სამედიცინო ტური თალიზში2005 წლიდან თმის გადანერგვის კლინიკა “თალიზი” ახორციელებს სამედიცინო ტურების ორგანიზებას საქართველოში პაციენტებისათვის მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან. თალიზში სამკურნალო ტურის გასავლელად საჭიროა ელექტრონული ფოსტით გამოაგზავნოს რამოდენიმე რაკურსით გადაღებული თმაგაცვენილი არისა და კეფის ფოტოსურათები, რის მიხედვითაც ჩვენი ექიმები მოგაწვდიან რეკომენდაციებს რა შეიძლება გაკეთდეს თქვენი პრობლემის მოსაგვარებლად. “თალიზში” თმის გადანერგვის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დგინდება ოპერაციის მეთოდი, მასშტაბი (თუ რამდენი გრაფტის გადანერგვა გესაჭიროებათ ამა თუ იმ შედეგის მისაღებად), ოპერაციის თარიღი და თქვენი ჩამოსვლის დეტალები. თქვენ იღებთ ავიაბილეთს თბილისამდე და ჩამოდიხართ საქართველოში. ჩვენი წარმომადგენლები გვხვდებიან აეროპორტში და უზრუნველყოფენ თქვენს გადაყვანას სასტუმროში. კლინიკა უზრუნველყოფს პაციენტის უფასო განთავსებას სასტუმროში მკურნალობისთვის საჭირო ვადით ჩამოსვლიდან 3 კალენდარული დღე. ჩამოსვლის დღეს პაციენტს უტარდება კონსულტაცია კლინიკაში, რომლის დროსაც დგინდება ოპერაციის ზუსტი მასშტაბი, თმის ხაზის დიზაინი და საჭიროების შემთხვევაში სრულდება სათანადო გამოკვლევები. მეორე დღეს ტარდება თმის გადანერგვის პროცედურა, ხოლო მესამე დღეს - პოსტოპერაციული კონსულტაცია, რის შემდეგაც შესაძლებელია მისი უკან გამგზავრება. პაციენტის სურვილის შემთხვევაში მას შეუძლია დარჩეს კიდევ ერთი დღე საქართველოს კულტურულ-ისტორიული ღირშესანიშნაოებების დასათვალიერებლად. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი შეზღუდულია დროში, შესაძლებელია თმის გადანერგვის პროცედურა შესრულებული იქნას ერთი დღის განმავლობაში. ამ შემთხვევაში პაციენტს უტარდება თმის გადანერგვის პროცედურა ჩამოსვლის დღეს, რაც მას საშუალებას აძლევს მეორე დღესვე უკან გამგზავრებისა. სასტუმროში პაციენტი იმყოფება ექიმების 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტის სურვილისა და შერჩევის მიხედვით, კლინიკა ორგანიზებას უკეთებს უფასო, ერთდღიან ტურისტულ ტურს. ამერიკელი პაციენტის ბენ იეგეზუს სამედიცინო ტურის ამსახველი ფოტოსურათები.ბენი სან-ფრანცისკოდან ჩამოფრინდა თალიზში თმის გადასანერგად.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბენს დახვდა ჩვენი კლინიკის წარმომადგენელი, სალომე ვადაჭკორია;
კლინიკის მიკროავტობუსით ბენს წაიყვანენ სასტუმროში. მეორე დღეს მას გაუკეთდება თმის გადანერგვის ოპერაცია;
ბენ იეგეზუ 35 წლის აფროამერიკელია. მას აქვს ნორვუდის მიხედვით Vა კლასის თმის ცვენა. აფრიკელებს ახასიათებთ მიდრეკილება კელოიდური ნაწიბურების წარმოქმნისადმი. სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილი იქნა მისი ოპერაცია გაკეთდეს ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქციის (FUE) მეთოდით, რომელიც გამორიცხავს სადონორო არეში ნაწიბურების განვითარების რისკს;
ბენის სადონორო სიხშირე მაღალი არ არის;
სკალპის კომპიუტერული სკანერ ფოლისკოპის მიერ 50-ჯერ გადიდებით გადაღებული სურათიდან ჩანს, რომ ბენის სიხშირე მხოლოდ 53 ფოლიკულური გაერთიანებაა 1 სმ2-ში (21 ფოლიკულური გაერთიანება 40მმ2-ში). ეს მონაცემი საშუალოზე დაბალია აფრიკელებისთვისაც კი. ამიტომ, გადაწყდა ოპერაციის მასშტაბი შემოიფარგლოს 2000 გრაფტის (ფოლიკულური გაერთიანების) გადანერგვით;
ქირურგი ამზადებს ინსტრუმენტებს ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქციისათვის. 0,75მმ დიამეტრის ტიტანის უწვრილესი ტროაკარი (Ellis Instruments) მაგრდება მბრუნავ მანქანაში;
ექიმი აკაკი წილოსანი იწყებს ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქციას;
ქირურგი მბრუნავი ტროაკარით ათავისუფლებს ფოლიკულურ გაერთიანებებს ირგვლივი ქსოვილებიდან, რაც საშუალებას აძლევს ასისტენტებს განახორციელონ ექსტრაქცია – ამოძრობა ფოლიკულური გაერთიანებების დაზიანების გარეშე;
ასისტენტი საიუველირო პინცეტებით ახორციელებს ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქციას და შემდგომ მოპოვებული გრაფტებს ათავსებენ ფიზიოლოგიურ ხსნარში დასველებულ კონტეინერებზე.
ფოლიკულური გაერთიანების ექსტრაქცია საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურაა. ექიმი აკაკი წილოსანი შეცვალა ექიმმა ეკა ყანდიაშვილმა. შეიცვალა ასისტენტიც. ოპერაციაში მონაწილე პერსონალის როტაცია ჩვენს კლინიკას საშუალებას აძლევს განახორციელოს დიდმასშტაბიანი გადანერგვები პერსონალის დაღლის გარეშე, რაც დადებითად აისახება მათი მუშაობის ხარისხზე.
ოპერაციის განმავლობაში რამდენჯერმე ისვენებს პაციენტიც. სადონორო ზონის შეხვევის შემდეგ ბენი გამოდის საოპერაციო ოთახიდან სამზარეულოში.
ხანმოკლე შესვენებისა და საუზმის შემდეგ ბენი კვლავ ბრუნდება საოპერაციოში.
ჩვენი ასისტენტები ბენს ხსნიან დროებით დადებულ ნახვევს და გრძელდება ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქციის პროცედურა.
ყველა მოპოვებული გრაფტი გადის დამუშავებას და გასინჯვას სტერეომიკროსკოპის ქვეშ. მხოლოდ დაუზიანებელი გრაფტები დაითვლება და გადაინერგება.
ასე გამოიყურება კონტეინერზე დაწყობილი გადარჩეული გრაფტები. ყველა კონტეინერი თავსდება ფიზიოლოგიურ ხსნარით სავსე პეტრის ფინჯნებში და ჩანერგვამდე ინახება მაცივარში 40C , რაც იცავს მათ გათბობა – გამოშრობისგან და უზრუნველყოფს მაღალ სიცოცხლისუნარიანობას.
ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქციის პროცესი დასრულდა. ექიმი აკაკი წილოსანი უჩვენებს პაციენტს მისივე გრაფტების დამუშავებისა და გადათვლის პროცესს.
ექიმი აკაკი წილოსანი იწყებს მიკროხვრელების ფორმირებას.
აკაკი წილოსანის ხელმძღვანელობით შექმნილი ელექტრონული სისტემა ავტომატურად აღრიცხავს გაკეთებული მიკროხვრელების რაოდენობას.
ოპერაციის დამაგვირგვინებელი ეტაპია გრაფტების ჩასმა.
გამოცდილი ასისტენტები საიუველირო პინცეტებით (Ellis Instruments) ფრთხილად იღებენ გრაფტებს კონტეინერებიდან და ათავსებენ მათ მიკროხვრელებში.
ასე გამოიყურება ბენის სარეციპიენტო არე 2000 გრაფტის იმპლანტაციის შემდეგ.
ასე კი – სადონორო ზონა 2000 გრაფტის ექსტრაქციის შემდეგ.
ოპერაციის დამთავრებისას გადაღებული ექიმისა და პაციენტის სამახსოვრო ფოტო.
ოპერაციის მეორე დღეს ბენისთვის მოეწყო ტური მცხეთაში, საქართველოს ძველ დედაქალაქში. ბენმა დაათვალიერა ჯვრის მონასტერი, რომელიც თარიღდება ჩვენი წელთაღრიცხვით IV საუკუნეში.
დადგა ბენის გამგზავრების დრო.
ჩვენი კლინიკის ასისტენტი, ალექსანდრე ავდოიანი და ბენ იეგეზუ ემშვიდობებიან ერთმანეთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
|