თალიზი - თქვენი წარმატების საიდუმლო
  1. ჩვენი კლინიკები

    თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი დაარსდა 1998 წელს
    ქ. თბილისში


    ჩვენ ვართ ISHRS-ის წევრები. დღეისათვის ჩვენი მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოში, უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსიაში, სომხეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში და ინდოეთში.

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  2. გრძელი თმის გადანერგვა

    თალიზი ერთადერთი კლინიკაა ევროპაში, რომელიც გთავაზობთ გრძელი თმების გადანერგვას

    თმის ტრანსპლანტაციის სფეროში სრულიად ახალი მიმართულების, კერძოდ გრძელ თმიანი ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვის პიონერად ითვლება ბრაზილიელი ქირურგი - მარსელო პიტჩონი...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  3. FUT მეთოდი

    ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია - FUT (ზონრის) მეთოდი არის თმის გადანერგვის ძირითადი მეთოდი

    FUT მეთოდით საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვნერგავთ თმების რეკორდულ რაოდენობებს - 6000-მდე გრაფტს 5-6 საათში...

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  4. FUE მეთოდი

    FUE – მეთოდი არის თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

    თალიზი გთავაზობთ ფართომაშტაბიან FUE პროცედურებს - 4000-მდე გრაფტის გადანერგვას ერთი ოპერაციით...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  5. BHT მეთოდი

    სხეულიდან თმების გადანერგვა - BHT მეთოდი

    კეფაზე სუსტი სადონორო მარაგის პირობებში BHT მეთოდით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ დამატებითი გრაფტები სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან - წვერებიდან, მკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან და ბოქვენიდან...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    image
    ვრცლად
  6. სამედიცინო ტური

    სამედიცინო ტური თალიზში
    თალიზი ახორციელებს სამედიცინო ტურებს საქართველოში და გაძლევთ საშუალებას ჩაიტაროთ თმის გადანერგვა ჩვენს სათაო კლინიკაში...

    ვრცლად

თმის ცვენის ოპერაციული მკურნალობა

”თალიზი” მიეკუთვნება მსოფლიოს კლინიკების იმ მცირე რიცხვს, სადაც თანაბარი ოსტატობით ფლობენ თმის გადანერგვის ყველა მოწინავე ტექნოლოგიას - FUT - ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაციის, FUE - ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქციის, გრძელი თმის გადანერგვისა და BHT - სხეულის თმების გადანერგვის მეთოდებს. ჩვენი კლინიკის ხელმძღვანელი მედიცინის დოქტორი აკაკი წილოსანი FUT და FUE გიგასესიების, მათი კომბინირებული გამოყენებისა და BHT ტექნიკის მსოფლიოში აღიარებული ექსპერტია და უკვე მრავალი წელია ატარებს თმის ტრანსპლანტაციის მასტერ კლასებს როგორც საქართველოში, „თალიზის“ სათაო კლინიკაში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

 

FUT მეთოდი

FUT – ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია (Follicular Unit Transplantation – FUT) დღეისათვის არის თმის გადანერგვის ძირითადი მეთოდი, რომლის დროსაც სადონორო მასალის მოპოვება ხდება კეფის არედან ელიფსური ფორმის ზონრის სახით. სადონორო ზონრიდან შემდგომში პრეპარირდება ცალკეული ფოლიკულური გაერთიანებები (გრაფტები), რომელთა იმპლანტირება ხორციელდება წინასწარ გაკეთებულ მიკროხვრელებში.

ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია იძლევა ბრწყინვალე კოსმეტიკურ შედეგს, ვინაიდან თმების გადანერგვა წარმოებს ფოლიკულური გაერთიანებების სახით ანუ თმის ძირების ისეთივე ჯგუფებით, როგორიც ბუნებაში გვხვდება ხოლმე. ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაციის (ზონრის) მეთოდის გამოყენებით ხერხდება შედარებით სწრაფად მოპოვებული და გადანერგილი იქნეს გრაფტების დიდი რაოდენობა (ჩვენს კლინიკაში საჭიროების შემთხვევაში 6000 გრაფტამდე 5-6 სთ-იანი პროცედურის განმავლობაში) ფოლიკულების მინიმალური დანაკარგით (ტრანსექციით) და იმპლანტირებული გრაფტების მაღალი (92% და მეტი) სიცოცხლისუნარიანობით.

ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაციის მეთოდის ერთადერთ ნაკლს წარმოადგენს სადონორო ზონრის მოპოვების შემდეგ კეფის არეში ხაზოვანი ნაწიბურის განვითარება. თუმცა ჩვენს მიერ გამოყენებული სადონორო ჭრილობის პლასტიკის მეთოდიკა ტრიქოფიტული დახურვის ბაზაზე, გამორიცხავს კეფის არეში შესამჩნევი ნაწიბურების განვითარებას და ის ადგილები, საიდანაც თმებია აღებული, რთული მოსაძებნია თვით პაციენტის პარიკმახერისთვისაც კი.

სადონორო ჭრილობა ზონრის ექსციზიის შემდეგ უშუალოდ ოპერაციის დამთავრებისას.

გადაპარსული სადონორო არე FUT მეთოდით თმის გადანერგვიდან 1 წლის შემდეგ.

 

FUE მეთოდი

FUE მეთოდი (Follicular Unit Extraction – ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქცია) არის თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი, რომლის დროსაც ცალკეული ფოლიკულური გაერთიანებების (თმის ძირების ჯგუფების) მოპოვება ხდება უშუალოდ სადონორო ზონიდან (კეფიდან ან სხეულიდან) სპეციალური უწვრილესი მბრუნავი ტროაკარებით ყოველგვარი განაკვეთებისა და ნაკერების გარეშე.

მეთოდის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ თმების მოპოვების შემდეგ კეფაზე არ რჩება ხაზოვანი ნაწიბურები. კეფის არეში სუსტი სადონორო მარაგის პირობებში მეთოდი იძლევა საშუალებას მოპოვებული იქნეს დამატებითი გრაფტები (თმის ძირების შემცველი ქსოვილები) სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან (მკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან, წვერებიდან და ბოქვენიდან).

FUE მეთოდის გამოყენება რეკომენდირებულია მამაკაცური თმის ცვენის ნორვუდის მიხედვით II-V კლასების დროს, აგრეთვე სხვადასხვა ეტიოლოგიის (დამწვრობის, ტრავმისა და ოპერაციის შემდგომი) ნაწიბუროვანი ალოპეციის დროს, წარბებისა და წამწამების აღდგენის დროს. FUE მეთოდით ჩვენ შეგვიძლია გადავნერგოთ 4000 გრაფტი – ფოლიკულური გაერთიანება ერთი 6-8 საათიანი პროცედურის განმავლობაში. დღეისათვის პატარა მასშტაბის FUE პროცედურები (1500 გრაფტამდე) კეთდება თავის გადაპარსვის გარეშე.

 

BHT მეთოდი

BHT მეთოდი საშუალებას იძლევა კეფის არეში სუსტი სადონორო მარაგის პირობებში მოპოვებული იქნეს დამატებითი გრაფტები (თმის ძირების შემცველი ქსოვილები) სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან (მკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან, წვერებიდან და ბოქვენიდან). ფაქტობრივად BHT მეთოდი არის სხეულიდან ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქცია.

BHT მეთოდით ერთი ოპერაციის განმავლობაში წვერიდან შეგვიძლია გადავნერგოთ 2000 გრაფტამდე, 1500 გრაფტამდე გულმკერდიდან და 1000 გრაფტამდე ბოქვენიდან.

 

გრძელი თმის გადანერგვა

გრძელი თმის გადანერგვა წარმოადგენს თმის გადანერგვის FUT (ზონრის) მეთოდის დახვეწილ ნაირსახეობას, რომლის დროსაც გრაფტები (თმის ძირების შემცველი ქსოვილები) ინერგება არა 2 მმ-მდე შეკრეჭილი, არამედ გრძელი 3 - 8 სმ და მეტი სიგრძის თმებითურთ.

მეთოდის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ პაციენტი და ექიმი (ქირურგიული ბრიგადა) ოპერაციის შედეგს ხედავენ არა ერთი წლის შემდეგ, როგორც ამას აქვს ადგილი თმის გადანერგვის სხვა მეთოდების დროს (FUT, FUE ან BHT), არამედ უშუალოდ ოპერაციის დამთავრებისას. მიუხედავად იმისა, რომ გადანერგილი გრძელი თმების უმრავლესობა ცვივა ოპერაციიდან 1 თვის განმავლობაში და ამოსვლას იწყებს 2-3 თვის შემდეგ (როგორც თმის გადანერგვის სხვა მეთოდებით ჩატარებული ოპერაციების შემდეგ), მხოლოდ გრძელი თმის გადანერგვა აძლევს უნიკალურ საშუალებას - ერთის მხრივ, ქირურგს (ქირურგიული ბრიგადის) გრაფტების ტრანსპლანტაციისას იმუშაოს არა ბრმად, არამედ იმავდროულად ხედავდეს შედეგს იმისა, რასაც აკეთებს და გადანერგოს თმა ოპტიმალური სიხშირით და ბუნებრივი მიმართულებით, ხოლო, მეორეს მხრივ პაციენტს საბოლოო შედეგის ხილვით მიიღოს პოზიტიური ემოციური იმპულსი, რაც გადანერგილი თმების წარმატებული ზრდისთვის იდეალურ პროგრამას წარმოადგენს.

მაქსიმალურად ბუნებრივი შედეგის მიღწევის შესაძლებლობის გარდა, გრძელი თმების გადანერგვის დიდი უპირატესობაა სრულიად შეუმჩნეველი პოსტოპერაციული პერიოდი. პაციენტი გრძელი თმის გადანერგვის შემდეგ კლინიკას ტოვებს არა ნახვევებით, არამედ უქუდოდ, დავარცხნილი თმით, შეშუპებების, სიწითლეების, სისხლნაჟღენთებისა და ყოველგვარი ფუფხების გარეშე. სწორედ ამიტომ გარეშე პირებისთვის შეუმჩნეველია ოპერაციის რაიმე კვალი ან ნიშანი. ოპერაციის დამთავრებისთანავე პაციენტს შეუძლია მაგალითისთვის, დაბრუნდეს სამსახურში ან გავიდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ისე, თითქოს არავითარი პროცედურა არ გაუკეთებია.

ასე გამოიყურება პაციენტი მიკროხვრელების ფორმირების შემდეგ გრძელი თმის იმპლანტაციამდე. თითქმის ასე გამოიყურებიან პაციენტები მოკლე თმის (FUT, FUE) მეთოდებით გადანერგვის შემდეგ.

იგივე პაციენტი გრძელი თმების გადანერგვის ოპერაციის დამთავრებისთანავე.

 

თმის გადანერგვის ყველა მეთოდი იძლევა შესანიშნავ შედეგებს და აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები (მათი დეტალური ანალიზი მოცემულია გვერდზე „თმის გადანერგვის რომელი მეთოდია საუკეთესო“). მაგრამ დღეისათვის შეუძლებელია ცალსახა უპირატესობა მიენიჭოს თმის გადანერგვის რომელიმე ტექნიკას. თუ რომელი მეთოდი ან მეთოდთა კომბინაცია იქნება უმჯობესი კონკრეტული პაციენტისთვის წყდება ექიმისა და პაციენტის პირისპირ ან ონლაინ კონსულტაციაზე, რომელიც არის უფასო და ანონიმური.

 
თმის აღდგენითი ქირურგიის მე-6  ბრაზილიის კონგრესი

თმის აღდგენითი ქირურგიის მე-6 ბრაზილიის კონგრესი

2016 წლის 24-27 აგვისტოს ქ. კურიტიბაში ჩატარდა ბრაზილიის თმის აღდგენითი ქირურგიის მე-6 კონგრესი, სადაც...
კლინიკა „თალიზი“-ს გუნდმა ჩაატარა მასტერკლასი სანკტ-პეტერბურგში

კლინიკა „თალიზი“-ს გუნდმა ჩაატარა მასტერკლასი სანკტ-პეტერბურგში

კლინიკა “თალიზის” გუნდმა, თმის ტრანსპლანტოლოგ ვაჟა ვადაჭკორიას ხელმძღვანელობით, ჩაატარა მასტერ კლასები...
თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

2012 წლის 28 აპრილს კლინიკა თალიზში ჩატარდა უნიკალური მასშტაბის ოპერაცია – 9688 ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვა...