თალიზი - თქვენი წარმატების საიდუმლო
  1. ჩვენი კლინიკები

    თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი დაარსდა 1998 წელს
    ქ. თბილისში

    ჩვენ ვართ ISHRS-ის წევრები. დღეისათვის ჩვენი მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოში, უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსიაში, სომხეთში, ინდოეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში და პაკისტანში.

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  2. გრძელი თმის გადანერგვა

    თალიზი ერთადერთი კლინიკაა ევროპაში, რომელიც გთავაზობთ გრძელი თმების გადანერგვას

    თმის ტრანსპლანტაციის სფეროში სრულიად ახალი მიმართულების, კერძოდ გრძელ თმიანი ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვის პიონერად ითვლება ბრაზილიელი ქირურგი - მარსელო პიტჩონი...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  3. FUT მეთოდი

    ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია - FUT (ზონრის) მეთოდი არის თმის გადანერგვის ძირითადი მეთოდი

    FUT მეთოდით საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვნერგავთ თმების რეკორდულ რაოდენობებს - 6000-მდე გრაფტს 5-6 საათში...

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  4. FUE მეთოდი

    FUE – მეთოდი არის თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

    თალიზი გთავაზობთ ფართომაშტაბიან FUE პროცედურებს - 4000-მდე გრაფტის გადანერგვას ერთი ოპერაციით...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  5. BHT მეთოდი

    სხეულიდან თმების გადანერგვა - BHT მეთოდი

    კეფაზე სუსტი სადონორო მარაგის პირობებში BHT მეთოდით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ დამატებითი გრაფტები სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან - წვერებიდან, მკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან და ბოქვენიდან...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    image
    ვრცლად
  6. სამედიცინო ტური

    სამედიცინო ტური თალიზში
    თალიზი ახორციელებს სამედიცინო ტურებს საქართველოში და გაძლევთ საშუალებას ჩაიტაროთ თმის გადანერგვა ჩვენს სათაო კლინიკაში...

    ვრცლად

თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების 25-ე ყოველწლიური საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა.

კლინიკა ‘’თალიზის’’ დირექტორი ბ-ნი აკაკი წილოსანი მოხსენებით ‘’გრძელი თმის გადანერგვა’’, თმის აღდგენითი ქირურგიის 25-ე საიუბილეო კონფერენცია, პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა.

კლინიკა ‘’თალიზის’’ დირექტორი ბ-ნი აკაკი წილოსანი მოხსენებით ‘’გრძელი თმის გადანერგვა’’, თმის აღდგენითი ქირურგიის 25-ე საიუბილეო კონფერენცია, პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა.

კლინიკა ‘’თალიზის’’დელეგაცია, კლინიკის დირექტორი აკაკი წილოსანი, წამყვანი ქირურგები ვაჟა ვადაჭკორია, ეკა ყანდიაშვილი, მარი გუგავა და სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი სალომე ვადაჭკორია.

კლინიკა ‘’თალიზის’’დელეგაცია, კლინიკის დირექტორი აკაკი წილოსანი, წამყვანი ქირურგები ვაჟა ვადაჭკორია, ეკა ყანდიაშვილი, მარი გუგავა და სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი სალომე ვადაჭკორია.

2017 წლის 4-7 ოქტომბერს ჩეხეთში , ქ. პრაღაში ჩატარდა თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო ორგანიზაციის ყოველწლიური საიუბილეო კონფერენცია , სადაც კლინიკა „თალიზი“ წარმოდგენილი იყო სრული გუნდით : კლინიკა „თალიზი“-ს დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი აკაკი წილოსანი , წამყვანი ქირურგები ვაჟა ვადაჭკორია, ეკა ყანდიაშვილი, მარი გუგავა და სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი სალომე ვადაჭკორია. თალიზის სრული გუნდი აქტიურად იყო ჩართული კონგრესის სამუშაო პროცესში.

სამეცნიერო შეხვედრა საინტერესო იყო ინოვაციური თემებთა და უახლესი კვლევებით , როგორიც არის მაგალითად, თმის ფოლიკულის ბიოლოგიური პროცესების შესწავლა, ფოლიკულური აღდგენისა ინდუცირების მეთოდები და სიახლეები თმის კლონირების კვლევებში , ღეროვანი უჯრედების გამოყენება მომავალში თმის აღდგენის სფეროში. ასევე ახალი სამეცნიერო ნაშრომები იქნა წარმოდგენილი ფინესტერიდის შემდგომი სინდრომის შესახებ, განიხილა ახალი მედიკამენტების გამოყენება ანდროგენული ალოპეციის სამკურნალოდ. მოწვეული ექსპერტების მიერ განხილულ იქნა თმის აღდგენის განსხვავებული მეთოდების ეფექტურობა , მათი გამოცდილება და გასხვავებული შეხედულებები.

ისევე როგორც წინა წლებში კლინიკა „თალიზი“-ს წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ ყოველწლიური კონფერენციის საგანმანათლებლო პროგრამაში. კლინიკის დირექტორი ბ-ნი აკაკი წილოსანი მიწვეული იყო როგორც ექსპერტი სხეულიდან თმის გადანერგვის მეთოდთან დაკავშირებით. მან გაუზიარა საკუთარი გამოცდილება ფართო მასშტაბიანი ოპერაციების ჩატარებისა და მათი მართვის შესახებ. აუდიტორიის მხრიდან მისმა გამოსვლამ დიდკუსია და დიდი ინტერესი გამოწვია.

კლინიკა ‘’თალიზის’’დელეგაცია, კლინიკის დირექტორი აკაკი წილოსანი, წამყვანი ქირურგები ვაჟა ვადაჭკორია, ეკა ყანდიაშვილი, მარი გუგავა და სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი სალომე ვადაჭკორია პრეზიდენტ- კენ ვაშენიკთან ერთად.

კლინიკა ‘’თალიზის’’დელეგაცია, კლინიკის დირექტორი აკაკი წილოსანი, წამყვანი ქირურგები ვაჟა ვადაჭკორია, ეკა ყანდიაშვილი, მარი გუგავა და სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი სალომე ვადაჭკორია პრეზიდენტ- კენ ვაშენიკთან ერთად.

კლინიკა ‘’თალიზის’’ დირექტორი ბ-ნი აკაკი წილოსანი მოხსენებით ‘’გრძელი თმის გადანერგვა’’, თმის აღდგენითი ქირურგიის 25-ე საიუბილეო კონფერენცია, პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა.

კლინიკა ‘’თალიზის’’ დირექტორი ბ-ნი აკაკი წილოსანი მოხსენებით ‘’გრძელი თმის გადანერგვა’’, თმის აღდგენითი ქირურგიის 25-ე საიუბილეო კონფერენცია, პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა.

ბ-მა აკაკი წილოსანმა აგრეთვე წარადგინა გრძელი თმის გადანერგვის ინოვაციური მეთოდი , რომელიც მან დანერგა ჩვენს კლინიკაში რამოდენიმე წლის წინ. მან გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და შედეგები, რომელიც მიღწეულ იქნა ჩვენს კლინიკაში უკანასკნელი წლების განმავლობაში.

წელს ჩვენთვის დიდი პატივი იყო, ის გარემობა, რომ ქალბატონი სალომე ვადაჭკორია არჩეულ იქნა ქირურგიის ასისტენტთა პროგრამის ვიცე თავმჯდომარედ და უხელმძგვანელა სემინარს ქირურგის ასისტენტების ძირითადი უნარ-ჩვევების შესახებ.

ქირურგის ასისტენტის პროგრამის უნარების შესახებ სემინარს ხელმძღვანელობდნენ ემინა ვანსი, აშშ-დან და სალომე ვადაჭკორია. საქართველოდან სემინარმა დიდი ინტერესი დაიმსახურა და ერთ-ერთ ყველაზე აქტიური სემინარი აღმოჩნდა დასწრების თვალსაზრისით.

გვინდა აღვნიშნოთ კლინიკა „თალიზი“-ს სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელის სალომე ვადაჭკორიას პრეზენტაცია, რომელიც წარდგენილ იქნა თემაზე ‘’ხარისხის კონტროლი’’ ქირურგის ასისტენტთა პროგრამაზე, სადაც ხაზი გაესვა ძირითად შეცდომებს, რომელთაც ხშირად უშვებენ დამწყებ კლინიკებში.

ყოველ წელს ჩვენ ვხვდებით ჩვენი კლინიკის სტაჟიორებს თმის აღდგენითი ქირურგიის ყოველწლიურ კონფერენციაზე. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენი მოსწავლეების უმეტესობა იწყებს წარმატებულ პრაქტიკას საკუთარ ქვეყანაში და ამჟამად მრავალი მათგანი არის არა მხოლოდ კონფერენციის აქტიური მონაწილე, არამედ უკვე მიწვეული ექსპერტი სემინარებსა და პროგრამებზე, რომლებიც ტარდება თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.

კლინიკა ‘’თალიზის’’ სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი სალომე ვადაჭკორია, მოხსენებით ‘’ხარისხის კონტროლი’’. თმის აღდგენითი ქირურგიის რიგით 25-ე საიუბილეო კონფერენცია, პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა.

კლინიკა ‘’თალიზის’’ სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი სალომე ვადაჭკორია, მოხსენებით ‘’ხარისხის კონტროლი’’. თმის აღდგენითი ქირურგიის რიგით 25-ე საიუბილეო კონფერენცია, პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა.

‘’ყავა ექსპერტებთან ერთად’’, კლინიკა ‘’თალიზის’’ დირქტორი აკაკი წილოსანი, ტრანსპლანტოლოგები ჩიარა ინსალაკო და აჰმად საედი, იტალია და დიდი ბრიტანეთი. თმის აღდგენითი ქირურგიის რიგით 25-ე საიუბილეო კონფერენცია, პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა.

კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

22 და 23 სექტემბერს კლინიკა თალიზმა არსებობის 20 წლის იუბილე აღნიშნა. დაარსებისას ის კავკასიის რეგიონის მასშტაბით პირველი თმის გადანერგვის კლინიკა გახლდათ...
აზიის თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების მე-6 წლიური სამეცნიერო კონგრესი

აზიის თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების მე-6 წლიური სამეცნიერო კონგრესი

2018 წლის 10-13 მაისს ქ. პეკინში ჩატარდა აზიის თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების..
თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

2012 წლის 28 აპრილს კლინიკა თალიზში ჩატარდა უნიკალური მასშტაბის ოპერაცია – 9688 ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვა...