თალიზი - თქვენი წარმატების საიდუმლო
  1. ჩვენი კლინიკები

    თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი დაარსდა 1998 წელს
    ქ. თბილისში


    ჩვენ ვართ ISHRS-ის წევრები. დღეისათვის ჩვენი მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოში, უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსიაში, სომხეთში, ინდოეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში და პაკისტანში.

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  2. გრძელი თმის გადანერგვა

    თალიზი ერთადერთი კლინიკაა ევროპაში, რომელიც გთავაზობთ გრძელი თმების გადანერგვას

    თმის ტრანსპლანტაციის სფეროში სრულიად ახალი მიმართულების, კერძოდ გრძელ თმიანი ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვის პიონერად ითვლება ბრაზილიელი ქირურგი - მარსელო პიტჩონი...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  3. FUT მეთოდი

    ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია - FUT (ზონრის) მეთოდი არის თმის გადანერგვის ძირითადი მეთოდი

    FUT მეთოდით საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვნერგავთ თმების რეკორდულ რაოდენობებს - 6000-მდე გრაფტს 5-6 საათში...

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  4. FUE მეთოდი

    FUE – მეთოდი არის თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

    თალიზი გთავაზობთ ფართომაშტაბიან FUE პროცედურებს - 4000-მდე გრაფტის გადანერგვას ერთი ოპერაციით...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  5. BHT მეთოდი

    სხეულიდან თმების გადანერგვა - BHT მეთოდი

    კეფაზე სუსტი სადონორო მარაგის პირობებში BHT მეთოდით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ დამატებითი გრაფტები სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან - წვერებიდან, მკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან და ბოქვენიდან...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    image
    ვრცლად
  6. სამედიცინო ტური

    სამედიცინო ტური თალიზში
    თალიზი ახორციელებს სამედიცინო ტურებს საქართველოში და გაძლევთ საშუალებას ჩაიტაროთ თმის გადანერგვა ჩვენს სათაო კლინიკაში...

    ვრცლად

თმის ცვენა და მისი მკურნალობა

თმის ცვენა ანუ ალოპეცია შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებამ, დაზიანებამ და ორგანიზმის ამა თუ იმ მდგომარეობამ. ანდროგენული ალოპეცია (მამაკაცური ტიპის თმის ცვენა), ბუდობრივი ალოპეცია (კეროვანი, ტოტალური და უნივერსალური), ბროკის დაავადება (ფსევდოპელადა) (Brock disease – Pseudopelada), ლიქენი (Lichen Planopilaris), ფრონტალური ფიბროზული ალოპეცია (Frontal Fibrosis Alopecia – FFA), ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ინფექციური დაავადებები, ინტოქსიკაციები, ავიტამინოზები, ცილოვანი დეფიციტი, ტრამვები, დამწვრობები და ოპერაციული ჩარევები თავის თმიანი საფარველის არეში, სხივური და ქიმიოთერაპიის კურსები, ჰორმონალური ძვრები, არასწორი ვარცხნილობა, ტრიხოტილომანია, სტრესი - ეს არის იმ მიზეზთა არასრული ჩამონათვალი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა.

მაგრამ, თმის ცვენის ყველაზე ხშირი ფორმა - ანდროგენული ალოპეციაა. ის თმის ცვენის ყველა შემთხვევათა 95 %-ზე მეტია და დღეისათვის მამაკაცებში 50 %-ზე მეტს, ხოლო ქალებში 25 %-ზე მეტს აწუხებს (იხ. ანდროგენული ალოპეცია და თმის გადანერგვა). მაგალითისათვის, ანდროგენული ალოპეციის შემდეგ თმის ცვენის ყველაზე ხშირი მიზეზი ბუდობრივი ალოპეციაა, რომელიც მოსახლეობის 1,7 %-ს აწუხებს.

ამიტომ, თუ ადამიანს დაეწყო თმის ცვენა, დიდი ალბათობით შეგვეძლება ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს ანდროგენულ ალოპეციასთან.

თმის ცვენის ნებისმიერ შემთხვევაში პაციენტს შეუძლია მიმართოს ჩვენს კლინიკას და გაიაროს პირდაპირი ან ონლაინ კონსულტაცია. ჩვენი ექიმების მრავალწლიანი გამოცდილება და პროფესიონალიზმი საშუალებას მოგცემთ პირველივე კონსულტაციაზე დაისვას სწორი დიაგნოზი და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა, იშვიათ შემთხვევებში დიაგნოსტიკისთვის შეიძლება გამოყენებული იქნეს სკალპის კომპიუტერული სკანირება.

პირველადი კონსულტაცია ექიმთან ჩვენს კლინიკაში უფასოა და ანონიმური.

„თალიზში“ დანერგილია თმის ცვენის როგორც კონსერვატიული (არაქირურგიული), ისე ქირურგიული მკურნალობის მსოფლიოში აპრობირებული ყველა თანამედროვე მეთოდიკა.

 
კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

22 და 23 სექტემბერს კლინიკა თალიზმა არსებობის 20 წლის იუბილე აღნიშნა. დაარსებისას ის კავკასიის რეგიონის მასშტაბით პირველი თმის გადანერგვის კლინიკა გახლდათ...
აზიის თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების მე-6 წლიური სამეცნიერო კონგრესი

აზიის თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების მე-6 წლიური სამეცნიერო კონგრესი

2018 წლის 10-13 მაისს ქ. პეკინში ჩატარდა აზიის თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების..
თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

2012 წლის 28 აპრილს კლინიკა თალიზში ჩატარდა უნიკალური მასშტაბის ოპერაცია – 9688 ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვა...