სასწავლო პროგრამა ექიმთათვის:
1. თმის გადანერგვის ძირითადი პრინციპები ( თეორიული კურსი) ;
2. სადონორო მასალის მოპოვება ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქციის მეთოდით (FUE);
3. სადონორო მასალის მოპოვება ზონრის ექსციზიის მეთოდით (FUSS);
ა)ელიფსის ფორმის ზონრის ერთპირიანი დანით ექსციზია სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით.
ბ)სადონორო ჭრილობის ტრიქოფიტული დახურვა;
გ) სადონორო ჭრილობის დახურვის სხვადასხვა მეთოდები;
4. სარეციპიენტო არეში მიკროხვრელების ფორმირების მეთოდები ( საგიტალური და კორონარული მიკროხვრელები, ნემსებით და მიკროდანებით შექმნილი მიკროხვრელები და ა.შ.), მათი განლაგება და მიმართულება.
5. გრაფტების პრეპარირებისა და გადანერგვის პროცესის მართვა და კონტროლი;
სასწავლო პროგრამა ქირურგის ასისტენტებისათვის:
1. გრაფტების პრეპარირება (დაჭრა) ლუპის ქვეშ 3-ჯერადი გადიდებით; გრაფტების პრეპარირება (დაჭრა) "Meiji" სტერეომიკროსკოპის ქვეშ 20-ჯერადი გადიდებით;
ა) სლივერინგი – სადონორო ზონრის დამუშავება 1,5-2მმ სიგანის ნაჭრებად (ამ ნაჭრებში ფოლიკულური გაერთიანებები განლაგებულია ერთ ან ორ რიგად).
ბ) სლივერინგით მიღებული სადონორო ზონრის ნაჭრების შემდგომი დამუშავება ცალკეულ ფოლიკულურ გაერთიანებებად;
3.დამუშავებული გრაფტების გადანერგვა სარეციპიენტო არეში შექმნილ მიკროხვრელებში;
4. ქირურგის ასისტირება ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქციისას;
სამედიცინო ცენტრი “თალიზი” დიდ გამოცდილებას ფლობს ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამირებაში.
სასწავლო პროგრამა ჩვენს კლინიკაში დაფუძნებულია თანამედროვე სამედიცინო ტექნიკის ბაზაზე. ჩვენთან შესაძლებელია ყველა სახის სასწავლო კურსის ორგანიზება: გადამზადების პროგრამა და კვალიფიკაციის ხარისხის ამაღლება ( თმის გადანერგვის ძირითადი პრინციპები, თეორიული კურსი, პრაქტიკული მეცადინეობა სამუშაო ადგილას) თმის გადანერგვაში. სამედიცინო ცენტრ “თალიზ”-ს სისტემატურად სტუმრობენ თმის გადანერგვაში მოღვაწე ქირურგები სხვადასხვა ქვეყნებიდან (საქართველო, ინდოეთი, ეგვიპტე, საფრანგეთი და ა.შ.) და ჩვენი კლინიკის ბაზაზევე გადიან სასწავლო კურსებს.
სამედიცინო ცენტრი “თალიზი” გთავაზობთ სასწავლო პროგრამის ორ ძირითად პაკეტს:
1. ექიმთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ხარისხის ამაღლების პროგრამა;
2. ქირურგის ასისტენტების მომზადების პროგრამა;