადანერგვის პროცედურა ჩამოსვლის დღეს, რაც მას საშუალებას აძლევს მეორე დღესვე უკან გამგზავრებისა.
სასტუმროში პაციენტი იმყოფება ექიმების 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ.