თალიზი - თქვენი წარმატების საიდუმლო
  1. ჩვენი კლინიკები

    თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი დაარსდა 1998 წელს
    ქ. თბილისში


    ჩვენ ვართ ISHRS-ის წევრები. დღეისათვის ჩვენი მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოში, უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსიაში, სომხეთში, ინდოეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში და პაკისტანში.

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  2. გრძელი თმის გადანერგვა

    თალიზი ერთადერთი კლინიკაა ევროპაში, რომელიც გთავაზობთ გრძელი თმების გადანერგვას

    თმის ტრანსპლანტაციის სფეროში სრულიად ახალი მიმართულების, კერძოდ გრძელ თმიანი ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვის პიონერად ითვლება ბრაზილიელი ქირურგი - მარსელო პიტჩონი...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  3. FUT მეთოდი

    ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია - FUT (ზონრის) მეთოდი არის თმის გადანერგვის ძირითადი მეთოდი

    FUT მეთოდით საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვნერგავთ თმების რეკორდულ რაოდენობებს - 6000-მდე გრაფტს 5-6 საათში...

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  4. FUE მეთოდი

    FUE – მეთოდი არის თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

    თალიზი გთავაზობთ ფართომაშტაბიან FUE პროცედურებს - 4000-მდე გრაფტის გადანერგვას ერთი ოპერაციით...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  5. BHT მეთოდი

    სხეულიდან თმების გადანერგვა - BHT მეთოდი

    კეფაზე სუსტი სადონორო მარაგის პირობებში BHT მეთოდით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ დამატებითი გრაფტები სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან - წვერებიდან, მკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან და ბოქვენიდან...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    image
    ვრცლად
  6. სამედიცინო ტური

    სამედიცინო ტური თალიზში
    თალიზი ახორციელებს სამედიცინო ტურებს საქართველოში და გაძლევთ საშუალებას ჩაიტაროთ თმის გადანერგვა ჩვენს სათაო კლინიკაში...

    ვრცლად

კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

22 და 23 სექტემბერს კლინიკა თალიზმა არსებობის 20 წლის იუბილე აღნიშნა. დაარსებისას ის კავკასიის რეგიონის მასშტაბით პირველი თმის გადანერგვის კლინიკა გახლდათ.

იუბილეზე კლინიკამ 100-ზე მეტ მოწვეულ სტუმარს უმასპინძლა. მათი უმრავლესობა კლინიკის მოსწავლეები, მეგობრები და უცხოელი პარტნიორები იყვნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. კონფერენციაში მონაწილეობდნენ თმის კვლევის ასოციაციის ლიდერი წევრები. კლინიკა თალიზის დირექტორი - აკაკი წილოსანი დამსწრე საზოგადოების წინაშე ძალზედ საინტერესო მოხსენებით წარსდგა. მან ისაუბრა კლინიკის 20 წლიან, გრძელ, მნიშვნელოვანი ცვლილებებითა და წარმატებით სავსე განვლილ გზაზე. კლინიკის სასწავლო პროგრამათა დეპარტამენტის უფროსმა- სალომე ვადაჭკორიამ მოხსენება გააკეთა ჩვენი კლინიკის, როგორც თმის გადანერგვის ინსტიტუტის წარმატებული გზის შესახებ და აუდიტორიას გააცნო წარმატებული კურსდამთავრებულები. მათი უმრავლესობა დღეისათვის ექსპერტია თმის გადანერგვაში. პროფესორ, იულია ოვჩარენკოს - უკრაინის ტრიხოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის მოხსენება მიმოიხილავდა ანდროგენული ალოპეციის პაციენტთა მკურნალობის თანამედროვე კვლევებსა და მეთოდებს. ტატიანა სილუკმა - რუსეთის ტრიხოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ისაუბრა თმის გადანერგვის შედეგებზე პაციენტებში არაანდროგენული ალოპეციით. პროფესორ ნინო ლორთქიფანიძის - საქართველოს ტრიხოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის გამოსვლა დაეთმო თმის გადანერგვის, როგორც თმის ცვენის მკურნალობის შემდგომ მეთოდად გამოყენების თემას.

კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

ჩვენთვის ბედნიერება იყო ჩვენი კონფერენციის მთავარი მომხსენებლის, რამირო იანეს, მასპინძლობა. მან ჩვენს კლინიკაში გაიარა სასწავლო კურსი თმის გადანერგვაში, ჩვენი კლინიკის ბაზაზევე მოხდა კვალიფიკაციის ამაღლება და დღეს ის თავად ითვლება ექსპერტად თმის გადანერგვის სფეროში. მისი მოხსენება შეეხებოდა მიკრო კანულების გამოყენებას სხეულის თმის ექსტრაქციისას. ასევე დიდი პატივი იყო ჩვენთვის ექიმ ჯამილია პულატოვას მასპინძლობა კლინიკის საიუბილეო ვორკშოპზე. მან წარმოგვიდგინა სკალპის მიკროპიგმენტაციის ტექნიკა, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

კლინიკამ იუბილესთან დაკავშირებით პარტნიორებისაგან და მეგობრებისაგან უამრავი საჩუქარი მიიღო. მათ შორის ყველაზე გამორჩეული გახლდათ უკრაინის ტრიხოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის იულია ოვჩარენკოს საჩუქარი - კლინიკა თალიზის სახელობის ნამდვილი ვარსკვლავი ცაში.

კონფერენცია და ვორკშოპი დასრულდა ტრადიციული გალა ვახშმითა და დაჯილდოვების ცერემონიალით. საღამოს ამშვენებდა ქართული ტრადიციული ფოლკლორი, რამაც დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენს სტუმრებზე.

კლინიკა თალიზის დირექტორი - აკაკი წილოსანი

კლინიკა თალიზის დირექტორი - აკაკი წილოსანი

ექიმი - ჯამილია პულატოვა

ექიმი - ჯამილია პულატოვა

ექიმი - რამირო იანე

ექიმი - რამირო იანე

ექიმი - ტატიანა სილუკი

ექიმი - ტატიანა სილუკი

სასწავლო პროგრამათა დეპარტამენტის უფროსი - სალომე ვადაჭკორია

სასწავლო პროგრამათა დეპარტამენტის უფროსი - სალომე ვადაჭკორია

პროფ. იულია ოვჩარენკო

პროფ. იულია ოვჩარენკო

პროფ. ნინო ლორთქიფანიძე

პროფ. ნინო ლორთქიფანიძე

 
კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

22 და 23 სექტემბერს კლინიკა თალიზმა არსებობის 20 წლის იუბილე აღნიშნა. დაარსებისას ის კავკასიის რეგიონის მასშტაბით პირველი თმის გადანერგვის კლინიკა გახლდათ...
აზიის თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების მე-6 წლიური სამეცნიერო კონგრესი

აზიის თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების მე-6 წლიური სამეცნიერო კონგრესი

2018 წლის 10-13 მაისს ქ. პეკინში ჩატარდა აზიის თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების..
თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

2012 წლის 28 აპრილს კლინიკა თალიზში ჩატარდა უნიკალური მასშტაბის ოპერაცია – 9688 ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვა...