თალიზი - თქვენი წარმატების საიდუმლო
  1. ჩვენი კლინიკები

    თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი დაარსდა 1998 წელს
    ქ. თბილისში


    ჩვენ ვართ ISHRS-ის წევრები. დღეისათვის ჩვენი მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოში, უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსიაში, სომხეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში და ინდოეთში.

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  2. გრძელი თმის გადანერგვა

    თალიზი ერთადერთი კლინიკაა ევროპაში, რომელიც გთავაზობთ გრძელი თმების გადანერგვას

    თმის ტრანსპლანტაციის სფეროში სრულიად ახალი მიმართულების, კერძოდ გრძელ თმიანი ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვის პიონერად ითვლება ბრაზილიელი ქირურგი - მარსელო პიტჩონი...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  3. FUT მეთოდი

    ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია - FUT (ზონრის) მეთოდი არის თმის გადანერგვის ძირითადი მეთოდი

    FUT მეთოდით საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვნერგავთ თმების რეკორდულ რაოდენობებს - 6000-მდე გრაფტს 5-6 საათში...

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  4. FUE მეთოდი

    FUE – მეთოდი არის თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

    თალიზი გთავაზობთ ფართომაშტაბიან FUE პროცედურებს - 4000-მდე გრაფტის გადანერგვას ერთი ოპერაციით...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  5. BHT მეთოდი

    სხეულიდან თმების გადანერგვა - BHT მეთოდი

    კეფაზე სუსტი სადონორო მარაგის პირობებში BHT მეთოდით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ დამატებითი გრაფტები სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან - წვერებიდან, მკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან და ბოქვენიდან...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    image
    ვრცლად
  6. სამედიცინო ტური

    სამედიცინო ტური თალიზში
    თალიზი ახორციელებს სამედიცინო ტურებს საქართველოში და გაძლევთ საშუალებას ჩაიტაროთ თმის გადანერგვა ჩვენს სათაო კლინიკაში...

    ვრცლად

თალიზის უპირატესობები

“თალიზი” თქვენს სამსახურშია 1998 წლიდან. მალე შესრულდება 15 წელი იმ დღიდან როცა ჩვენ დავიწყეთ თმის გადანერგვა. ამ პერიოდის მანძილზე ჩვენს მიერ შესრულებულია 5000-ზე მეტი თმის გადანერგვის ოპერაცია არა მარტო თეთრკანიანებზე, არამედ აფრიკელებზე და აზიელებზე. მიუხედავად უზარმაზარი გამოცდილებისა, “თალიზი” არასოდეს ყოფილა ჩაკეტილი სისტემა.  ჩვენი ექიმები და ასისტენტები თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) აქტიური წევრები არიან. ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებდით მსოფლიოს წამყვანი თმის ტრანსპლანტოლოგების გამოცდილებას, ვიყენებდით და ვცდიდით არამარტო საკუთარ, არამედ საერთოდ არსებულ ყველა ახალ მეთოდსა და ტექნიკას და ვარჩევდით საუკეთესოს. ამ სინთეზის შედეგად ჩამოყალიბდა თმის გადანერგვის “თალიზისეული” ხელწერა (გიგასესიები, გრაფტების ჩანერგვის მაღალი სიხშირე, FUT და FUE მეთოდების კომბინაცია და სხვ.), რომელიც კარგადაა ცნობილი მსოფლიოში. დღეს “თალიზი” არის არა მარტო თმის გადანერგვის წამყვანი კლინიკაა, არამედ თმის გადანერგვის სასწავლო ცენტრი, სადაც კვალიფიკაციის ასამაღლებად ჩამოდიან ექიმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და ჩვენი კლინიკის ბაზაზე გადიან ტრენინგ პროგრამებს.

“თალიზი” თმის გადანერგვის სპეციალიზირებული კლინიკაა. ჩვენ ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ თმის გადანერგვის ოპერაციებს და სხვას არაფერს. მაგრამ ჩვენ წარმატებით ვაკეთებთ თმის გადანერგვის ყველანაირ ოპერაციას.

“თალიზი” გთავაზობთ თმის გადანერგვის როგორც ზონრის ექსციზიით (FUT), ასევე ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქციისა (FUE), სხეულის თმების გადანერგვისა (BHT) და გრძელი თმების გადანერგვის მეთოდებით. ამ მეთოდების არსებობა საკუთარ არსენალში, საშუალებას იძლევა ყველა კონკრეტულ, ხშირად რთულ შემთხვევაში საუკეთესო შედეგის მისაღებად შერჩეული იქნეს თმის გადანერგვის ოპტიმალური მეთოდი ან მეთოდთა კომბინაცია.

“თალიზის” ძლიერი მხარეა თმის გადანერგვის მასშტაბური ოპერაციები. საჭიროების შემთხვევაში ჩვენს 10-15 კაციან ქირურგიულ ბრიგადებს ხელეწიფებათ შეასრულონ 4000-6000 გრაფტის (8-12 ათასი თმის) გადანერგვა ზონრის მეთოდით (FUT მეთოდით) 5-6 სთ-ის განმავლობაში, რაც სავსებით არ არის დამღლელი არც პაციენტებისთვის, არც პერსონალისთვის. FUE მეთოდით ჩვენ შეგვიძლია გადავნერგოთ 4000 გრაფტი – ფოლიკულური გაერთიანება ერთი 6-8 საათიანი პროცედურის განმავლობაში. დღეისათვის პატარა მასშტაბის FUE პროცედურები ( 1500 გრაფტამდე) კეთდება თავის გადაპარსვის გარეშე. ჩვენთვის სიძნელეს არ წარმოადგენს თმის გადანერგვის გიგანტური ოპერაციები, მითუმეტეს იოლია პატარა პროცედურები – 2000 გრაფტის გადანერგვით.

“თალიზში” თმის გადანერგვა ხანმოკლე და სრულიად უმტკივნეულო პროცედურაა. ჩვენი მრავალრიცხოვანი ქირურგიული ბრიგადების პროფესიონალიზმისა და შეთანხმებული მუშაობის შედეგად თმის გადანერგვის სტანდარტული ოპერაციების (2000-2500 გრაფტის გადანერგვის) ხანგრძლივობა 2-3 საათია. დანერგვის ორიგინალური ტექნოლოგიის წყალობით თმის გადანერგვის ოპერაციები “თალიზში” მიმდინარეობს სისხლდანაკარგისა და ტკივილის გარეშე. ყოველივე ამის გამო, ის რამოდენიმე საათი, რომელსაც პაციენტი ატარებს ჩვენს კლინიკაში, გადის მისთვის მაქსიმალურად კომფორტულად.

“თალიზი” ახორციელებს თმების გადანერგვას მაღალი სიხშირით. ყოველდღიურ პრაქტიკაში ჩვენ ვნერგავთ 45-70 ფოლიკულურ გაერთიანებას 1 სმ2, რაც უახლოვდება ბუნებრივ სიხშირეს. 2008 წელს ჩვენ ექსპერიმენტში მივაღწიეთ დღეისათვის რეკორდულ სიხშირეს – 100 ფოლიკულურ გაერთიანებას 1სმ2-ში ფოლიკულების სიცოცხლისუნარიანობის დაკნინების გარეშე (იხ. სამეცნიერო პუბლიკაციები). ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვის ესოდენ მაღალი სიხშირეები მიიღწევა გრაფტების დამუშავების მაღალი ხარისხით Meiji მიკროსკოპების ქვეშ 20-ჯერადი გადიდებითა და მიკროპერფორატორების სპეციალური მოდიფიკაციის გამოყენებით, რომელთა ზომები 0,7-1,0 მმ-ია. ამ უწვრილესი პერფორატორების მიერ წარმოებული მიკროხვრელები, რომლებშიც შემდგომში ხდება ფოლიკულური გაერთიანებების ჩანერგვა იმდენად პატარაა, რომ მათი კვალი “ორმოების სახით” არ ჩნდება. ამის გარდა, ასეთი პატარა მიკროხვრელის კედლებსა და ჩანერგილ გრაფტს შორის მჭიდრო კონტაქტი უზრუნველყოფს სწრაფ (36 - 48 საათში) შეხორცებას. ჩვენი კლინიკის შეკვეთით ამ მიკროპერფორატორების მოდიფიკაცია საზღვრავს წარმოებულ მიკროხვრელების სიღრმეს (3 - 5 მმ), რაც, ერთის მხრივ, თავიდან გვაცილებს სარეციპიენტო არის ზედმეტ ტრავმატიზმს და გამორიცხავს დანაწიბურებას, მეორეს მხრივ, ფოლიკულიტების საუკეთესო პროფილაქტიკას წარმოადგენს. გარდა ამისა, აღნიშნული ტექნოლოგია მიკროხვრელების განსაკუთრებულად ახლოს განლაგების საშუალებას იძლევა არსებული თმის ძირების დაზიანების გარეშე, რაც გადანერგილი თმების მაღალი სიხშირის (1 სმ2 - ში 100 თმაზე მეტი) მიღწევის წინაპირობაა.

“თალიზში” გამოყენებული მიკროხვრელებისა და ფოლიკულური გაერთიანებების მთვლელი ელექტრონული სისტემა ობიექტურ ინფორმაციას აწვდის პაციენტებს ოპერაციის განმავლობაში გადანერგილი გრაფტების ზუსტ რიცხვზე. მარტივად რომ ვთქვათ, პაციენტი ექიმისგან კი არ იგებს გადანერგილი გრაფტების რაოდენობას, არამედ თვითონ ხედავს მათ რიცხვს მონიტორზე.

“თალიზი” იყენებს საგიტალური და კორონარული მიკროხვრელების კომბინაციის ტექნიკას, რაც ზრდის გადანერგილი თმების ბუნებრიობისა და სისავსეობის ეფექტს.

“თალიზის” სადონორო ზონის პლასტიკის საკუთარ ტექნიკა ტრიქოფიტული დახურვის ბაზაზე გამორიცხავს FUT მეთოდით თმების გადანერგვისას შესამჩნევი ნაწიბურების განვითარებას კეფის არეში.

“თალიზში” ჩატარებული თმის გადანერგვის თუმდაც მასშტაბური ოპერაციები გამოირჩევა იოლი პოსტოპერაციული პერიოდით, ტკივილისა და სახის შეშუპების გარეშე. ჩვენი პაციენტები თავს იბანენ ოპერაციის დამთავრებისთანავე უბრუნდებიან ჩვეულ საყოფაცხოვრებო და სამსახურეობრივ საქმიანობას თმის გადანერგვიდან მეორე დღეს, არ აქვთ რაიმე შეზღუდვები საკვებთან, სასმელთან და ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებით, არ საჭიროებენ ნაკერების მოხსნის უსიამოვნო პროცედურას, არ აქვთ ინფექციური და სხვა სახის გართულებები.

“თალიზში” გარანტირებულია ოპერაციის შედეგები – გადანერგილი თმების ამოსვლა და მათი მუდმივი ზრდა. ოპერაციის წინ ჩვენი კლინიკა ყველა პაციენტთან აფორმებს ხელშეკრულებას, სადაც გაწერილია “თალიზი”-ს იურიდიული პასუხისმგებლობა შედეგებზე და პაციენტის გარანტიები.

“თალიზი” გამოირჩევა ხარისხისა და ფასის საუკეთესო თანაფარდობით. ერთი გადანერგილი ფოლიკულური გაერთიანების ფასი ჩვენ კლინიკაში FUT მეთოდით – 1,5 ლარია, FUE მეთოდით – 3,0 ლარი.

და ბოლოს  აღსანიშნავია ის გარემოება, რომ "თალიზის" ყველა ქირურგ მამაკაცს ჰქონდა თმის ცვენის პრობლემები და ყველა მათგანს აქვს ჩატარებული თმის ტრანსპლანტაცია ჩვენს კლინიკაში - კლინიკის დირექტორს ა.წილოსანს - VI ხარისხის ალოპეცია, წამყვან ქირურგს - ვ.ვადაჩკორიას - III ხარისხის ალოპეცია. ნიშანდობლივია, რომ ყველა მათგანი ზოგადი ქირურგია და თმის გადანერგვას პირველად გაეცნენ როგორც პაციენტები, მხოლოდ შემდგომში დაიწყეს ამ სფეროში მოღვაწეობა. ამრიგად, ჩვენ თმის ტრანსპლანტაციას ვუყურებთ არა მარტო ექიმის თვალით, პაციენტის თვალითაც, რადგან თავად გახლდით პაციენტები და ჩვენთვის ძალიან ნაცნობია ის გრძნობები  და მოლოდინები, რასაც თმის გადანერგვისას განიცდიან ხოლმე მამაკაცები. ამიტომაცაა, რომ ჩვენი კლინიკა გამოირჩევა განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულებით ყველა პაციენტისადმი.

ამრიგად თუ თქვენ გაქვთ ანდროგენული ან ნაწიბუროვანი ალოპეცია, თმის საფარველის აღდგენის ერთადერთი გზა თმის გადანერგვაა. ხოლო თუ თქვენ გადაწყვიტეთ თმის გადანერგვა, “თალიზი” საუკეთესო, ფასების გათვალისწინებით კი ერთადერთი არჩევანია.

 
თმის აღდგენითი ქირურგიის მე-6  ბრაზილიის კონგრესი

თმის აღდგენითი ქირურგიის მე-6 ბრაზილიის კონგრესი

2016 წლის 24-27 აგვისტოს ქ. კურიტიბაში ჩატარდა ბრაზილიის თმის აღდგენითი ქირურგიის მე-6 კონგრესი, სადაც...
კლინიკა „თალიზი“-ს გუნდმა ჩაატარა მასტერკლასი სანკტ-პეტერბურგში

კლინიკა „თალიზი“-ს გუნდმა ჩაატარა მასტერკლასი სანკტ-პეტერბურგში

კლინიკა “თალიზის” გუნდმა, თმის ტრანსპლანტოლოგ ვაჟა ვადაჭკორიას ხელმძღვანელობით, ჩაატარა მასტერ კლასები...
თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

2012 წლის 28 აპრილს კლინიკა თალიზში ჩატარდა უნიკალური მასშტაბის ოპერაცია – 9688 ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვა...