ონლაინ კონსულტაცია თმის გადანერგვის შესახებ
   
 
  
 
 

ISHRS

live_chat

ორშაბათი-შაბათი, 10:00-18:00
skype
Local Time (GMT+4)
 

Online Live Broadcast

coming soon
 
 

videotour

 
 

საიდან გაგვიცანით?

ინტერნეტი
ჟურნალ-გაზეთები
ტელევიზია
ნაცნობები
სხვა


 
 

 

 

 

პირდაპირი, უფასო, ვიდეო/აუდიო/ტექსტური კონსულტაციის მისაღებად, გთხოვთ დააწვეთ ქვემოთ განთავსებულ ღილაკს.

 

 

ორშაბათი-შაბათი, 10:00-18:00

 

ინსტრუქცია

 


 

 გახსნილ ფანჯერაში გთხოვთ მიუნიშნოთ თქვენი სახელი და სქესი და შემდეგ დააწვეთ წითელ ღილაკს „Enter The Chat”.

 

 

   საკონსულტაციო პროგრამა თქვენ საშუალებას გაძლევთ გაიაროთ როგორც ტექსტური ასევე პირდაპირი აუდიო და ვიდეო კონსულტაცია ჩვენი კლინიკის მორიგე კონსულტანტთან. აუდიო კონსულტაციის განხორციელებისათვის თქვენი კომპიუტერი აღჭურვილი უნდა იყოს დინამიკებით და მიკროფონით, ხოლო ვიდეო კონსულტაციის განხორციელებისათვის დამატებით საჭიროა ვებ-კამერის მიერთებაც თქვენს კომპიუტერთან. საკონსულტაციო პროგრამა მოიცავს ოთხ ძირითად ფანჯერას. თქვენ გაქვთ საშუალება თითოეული მათგანის ზომისა და ურთიერთმდებარეობის ცვლილებისა.

 

 

 

    ფანჯერა 1 გამოიყენება ტექსტური კონსულტაციის განხორციელებისთვის. ფანჯრის ქვედა ნაწილში კრეფავთ სასურველ წინადადებას და კლავიატურის ღილაკ „Enter”-ზე დაჭერით აგზავნით მოსაუბრესთან. თქვენ გაქვთ საშუალება გასაგზავნი ტექსტის რედაქტირებისა (შრიფტის სიმსხვილე, დახრა, ქვედა ხაზი, ფერი).
 

    ფანჯერა 2 გამოიყენება ვიდეო/აუდიო კავშირის განხორციელებისათვის. ფანჯერაზე ორჯერ დაჭერით პროგრამა შეგეკითხებათ ჩვენი საიტის თქვენ ვებკამერასთან და მიკროფონთან დაკავშირების ნებართვას. ნებართვის მიცემის  შემდეგ ფანჯერა 3-ში მონიშნეთ ჩვენი კონსულტანტის სახელი "Medical Consultant" და დააწექით ამავე ფანჯერაში მდებარე ღილაკს „View the user’s cam & mic”. ფანჯერა 2-ში გამოჩნდება თქვენთან მოსაუბრე. შესაძლებელია მასთან ერთდროული ვიდეო/აუდიო/ტექსტური კავშირის განხორციელება.

 

 

 

    ფანჯერა 3 უჩვენებს ჩვენი საიტის ყველა იმ დამთვალიერებლის სახელს რომლებიც მოცემულ მომენტში გამოიყენებენ ვიდეო/აუდიო/ტექსტური კონსულტაციის პროგრამას. ამ პროგრამაში შემოსვლისთანავე ყოველი მათგანი ავტომატურად ხვდება საერთო ვირტუალურ ოთახში საკონფერენციო სესიის განხორცილებისათვის. შესაბამისად ყოველი მათგანის მიერ გაგზავნილი თუ მიღებული ტექსტური შეტყობინება ხელმისაწვდომია დანარჩენი წევრებისთვისაც. თუ თქვენ გაქვთ სურვილი ჩვენს კონსულტანტთან ან სესიის სხვა მონაწილესთან კონფიდენციალური ტექსტური საუბრისა, მაშინ მონიშნეთ ფანჯერა 3-ში სასურველი პიროვნება და დააწექით ამავე ფანჯერაში მდებარე ღილაკს “Send Private Message”. ახალგახსნილ ფანჯერაში ჩაუწერეთ თქვენი ტექსტი და გააგზავნეთ კლავიატურის ღილაკ “Enter“-ზე დაჭერით.

 


 
 
   
Copyright © Hair Transplantation Clinic Talizi.
All Rights Reserved 1998-2011