თმის გადანერგვა, თმის ტრანსპლანტაცია, თმის ცვენა
   
 
  
 
 

ISHRS

live_chat

ორშაბათი-შაბათი, 10:00-18:00
skype
Local Time (GMT+4)
 

Online Live Broadcast

coming soon
 
 

videotour

 
 

საიდან გაგვიცანით?

ინტერნეტი
ჟურნალ-გაზეთები
ტელევიზია
ნაცნობები
სხვა


 
 

 

თმის გადანერგვა ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქციის – FUE მეთოდით

FUE – მეთოდი (Follicular Unit Extractionფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქცია) არის თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი, რომლის დროსაც ცალკეული ფოლიკულური გაერთიანებების (თმის ძირების ჯგუფების) მოპოვება ხდება უშუალოდ სადონორო ზონიდან (კეფიდან ან სხეულიდან) სპეციალური უწვრილესი მბრუნავი ტროაკარებით ყოველგვარი განაკვეთებისა და ნაკერების გარეშე.
მეთოდის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ თმების მოპოვების შემდეგ კეფაზე არ რჩება ხაზოვანი ნაწიბურები. კეფის არეში სუსტი სადონორო მარაგის პირობებში მეთოდი იძლევა საშუალებას მოპოვებული იქნეს დამატებითი გრაფტები (თმის ძირების შემცველი ქსოვილები) სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან (მკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან, წვერებიდან და ბოქვენიდან).
FUE – მეთოდის გამოყენება რეკომენდირებულია მამაკაცური თმის ცვენის ნორვუდის მიხედვით II-V კლასების დროს, აგრეთვე სხვადასხვა ეტიოლოგიის (დამწვრობის, ტრავმისა და ოპერაციის შემდგომი) ნაწიბუროვანი ალოპეციის დროს, წარბებისა და წამწამების აღდგენის დროს.
FUE – მეთოდით ჩვენ შეგვიძლია გადავნერგოთ 2500-3000 გრაფტი – ფოლიკულური გაერთიანება ერთი 6-8 საათიანი პროცედურის განმავლობაში. 2 დღიანი პროცედურის პირობებში შესაძლებელია პაციენტს გადაენერგოს 5000 გრაფტამდე.

ირლანდიელი პაციენტის, ფილიპ ფარელის FUE მეთოდით თმის გადანერგვის ფოტორეპორტაჟი – პირველადი კონსულტაციიდან ოპერაციის დამთავრებამდე.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ ვიდეორგოლი ფილიპ ფარელის  FUE მეთოდით თმების გადანერგვაის შესახებ.

FUE hair transplant

ექიმი აკაკი წილოსანი ტრიქოსკოპის მეშვეობით ათვალიერებს პაციენტის სადონორო ზონას, რათა დაადგინოს მისი სადონორო სიხშირე (ფოლიკულური გაერთიანებების რიცხვი სკალპის ყოველ კვადრატულ სანტიმეტრზე). ეს ინფორმაცია საშუალებას აძლევს ქირურგს განსაზღვროს გრაფტების საერთო რაოდენობა, რისი მოპოვებაც შესაძლებელია დაგეგმილი ოპერაციის დროს.

თმის გადანერგვა

შემდგომში ექიმი პაციენტთან განიხილავს თმის გადანერგვის შესაძლო ვარიანტებს.
ექიმი აკაკი წილოსანი ხატავს ფილიპ ფარელის მომავალ თმის ხაზს.

შემდეგ პაციენტს წარედგინება კონტრაქტი, სადაც განხილულია ოპერაციის და პოსტოპერაციული პერიოდის ყველა დეტალი, “თალიზ”-ის პასუხისმგებლობა ოპერაციის წარმატებით ჩატარებაზე, აგრეთვე გარანტიები პაციენტისთვის, რომ გადანერგილი თმები ამოვა და გაიზრდება მთელი ცხოვრების განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში “თალიზი” ვალდებულებას იღებს დაუბრუნოს პაციენტს ოპერაციისთვის გადახდილი თანხა.
მხარეები ავსებენ კონტრაქტს.
ექიმი აკაკი წილოსანი დეტალურად პასუხობს პაციენტის ყველა კითხვას.
თმის გადანერგვა FUE მეთოდით

კონტრაქტი დასტურდება ხელმოწერებით და “თალიზი”-ს ბეჭდით.

შემდეგ ექიმი ტოვებს თმის ხაზის 3 შესაძლო ვარიანტიდან ერთს, რომელიც ყველაზე მეტად მოეწონა ფილიპს და იღებს რამოდენიმე ფოტოსურათს “თალიზი”-ს ფოტოარქივისათვის.

ვინაიდან ოპერაცია იწარმოებს FUE მეთოდით, ხდება თმების გადაპარსვა (მცირემასშტაბიანი FUE მეთოდისა და ზონრის მეთოდის დროს, თმის გადაპარსვა არაა საჭირო).

თმის გადანერგვა FUE მეთოდით

თმის გადანერგვა FUE მეთოდით

შემდეგ ექიმი ატარებს პაციენტის სკალპის კომპიუტერულ გამოკვლევას ფოლისკოპის მეშვეობით. ზუსტად დგინდება სადონორო სიხშირე, ფოლიკულების შემცველობა გრაფტში, ჯანმრთელი და მინიატურიზებული თმების თანაფარდობა, თმის ღერის დიამეტრი, ზრდის და მოსვენების სტადიაში მყოფი ფოლიკულების თანაფარდობა და მრავალი სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრი, აგრეთვე გამელოტებისადმი გენეტიკურად მდგრადი ზონების საზღვრები, რადგანაც FUE მეთოდით თმის გადანერგვის დროს საჭიროა მაქსიმალურად დიდი სადონორო არე.

თმის გადანერგვა ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქციის – FUE მეთოდით

გამოკვლევის დამთავრების შემდეგ პაციენტი შეჰყავთ საოპერაციო ოთახში.
ოპერაცია წარმოებს ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ. პაციენტი გრძნობს მხოლოდ რამოდენიმე ჩხვლეტას.

თმის გადანერგვა ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქციის – FUE მეთოდით

ქირურგი ამზადებს ტიტანის სპეციალურ ტროაკარს FUE პროცედურისათვის.
“თალიზი” იყენებს უწვრილეს 0,75მმ დიამეტრის ტიტანის ტროაკარს, რაც მინიმუმამდე ამცირებს სადონორო ზონის ტრავმატიზმს.
მოსამზადებელი სამუშაოები დამთავრდა; დაიწყო ოპერაცია.
თმის გადანერგვა FUE მეთოდით
ქირურგი მბრუნავი ტროაკარით ათავისუფლებს ცალკეულ ფოლიკულურ გაერთიანებებს ირგვლივი ქსოვილებისგან, რაც საშუალებას აძლევს ასისტენტებს განახორციელონ მათი ექსტრაქცია – ამოძრობა ფოლიკულების დაზიანების გარეშე.
თმის გადანერგვა FUE მეთოდით
თმის გადანერგვა ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქციის – FUE მეთოდით
ასისტენტები აგროვებენ გრაფტებს ფიზიოლოგიურ ხსნარში დასველებულ სპეციალურ კონტეინერებზე, რაც იცავს გრაფტებს დეჰიდრატაციისგან და უზრუნველყოფს მათ მაღალ სიცოცხლისუნარიანობას.

თმის გადანერგვა FUE მეთოდით

თმის გადანერგვა FUE მეთოდით

თმის გადანერგვა FUE მეთოდით

გრაფტების მოპოვება წარმოებს სადონორო ზონისთვის ზიანის მიყენების გარეშე, ვინაიდან ქირურგი იღებს მხოლოდ ყოველ მე-6-მე-8 გრაფტს.
თმის გადანერგვა FUE მეთოდით
პაციენტი ამ პროცედურის დროს წევს ყოველგვარი უსიამოვნო გრძნობების გარეშე.
თმის გადანერგვა FUE მეთოდით

ასე გამოიყურებიან ექსტრაქტირებული გრაფტები კონტეინერზე.

ყველა მოპოვებული გრაფტი გადის დამუშავებას და გასინჯვას სტერეომიკროსკოპის ქვეშ. მხოლოდ დაუზიანებელი გრაფტები დაითვლება და გადაინერგება.

ასე გამოიყურება კონტეინერზე დაწყობილი გრაფტები. ყველა კონტეინერი თავსდება ფიზიოლოგიური ხსნარით სავსე პეტრის ფინჯნებში და ინახება ჩანერგვამდე მაცივარში 4 Co ტემპერატურაზე, რაც იცავს მათ გათბობა – გამოშრობისაგან და უზრუნველყოფს მაღალ სიცოცხლისუნარიანობას.

თმის გადანერგვა FUE მეთოდით

თმის გადანერგვა FUE მეთოდით

თმის გადანერგვა FUE მეთოდით

თმის გადანერგვა

გრაფტების მოპოვების პროცესი დასრულდა. ახლა ფილიპი დგება ხანმოკლე შესვენებისთვის, რის შემდეგაც ის გადაჯდება სპეციალურ სავარძელში, სადაც ქირურგი დაიწყებს სარეციპიენტო ზონაში მიკროხვრელების ფორმირების პროცესს.
hair transplant in talizi.ge
ექიმი აკაკი წილოსანი უჩვენებს პაციენტს მისივე გრაფტებს.

FUE hair transplant

ოპერაციის შემდგომ ეტაპებზე პაციენტი ზის და არ გრძნობს არავითარ დისკომფორტს ან ტკივილს.

თმის გადანერგვა FUE მეთოდით

გრაფტების დათვლა დამთავრდა! მოპოვებული იქნა:
1 თმიანი გრაფტი – 656;
2 თმიანი გრაფტი – 1021
3-4 თმიანი გრაფტი – 358
სულ 2035 გრაფტი-3965 თმიანი ფოლიკული.
მიკროხვრელების ელექტრონული მთვლელი აღრიცხავს მათ რაოდენობას. ახლა როდესაც ქირურგმა იცის რამდენი და როგორი გრაფტია მოპოვებული, ის ზუსტად აკეთებს გრაფტების ყოველი ტიპისთვის სათანადო რაოდენობის მიკროხვრელებს.
თმის გადანერგვა FUE მეთოდით
როდესაც ყველა ხვრელი გაკეთდა, ასისტენტები იწყებენ მათ შევსებას მაცივრიდან გამოღებული გრაფტებით.

FUE hair transplant

ასისტენტების დიდი გამოცდილება უზრუნველყოფს გრაფტების ფაქიზ მოპყრობას და მათ სწრაფ იმპლანტაციას ქირურგის მიერ წინასწარ გაკეთებულ ხვრელებში.

თმის გადანერგვა FUE მეთოდით

თმის გადანერგვა FUE მეთოდით

თმის გადანერგვა FUE მეთოდით

პაციენტი კმაყოფილია ოპერაციით.
ექიმი ოპერაციის შემდეგ რეკომენდაციებს აძლევს ფილიპს. მას გადაენერგა 2035 გრაფტი.

ოპერაცია გვიან დამთავრდა და ჩვენ მიგვყავს პაციენტი სასტუროში.

FUE მეთოდით გრაფტების მოპოვება მკერდიდან.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ FUE მეთოდით გრაფტების გადანერგვა მკერდიდან.
სათანადო მომზადების შემდეგ ქირურგი აკეთებს ადგილობრივ ანესთეზიას.
FUE მეთოდით გრაფტების გადანერგვა მკერდიდან.

FUE მეთოდით გრაფტების გადანერგვა მკერდიდან.

ქირურგი ახორციელებს გრაფტების მოპოვებას მკერდიდან.
FUE მეთოდით გრაფტების გადანერგვა მკერდიდან.

FUE მეთოდით გრაფტების გადანერგვა მკერდიდან.

ასისტენტები აგროვებენ გრაფტებს კონტეინერებზე.
FUE მეთოდით გრაფტების გადანერგვა მკერდიდან.

Assistant places harvested hairs to hair container on the left hand

პროცესის დაჩქარებისთვის ოპერაციაში მონაწილეობას იღებს ერთდროულად ორი ქირურგი და რამოდენიმე ასისტენტი.
FUE მეთოდით გრაფტების გადანერგვა მკერდიდან.

Assistant places hair graft on container

Hair container on the hand of an assistant

FUE მეთოდით გრაფტების გადანერგვა მკერდიდან.

FUE მეთოდით გრაფტების გადანერგვა მკერდიდან.

პაციენტის მკერდი ოპერაციის დამთავრებისთანავე.

FUE მეთოდით გრაფტების გადანერგვა მკერდიდან.

ასე გამოიყურება გულმკერდიდან აღებული გრაფტები.

Hair grafts placed in Petri dishes with liquid solution

კონტეინერებზე დაწყობილი გრაფტები ფიზიოლოგიური ხსნარით სავსე პეტრის ფინჯნებში.

All harvested grafts will be checked=

სტერეომიკროსკოპის ქვეშ გადარჩევის შემდეგ გრაფტები ჩაინერგება ქირურგის მიერ სარეციპიენტო მიდამოში წინასწარ გაკეთებულ მიკროხვრელებში.


 
 
   
Copyright © Hair Transplantation Clinic Talizi.
All Rights Reserved 1998-2011