თალიზი - თქვენი წარმატების საიდუმლო
  1. ჩვენი კლინიკები

    თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი დაარსდა 1998 წელს
    ქ. თბილისში


    ჩვენ ვართ ISHRS-ის წევრები. დღეისათვის ჩვენი მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოში, უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსიაში, სომხეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში და ინდოეთში.

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  2. გრძელი თმის გადანერგვა

    თალიზი ერთადერთი კლინიკაა ევროპაში, რომელიც გთავაზობთ გრძელი თმების გადანერგვას

    თმის ტრანსპლანტაციის სფეროში სრულიად ახალი მიმართულების, კერძოდ გრძელ თმიანი ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვის პიონერად ითვლება ბრაზილიელი ქირურგი - მარსელო პიტჩონი...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  3. FUT მეთოდი

    ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია - FUT (ზონრის) მეთოდი არის თმის გადანერგვის ძირითადი მეთოდი

    FUT მეთოდით საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვნერგავთ თმების რეკორდულ რაოდენობებს - 6000-მდე გრაფტს 5-6 საათში...

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  4. FUE მეთოდი

    FUE – მეთოდი არის თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

    თალიზი გთავაზობთ ფართომაშტაბიან FUE პროცედურებს - 4000-მდე გრაფტის გადანერგვას ერთი ოპერაციით...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  5. BHT მეთოდი

    სხეულიდან თმების გადანერგვა - BHT მეთოდი

    კეფაზე სუსტი სადონორო მარაგის პირობებში BHT მეთოდით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ დამატებითი გრაფტები სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან - წვერებიდან, მკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან და ბოქვენიდან...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    image
    ვრცლად
  6. სამედიცინო ტური

    სამედიცინო ტური თალიზში
    თალიზი ახორციელებს სამედიცინო ტურებს საქართველოში და გაძლევთ საშუალებას ჩაიტაროთ თმის გადანერგვა ჩვენს სათაო კლინიკაში...

    ვრცლად

თმის აღდგენითი ქირურგიის მე-6 ბრაზილიის კონგრესი

თმის აღდგენითი ქირურგიის მე-6  ბრაზილიის კონგრესი

თმის აღდგენითი ქირურგიის მე-6  ბრაზილიის კონგრესი

2016 წლის 24-27 აგვისტოს ქ. კურიტიბაში ჩატარდა ბრაზილიის თმის აღდგენითი ქირურგიის მე-6 კონგრესი, სადაც როგორც საპატიო უცხოელი სპიკერი მიწვეული იყო კლინიკა ''თალიზის'' დირექტორი, მედიცინის დოქტორი აკაკი წილოსანი. ბრაზილიის თმის ტრანსპლანტოლოგთა საზოგადეობის ხელმძღვანელობის ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ ბ-ნი აკაკი წილოსანი პირველი ქირურგია ევროპაში, ვინც დაიწყო გრძელი თმის გადანერგვის ბრაზილიური მეთოდის გამოყენება (პირველი გრძელი თმის გადანერგვის ოპერაციები მის მიერ გაკეთდა უკრაინასა და საქართველოში 2010 წელს).

ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია, რომ ბრაზილიაში, გრძელი თმის გადანერგვის სამშობლოში, ქართველი ექიმი და მეცნიერი გამოვიდა მოხსენებით გრძელი თმის გადანერგვის შესახებ, რომელმაც უდიდესი ინტერესი დაიმსახურა იმ თავისებურებების გამო, რომელსაც აკაკი წილოსანი იყენებს ამ ოპერაციების ჩატარებისას.

აკაკი წილოსანის სხვა მოხსენებები ეხებოდა გიგასესიებსა და FUT და FUE მეთოდების კომბინაციებს, რაშიც იგი მსოფლიოში აღიარებული ექსპერტია კანადელ ჯერი ვონგთან, ამერიკელ რობერტ თრუსთან და ბრაზილიელ მარსიო ქრისოსტომოსთან ერთად ამ მეთოდების პიონერად ითვლება.

აკაკი წილოსანი და ჰენრიკე რადვანსკი.

აკაკი წილოსანი და ჰენრიკე რადვანსკი.

აკაკი წილოსანი და ჯონი გუზმანი.

აკაკი წილოსანი და ჯონი გუზმანი.

ბრაზილიაში ვიზიტის დროს აკაკი წილოსანი ეწვია რუსტონის კლინიკას სან პაულოში, რომელიც უდაოდ თმის გადანერგვის ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკაა მსოფლიოში. ჯერი ვონგთან ერთად იგი დაესწრო ტონი რუსტონის მიერ ჩატარებულ ოპერაციებს (2000 გრაფტის გადანერგვას FUE მეთოდით სკალპის მიკროპიგმენტაციასთან კომბინაციაში). მიუხედავად ჩვენი და რუსტონის თმის გადანერგვის საერთო ხედვების და ტექნიკისა (პატარა დიამეტრის ბასრი ტროაკარებისა და მბრუნავი მანქანების გამოყენებით), ტონი რუსტონმა წარმოადგინა იმპლანტატორების ხმარების საკუთარი ტექნიკა. ჩვენ იმპლანტატორებთან შეხება პირველად 2007 წელს გვქონდა კორეაში. მას შემდეგ იმპლანტატორების სხვადასხვა მოდიფიკაციები საკმაოდ დაიხვეწა და დღეისათვის სულ უფრო და უფრო ფართო გამოყენებით სარგებლობს მსოფლიოში. (საკმარისია დავასახელოთ ჯოზე ლორენცო, ცნობილი ესპანელი ქირურგი, რომელიც მხოლოდ FUE მეთოდით და იმპლანტატორებით მუშაობს). რუსტონის პირველი დაკვირვებები ნამდვილად სჯობს იმპლანტატორები პინცეტებს თუ არა, ძალიან საინტერესოა, თუმცა ცალსახა პასუხი ამ საკითხზე ჯერ არ არის. საჭიროა კიდევ ფართო კვლევითი სამუშაოების ჩატარება ამ მიმართულებით.

ჯერი ვონგი, ტონი რუსტონი და აკაკი წილოსანი რუსტონის კლინიკაში.

ჯერი ვონგი, ტონი რუსტონი და აკაკი წილოსანი რუსტონის კლინიკაში.

თმის აღდგენითი ქირურგიის მე-6  ბრაზილიის კონგრესი

ჩვენ გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ბრაზილიელ კოლეგებს განსაკუთრებით კი ტონი რუსტონს, ჯოზე მოურისიოსა და ჰენრიკე რადვანსკის გულთბილი მასპინძლობისთვის და შემდგომიწარმატებები ვუსურვოთ ბრაზილიის თმის აღდგენითი ქირურგიის სკოლას.

 
თმის აღდგენითი ქირურგიის მე-6  ბრაზილიის კონგრესი

თმის აღდგენითი ქირურგიის მე-6 ბრაზილიის კონგრესი

2016 წლის 24-27 აგვისტოს ქ. კურიტიბაში ჩატარდა ბრაზილიის თმის აღდგენითი ქირურგიის მე-6 კონგრესი, სადაც...
კლინიკა „თალიზი“-ს გუნდმა ჩაატარა მასტერკლასი სანკტ-პეტერბურგში

კლინიკა „თალიზი“-ს გუნდმა ჩაატარა მასტერკლასი სანკტ-პეტერბურგში

კლინიკა “თალიზის” გუნდმა, თმის ტრანსპლანტოლოგ ვაჟა ვადაჭკორიას ხელმძღვანელობით, ჩაატარა მასტერ კლასები...
თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

2012 წლის 28 აპრილს კლინიკა თალიზში ჩატარდა უნიკალური მასშტაბის ოპერაცია – 9688 ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვა...