თალიზი - თქვენი წარმატების საიდუმლო
  1. ჩვენი კლინიკები

    თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი დაარსდა 1998 წელს
    ქ. თბილისში


    ჩვენ ვართ ISHRS-ის წევრები. დღეისათვის ჩვენი მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოში, უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსიაში, სომხეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში და ინდოეთში.

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  2. გრძელი თმის გადანერგვა

    თალიზი ერთადერთი კლინიკაა ევროპაში, რომელიც გთავაზობთ გრძელი თმების გადანერგვას

    თმის ტრანსპლანტაციის სფეროში სრულიად ახალი მიმართულების, კერძოდ გრძელ თმიანი ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვის პიონერად ითვლება ბრაზილიელი ქირურგი - მარსელო პიტჩონი...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  3. FUT მეთოდი

    ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია - FUT (ზონრის) მეთოდი არის თმის გადანერგვის ძირითადი მეთოდი

    FUT მეთოდით საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვნერგავთ თმების რეკორდულ რაოდენობებს - 6000-მდე გრაფტს 5-6 საათში...

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  4. FUE მეთოდი

    FUE – მეთოდი არის თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

    თალიზი გთავაზობთ ფართომაშტაბიან FUE პროცედურებს - 4000-მდე გრაფტის გადანერგვას ერთი ოპერაციით...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  5. BHT მეთოდი

    სხეულიდან თმების გადანერგვა - BHT მეთოდი

    კეფაზე სუსტი სადონორო მარაგის პირობებში BHT მეთოდით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ დამატებითი გრაფტები სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან - წვერებიდან, მკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან და ბოქვენიდან...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    image
    ვრცლად
  6. სამედიცინო ტური

    სამედიცინო ტური თალიზში
    თალიზი ახორციელებს სამედიცინო ტურებს საქართველოში და გაძლევთ საშუალებას ჩაიტაროთ თმის გადანერგვა ჩვენს სათაო კლინიკაში...

    ვრცლად

სასწავლო პროგრამის ელექტრონული ვერსია DVD ფორმატში

ლინიკა თალიზის მიერ გამოშვებული სასწავლო პროგრამის ელექტრონული დისკები ექიმებისა და ექიმის ასისტენტებისათვის2012 წლის დასაწყისში კლინიკა “თალიზმა” გამოსცა სასწავლო პროგრამის ელექტრონული ვერსია DVD ფორმატში. უკვე 6 წელია რაც ჩვენს კლინიკაში დაინერგა და წარმატებით მიმდინარეობს ზემოთაღნიშნული პროგრამა. მისი შექმნა განაპირობა არსებულმა მოთხოვნამ დამწყები და საშუალო კვალიფიკაციის ექიმებისგან და ასისტენტებისგან. ისინი თმის აღდგენითი ქირურგიის სფეროში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწეობენ. ტრენინგ პროგრამა მათ საშუალებას აძლევთ დახვეწონ მეთოდები, შეისწავლონ ამ სფეროს უახლესი მიღწევები და რაც მთავარია აღზარდონ საკუთარი გუნდი.

კლინიკა “თალიზი” ყოველწლიურად სასწავლო პროგრამებს მასპინძლობს არამარტო საქართველოში, არამედ ხშირადაა მიწვეული ამავე პროგრამით ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

სასწავლო პროგრამა შედგება ლექციებისა და მაღალი ხარისხის ვიდეო პრეზენტაციებისაგან. აქ ნაჩვენებია თმის ტრანსპლანტოლოგიაში გამოყენებული უახლესი მეთოდები და დაწვრილებითაა განხილული პროცედურის ყველა საფეხური:

  • თმის ხაზის დიზაინი;
  • ფოლიკულური ექსტრაქციის და ზონრის ექსციზიის მეგა და გიგასესიები;
  • თმის გადანერგვა სხეულიდან და წვერიდან;
  • წარბებისა და წამწამების გადანერგვა;
  • თმის ფოლიკულების სტერეომიკროსკოპული დამუშავებისა და იმპლანტაციის უახლესი მეთოდები და აღჭურვილობა;
  • იმპლანტაციის თავისებურება სხვა და სხვა სარეციპიენტო მიდამოებში.

ჩვენ სიამოვნებით ვუზიარებთ ჩვენს 15 წლიან გამოცდილებას დამწყებ თმის ტრანსპლანტოლოგებს და მათ ასისტენტებს. მათი შემდგომი წარმატება ჩვენთვის საამაყო და სასიხარულოა.

 
თმის აღდგენითი ქირურგიის მე-6  ბრაზილიის კონგრესი

თმის აღდგენითი ქირურგიის მე-6 ბრაზილიის კონგრესი

2016 წლის 24-27 აგვისტოს ქ. კურიტიბაში ჩატარდა ბრაზილიის თმის აღდგენითი ქირურგიის მე-6 კონგრესი, სადაც...
კლინიკა „თალიზი“-ს გუნდმა ჩაატარა მასტერკლასი სანკტ-პეტერბურგში

კლინიკა „თალიზი“-ს გუნდმა ჩაატარა მასტერკლასი სანკტ-პეტერბურგში

კლინიკა “თალიზის” გუნდმა, თმის ტრანსპლანტოლოგ ვაჟა ვადაჭკორიას ხელმძღვანელობით, ჩაატარა მასტერ კლასები...
თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

2012 წლის 28 აპრილს კლინიკა თალიზში ჩატარდა უნიკალური მასშტაბის ოპერაცია – 9688 ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვა...