თალიზი - თქვენი წარმატების საიდუმლო
  1. ჩვენი კლინიკები

    თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი დაარსდა 1998 წელს
    ქ. თბილისში


    ჩვენ ვართ ISHRS-ის წევრები. დღეისათვის ჩვენი მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოში, უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსიაში, სომხეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში და ინდოეთში.

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  2. გრძელი თმის გადანერგვა

    თალიზი ერთადერთი კლინიკაა ევროპაში, რომელიც გთავაზობთ გრძელი თმების გადანერგვას

    თმის ტრანსპლანტაციის სფეროში სრულიად ახალი მიმართულების, კერძოდ გრძელ თმიანი ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვის პიონერად ითვლება ბრაზილიელი ქირურგი - მარსელო პიტჩონი...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  3. FUT მეთოდი

    ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია - FUT (ზონრის) მეთოდი არის თმის გადანერგვის ძირითადი მეთოდი

    FUT მეთოდით საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვნერგავთ თმების რეკორდულ რაოდენობებს - 6000-მდე გრაფტს 5-6 საათში...

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  4. FUE მეთოდი

    FUE – მეთოდი არის თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

    თალიზი გთავაზობთ ფართომაშტაბიან FUE პროცედურებს - 4000-მდე გრაფტის გადანერგვას ერთი ოპერაციით...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  5. BHT მეთოდი

    სხეულიდან თმების გადანერგვა - BHT მეთოდი

    კეფაზე სუსტი სადონორო მარაგის პირობებში BHT მეთოდით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ დამატებითი გრაფტები სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან - წვერებიდან, მკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან და ბოქვენიდან...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    image
    ვრცლად
  6. სამედიცინო ტური

    სამედიცინო ტური თალიზში
    თალიზი ახორციელებს სამედიცინო ტურებს საქართველოში და გაძლევთ საშუალებას ჩაიტაროთ თმის გადანერგვა ჩვენს სათაო კლინიკაში...

    ვრცლად

თმის ცვენის კონსერვატიული (არაოპერაციული) მკურნალობა

თმის ცვენის მკურნალობის კონსერვატიულ (არაოპერაციულ) მეთოდებს შორის ჩვენ წარმატებით ვიყენებთ მედიკამენტოზურ მკურნალობას, მეზოთერაპიას, ლაზეროთერაპიას, პლაზმოლიფტინგს და ალტერნატიულ უძველეს იაპონურ ტექნიკას - რეიკი რიოჰოს.

 

მედიკამენტოზური მკურნალობა

დღეისათვის ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის მიერ (Food and Drag Administration - FDA) ანდროგენული ალოპერციის სამკურნალოდ აღიარებულია მხოლოდ ორი პრეპარატი - ფინესტერიდი და მინოქსიდილი.

ფინესტერიდი (პროპეცია, პროსკარი) - პერორალურად მისაღები პრეპარატია, რომელიც ფერმენტ 5 - ალფარედუქტაზის ბლოკირებით თრგუნავს ტესტოსტერონის ტრანსფორმაციას აქტიურ ფორმაში - დეჰიდროსტერონში. ხდება დეჰიდროტესტორინის დონის შემცირება სისხლში და შედეგად მცირდება დეჰიდროტესტოსტერონის ალტერაციული ზემოქმედება თმის ფოლიკულებზე.

მინოქსიდილი (როგეინი) - ადგილობრივი მოხმარებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა პროცენტიანი (2 – 15%) ხსნარი ან ქაფია, რომლის მოქმედების მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის.

ამ პრეპარატების სისტემატიური, ცალ-ცალკე ან კომბინირებულად გამოყენება, როგორც წესი, საშუალებას გვაძლევს შევაჩეროთ თმის ცვენა, უკუვაქციოთ თმის მინიატურიზაცია და მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ თავის თმიანი საფარველის მდგომარეობა.

 

ლაზეროთერაპია

დაბალი ინტენსივობის ლაზერული გამოსხივების კერძოდ Haircomb Hairmax - ის სისტემის გამოყენებისას ხდება ლაზერული ენერგიის ზემოქმედება დასუსტებულ და არააქტიურ თმის ფოლიკულებზე და მათი უჯრედების გააქტიურება. ლაზერული გამოსხივება აუმჯობესებს მიკროცირკულაციას ფოლიკულების ირგვლივ, რაც ზრდის ჟანგბადისა და სხვა ნივთიერებების მიწოდებას. 2009 წლიდან ჩვენ წარმატებით ვიყენებთ ლაზერულ სისტემებს თმის ცვენის სამკურნალოდ.

 

მეზოთერაპია

მეზოთერაპია არის უწვრილესი ნემსებით სამკურნალწამლო პრეპარატების, ვიტამინების, ამინომჟავების და მიკროელემენტების მცირე დოზების შეყვანა დერმაში (მეზოდერმაში), უშუალოდ დაზიანების კერაში. შედეგად ხერხდება ზემოაღნიშნული აგენტების მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევა პრობლემურ ზონაში და დგება შედარებით სწრაფი და გამოხატული თერაპიული ეფექტი. ანდროგენული და განსაკუთრებით ბუდობრივი ალოპეციის სამკურნალოდ მეზოთერაპიას წარმატებით ვიყენებთ 2003 წლიდან.

 

პლაზმოლიფტინგი ანუ PRP (თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა) თერაპია

პლაზმოლიფტინგი არის პაციენტისავე სისხლისგან დამზადებული მისივე თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის შეყვანა დაზიანების კერაში, რაც იწვევს რეგენერაციული პროცესების დაჩქარებას, მიკროცირკულაციის და უჯრედული მეტაბოლიზმის გაძლიერებას, თმის ფოლიკულების გადართვას მოსვენების (ტელოგენი) სტადიიდან ზრდის (ანაგენი) სტადიაში. ჩვენ წარმატებით ვიყენებთ პლაზმოლიფტინგს სხვადასხვა ეტიოლოგიის თმის ცვენის სამკურნალოდ, ასევე თმის გადანერგვის ოპერაციების შედეგების გასაუმჯობესებლად. ”თალიზში” თმის გადანერგვის შემთხვევაში ყველა პაციენტს პლაზმოლიფტინგის პროცედურა უტარდება უფასოდ.

 

რეიკი რიოჰო

რეიკი რიოჰო წარმოადგენს უძველეს იაპონურ ალტერნატიული მკურნალობის მეთოდს, რომლის დროსაც რეიკის ოსტატი ახდენს ფოლიკულების დარღვეული ენერგეტიკული დონეების აღდგენას, რის შედეგადაც ხდება ფოლიკულების სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერება, თმის ზრდის გააქტიურება და თმის ხარისხის გაუმჯობესება. ყოველივე ეს ხორციელდება პაციენტის ემოციური მდგომარეობის სტაბილიზაციის ფონზე, რადგან ფოლიკულის მდგომარეობა პირდაპირ არის დამოკიდებული პაციენტის ემოციურ მდგომარეობაზე. ეს საოცარი ტექნიკა არაჩვეულებრივ შედეგებს იძლევა ყველა ოპერაციული და არაოპერაციული მკურნალობის მეთოდთან კომბინაციაში.

 

კონსერვატიული (არაოპერაციული) მკურნალობის ყველა მეთოდი მხოლოდ თმის ცვენის შეჩერების და არსებული თმის მდგომარეობის (მთის სტრუქტურის, დიამეტრის, ბზინვარების და სხვ.) გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. დღეისათვის არ არსებობს მკურნალობის მეთოდი, რომლითაც ფოლიკულების რეგენერაციის მიღწევა, ანუ უკვე დაღუპული თმის ძირების აღდგენა და გამელოტებულ ადგილებში ახალი თმის ამოყვანა შეიძლებოდეს. ამიტომაა, რომ ანდროგენული, ნაწიბუროვანი და ტრაქციული ალოპეციის გამო დაკარგული თმის აღდგენის ერთადერთი საშუალება არის ოპერაციული მკურნალობა, თმის გადანერგვა (აუტოტრანსპლანტაცია).

 
თმის აღდგენითი ქირურგიის მე-6  ბრაზილიის კონგრესი

თმის აღდგენითი ქირურგიის მე-6 ბრაზილიის კონგრესი

2016 წლის 24-27 აგვისტოს ქ. კურიტიბაში ჩატარდა ბრაზილიის თმის აღდგენითი ქირურგიის მე-6 კონგრესი, სადაც...
კლინიკა „თალიზი“-ს გუნდმა ჩაატარა მასტერკლასი სანკტ-პეტერბურგში

კლინიკა „თალიზი“-ს გუნდმა ჩაატარა მასტერკლასი სანკტ-პეტერბურგში

კლინიკა “თალიზის” გუნდმა, თმის ტრანსპლანტოლოგ ვაჟა ვადაჭკორიას ხელმძღვანელობით, ჩაატარა მასტერ კლასები...
თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

2012 წლის 28 აპრილს კლინიკა თალიზში ჩატარდა უნიკალური მასშტაბის ოპერაცია – 9688 ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვა...