თალიზი - თქვენი წარმატების საიდუმლო
  1. ჩვენი კლინიკები

    თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი დაარსდა 1998 წელს
    ქ. თბილისში


    ჩვენ ვართ ISHRS-ის წევრები. დღეისათვის ჩვენი მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოში, უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსიაში, სომხეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში და ინდოეთში.

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  2. გრძელი თმის გადანერგვა

    თალიზი ერთადერთი კლინიკაა ევროპაში, რომელიც გთავაზობთ გრძელი თმების გადანერგვას

    თმის ტრანსპლანტაციის სფეროში სრულიად ახალი მიმართულების, კერძოდ გრძელ თმიანი ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვის პიონერად ითვლება ბრაზილიელი ქირურგი - მარსელო პიტჩონი...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  3. FUT მეთოდი

    ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია - FUT (ზონრის) მეთოდი არის თმის გადანერგვის ძირითადი მეთოდი

    FUT მეთოდით საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვნერგავთ თმების რეკორდულ რაოდენობებს - 6000-მდე გრაფტს 5-6 საათში...

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  4. FUE მეთოდი

    FUE – მეთოდი არის თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

    თალიზი გთავაზობთ ფართომაშტაბიან FUE პროცედურებს - 4000-მდე გრაფტის გადანერგვას ერთი ოპერაციით...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  5. BHT მეთოდი

    სხეულიდან თმების გადანერგვა - BHT მეთოდი

    კეფაზე სუსტი სადონორო მარაგის პირობებში BHT მეთოდით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ დამატებითი გრაფტები სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან - წვერებიდან, მკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან და ბოქვენიდან...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    image
    ვრცლად
  6. სამედიცინო ტური

    სამედიცინო ტური თალიზში
    თალიზი ახორციელებს სამედიცინო ტურებს საქართველოში და გაძლევთ საშუალებას ჩაიტაროთ თმის გადანერგვა ჩვენს სათაო კლინიკაში...

    ვრცლად

ანდროგენული ალოპეცია და თმის გადანერგვა

დღეისათვის თმის გადანერგვა (აუტოტრანსპლანტაცია) წარმოადგენს ანდროგენული, ნაწიბუროვანი და ტრაქციული ალოპეციის (თმის ცვენის) კორექციის ერთადერთ ეფექტურ საშუალებას. მამაკაცური ტიპის თმის ცვენა (ანდროგენული ალოპეცია - სქემატურად იხ. ნორვუდის კლასიფიკაცია) უძველესი დროიდან მტკივნეულად აღიქმებოდა მამაკაცთა დიდი ნაწილისთვის და უკანასკნელ წლებამდე დაუძლეველ პრობლემად რჩებოდა. ჰიპოკრატე, რომელსაც თვითონ აწუხებდა თმის ცვენა, ღრმად ინტერესდებოდა ამ საკითხით. მან პირველმა ამოიცნო კავშირი სიმელოტესა და მამაკაცის სასქესო ჰორმონებს შორის. იულიუს კეისარს სიმელოტის შესანიღბავად კეფიდან და თავის გვერდითი არეებიდან მოჰქონდა გრძლად გაზრდილი თმები. ნაპოლეონიც უკნიდან წინ ივარცხნიდა თმებს, რათა შემელოტებული შუბლი დაეფარა. მამაკაცური ტიპის თმის ცვენა ძლიერ გავრცელებულია და ამა თუ იმ ხარისხით სხვა და სხვა ეროვნებებში 20 და 60 წლამდე მამაკაცთა 30 - 50% აწუხებს. ბოლო წლებში აღინიშნება ანდროგენული ალოპეციის გახშირება და გაახალგაზრდავება. ანდროგენული ალოპეცია გვხვდება ქალებშიც (იხ. ფოტო). ამ მდგომარეობის განვითარების მიზეზად მიჩნეულია შუბლისა და თხემის არეებში განლაგებულ თმის "ძირებზე" - ფოლიკულებზე მამაკაცის ჰორმონის ტესტოსტერონის დამაზიანებელი მოქმედება. მამაკაცის ჰორმონების - ანდროგენების (აქედანაა ალოპეციის ამ ფორმის დასახელება) ზემოქმედებით მათდამი მგრძნობიარე ფოლიკულები თანდათან მცირდებიან ზომებში, კარგავენ ჯანსაღი თმის წარმოქმნის უნარს, ატროფირდებიან და საბოლოოდ გაიწოვებიან ორგანიზმის მიერ. თუმცა ჰორმონალური ფონი ყველა მამაკაცს ახასიათებს, თმას კარგავენ მხოლოდ ისინი, ვინც გენეტიკურადაა მიდრეკილი თმისცვენისადმი.

ანდროგენული ალოპეციის ნორვუდისეული კლასიფიკაცია

ანდროგენური თმის ცვენის მედიკამენტოზური მკურნალობა სწორედ იმიტომაა უშედეგო, რომ თმა ფოლიკულების გარეშე ვერ ამოვა, ფოლიკულები კი  გალეული და გაწოვილია. შედარებისთვის, როგორც ხელისგულებზე ვერავითარი საშუალებით ვერ "ამოიყვანთ" თმას, ასევე შეუძლებელია მკურნალობით აღიდგინოთ თმიანი საფარველი გამელოტებულ ადგილებში.

ამავე დროს ანდროგენული ალოპეციისას კეფისა და საფეთქლის ზონაში ყოველთვის რჩება თმის გარკვეული მარაგი. საქმე იმაშია, რომ აქ განლაგებულ თმის ფოლიკულებს არ გააჩნიათ რეცეპტორები ტესტოსტერონის მიმართ, ამიტომაც ისინი თმის გაცვენის ფაქტორების ზემოქმედებისადმი რეზისტენტური რჩებიან. თმის ტრანსპლანტაცია გულისხმობს თმაგაცვენილ ადგილებში იმ ჯანსაღი ფოლიკულების გადანერგვას, რომლებიც ჭარბად მოიპოვება კეფისა და თავის გვერდით მიდამოებში. აღნიშნულ არეებში ფოლიკულები ადამიანის თითქმის მთელი სიცოცხლის მანძილზე სტაბილურად ინარჩუნებს თავის ნორმალურ ანატომიურ-ფიზიოლოგიურ თვისებებს. ამის დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ ყველა თმაგაცვენილ პიროვნებას ძალზე ხშირად შენარჩუნებული აქვს თმა კეფისა და თავის გვერდით არეებში.

ამრიგად, თმის ტრანსპლანტაციის დროს ხდება ფოლიკულების გადაადგილება ერთი ადგილიდან (სადაც ისინი ჭარბადაა) მეორეში (სადაც ფოლიკულები აღარ გვხვდება). გადანერგვის შემდეგ ფოლიკული აგრძელებს ჩვეულებრივ ფუნქციონირებას და მისგან ამოდის ჯანსაღი, ნორმალური თმა.

თმის გადანერგვის ისტორია სათავეს იღებს 1939 წელს და დაკავშირებულია იაპონელი ექიმის ს. ოკუდას სახელთან. იგი თავის თმიანი საფარველის დამწვრობების სამკურნალოდ ნერგავდა მრგვალ (4 მმ დიამეტრის) კანის კუნძულებს (გრაფტებს) კეფის მიდამოდან. გადანერგული გრაფტებიდან ამოდიოდა თმა, მაგრამ ექიმი ოკუდა დაიღუპა II მსოფლიო ომში და მისი კვლევები დავიწყებას მიეცა იქამდე, ვიდრე ამერიკელმა დერმატოლოგმა ნ. ორენტრაიხმა ხელახლა არ "აღმოაჩინა" თმის გადანერგვა 1952 წელს. მის მიერ ჩამოყალიბებული "დონორული დომინანტის" კონცეპციის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ გადანერგილი თმების ძირები (ფოლიკულები) ფუნქციონირებენ ნებისმიერ ადგილზე ისე, როგორც გადანერგვამდე სადონორო ადგილზე, რაც იმას ნიშნავდა, რომ გადანერგვის შედეგად ამოსული თმები ზუსტად ისეთივე ანატომიურ-ფიზიოლოგიური თვისებებით ხასიათდებიან, როგორც სადონორო ადგილზე (კეფაზე) არსებული თმები და შედეგად, არასდროს გაცვივდებიან. მაგრამ 4 მმ (ე. წ. მსხვილი) გრაფტებიდან ამოსული თმები იზრდებოდნენ ბუჩქისებურად ("კბილის ჯაგრისის", "თოჯინის თავის" ეფექტი). ამ კოსმეტიკურად მიუღებელი შედეგების თავიდან ასაცილებლად ამერიკელმა ქირურგმა ე. მარიტმა 1983 წ. პირველად სცადა თმის გადანერგვა არა კანის კუნძულების, არამედ ცალკეული თმის ძირების (ფოლიკულების) სახით. შემდგომში უწვრილესი გრაფტების (0,8-1.0მმ დიამეტრით) სახით თმების გადანერგვას მიკროგრაფტინგი ეწოდა. 1995 - 2000 წ.წ ამერიკელი თმის ტრანსპლანტოლოგების რ. ბერნშტეინისა და ვ. როსმანის მიერ შემუშავებული იქნა ე. წ. თმის გადანერგვის ფოლიკულური გაერთიანებების თეორია. ამ თეორიის მიხედვით თმის ტრანსპლანტაცია წარმოებს ფოლიკულური გაერთიანების სახით ანუ თმების ზუსტად ისეთი განაწილებით, როგორიც გვხვდება ბუნებაში. ფოლიკულური გაერთიანება თმიანი სკალპის მორფო-ფუნქციური ერთეულია და შეიცავს ერთიდან ოთხამდე თმას (თმის ძირს, ფოლიკულს) (იხ. ქვემოთ). ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვა იძლევა მაქსიმალური ბუნებრიობის ეფექტს, მას მინიმუმამდე დაჰყავს ფოლიკულების დანაკარგი ოპერაციის დროს და დღეისთვის ეს მეთოდი თმის გადანერგვის "ოქროს სტანდარტადაა" მიჩნეული. მაგრამ ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია მოითხოვს სადონორო მასალის მოპოვებისა და დამუშავების ვირტუოზულ ტექნიკას, სადონორო ქსოვილის პრეპარირებას სპეციალური სტერეომიკროსკოპების ქვეშ ერთდროულად 5-6 გამოცდილი ასისტენტის მიერ, რაც ძალიან შრომატევადი და ძვირადღირებული პროცესია.

წამლების არაეფექტურობა დამაჯერებლად არის დამტკიცებული მთელი რიგი გამოკვლევებით და დღეისათვის უკვე აღარავინ კამათობს მსოფლიოში იმის შესახებ, რომ ანდროგენული ტიპით გაცვენილი თმის შევსება შეიძლება მხოლოდ თმის გადანერგვით. სწორედ ამოტომაც ჰპოვა ამ მეთოდმა ფართო გამოყენება პრაქტიკაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი ფირმის მიერ ხდება ხელოვნური ანუ სინთეტიკური თმის (მიკროფირების) წარმოება, რომელიც ძალიან შეზღუდულად გამოიყენება ტრანსპლანტაციისთვის. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ხელოვნური თმა არ იზრდება, პაციენტებში იწვევს შემაწუხებელ ქავილს, იძლევა ძალიან ბევრ გართულებას (კანის ინდურაციულ პროცესებს, დაჩირქებებს, ნაწიბურების განვითარებას) და საბოლოოდ ცვივა კიდეც. თმის გადანერგვა გულისხმობს არა თმის ბოჭკოების, არამედ იმ მიკროორგანოების (ფოლიკულების) გადანერგვას, რაც თმას “ამზადებს”. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელოვნური (სინთეტიკური) თმის ტრანსპლანტაციას ჩვენი კლინიკა არ მიმართავს. ჩვენ თმას მხოლოდ ფოლიკულური გაერთიანებების სახით ვნერგავთ.

ამრიგად, ანდროგენური ალოპეციის პრობლემის გადაჭრის ერთადერთი საშუალება  არის გენეტიკურად ჯანსაღი თმის ძირების (ფოლიკულების) დროული გადანაწილება ანუ საკუთარი თმის გადანერგვა.

1-2-3 თმის შემცველი ფოლიკულური გაერთიანებები 50-ჯერ გადიდების ქვეშ.

 

ადამიანის თმიანი კანი კეფის არეში 50-ჯერადი გადიდებით.

 
თმის აღდგენითი ქირურგიის მე-6  ბრაზილიის კონგრესი

თმის აღდგენითი ქირურგიის მე-6 ბრაზილიის კონგრესი

2016 წლის 24-27 აგვისტოს ქ. კურიტიბაში ჩატარდა ბრაზილიის თმის აღდგენითი ქირურგიის მე-6 კონგრესი, სადაც...
კლინიკა „თალიზი“-ს გუნდმა ჩაატარა მასტერკლასი სანკტ-პეტერბურგში

კლინიკა „თალიზი“-ს გუნდმა ჩაატარა მასტერკლასი სანკტ-პეტერბურგში

კლინიკა “თალიზის” გუნდმა, თმის ტრანსპლანტოლოგ ვაჟა ვადაჭკორიას ხელმძღვანელობით, ჩაატარა მასტერ კლასები...
თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

2012 წლის 28 აპრილს კლინიკა თალიზში ჩატარდა უნიკალური მასშტაბის ოპერაცია – 9688 ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვა...