ამ ციფრს (3000 ფოლიკულურ გაერთიანებას) ექიმი ყოფს 80-ზე ანუ 1სმ2-ში ფოლიკულური გაერთიანებების რიცხვზე და ადგენს 3000 გრაფტის მისაღებად საჭირო სადონორო ზონრის ფართობს.

ამრიგად იმისთვის, რომ მიღებული იქნეს 3000 გრაფტი, საჭიროა არანაკლებ 37,5სმ2 ზედაპირის ზონრის მოპოვება კეფის არედან.

პაციენტის თმა კეფის არეში მზადდება გადასანერგად.

კეფის არეში თმა იკრიჭება 2მმ სიგრძემდე დაახლოებით 40სმ2 (37,5სმ2) ფართობის ზედაპირზე.

ექიმი პალპაციით სინჯავს პაციენტის სკალპის მობილურობას, რათა განისაზღვროს ზონრის მაქსიმალური სიგანე.


სავარაუდო სადონორო ზონრის სიგანე 20სმ-ზე მეტია, საშუალო სიგანე 2,0 სმ-მდეა.


ექიმი აკაკი წილოსანი ხატავს ჯ.ჰ.ჰანის მომავალ თმის ხაზს.


პაციენტის სურვილით ექიმი ოდნავ დაბლა სწევს თმის ხაზს გვერდებში.

აკაკი წილოსანი ეთანხმება პაციენტს თმის ხაზის დიზაინში – აზიელი პაციენტებისთვის უფრო მისაღებია ბრტყელი თმის ხაზი.

პაციენტს უკეთდება ადგილობრივი ანესთეზია.

ქირურგი იწყებს სადონორო ზონრის ექსციზიას.

ზონრის მოპოვების შემდეგ ქირურგი ამზადებს ჭრილობის კიდეებს ტრიქოფიტული დახურვისთვის.

ქირურგიული ბრიგადა აწარმოებს სადონორო ჭრილობის დახურვას.

ამასობაში ჩვენი ქირურგიული ასისტენტები სპეციალური სტერეომიკროსკოპების ქვეშ სადონორო ზონრიდან ამზადებენ ქსოვილის ვიწრო ანათლებს, ხოლო შემდეგ – ცალკეულ ფოლიკულურ გაერთიანებებს – გრაფტებს.



ჩვენს კლინიკაში გამოიყენება სტერეომიკროსკოპები Meiji 20-ჯერადი გადიდებით, რაც საშუალებას აძლევს ჩვენს ასისტენტებს დაამზადონ ნატიფი გრაფტები, პრაქტიკულად ფოლიკულების ტრანსექციის გარეშე.


ჩვენი თითოეული ასისტენტი – პრეპარატორი საათში 200-250 ფოლიკულურ გაერთიანებას – გრაფტს ამზადებს.

ოპერაციაში მონაწილე 8 ასისტენტს 3000 გრაფტის დასამზადებლად 2 სთ-ზე ნაკლები სჭირდება.

პარალელურად ექიმი აკაკი წილოსანი იწყებს მიკროხვრელების ფორმირებას თმის ხაზის გასწვრივ.



აკაკი წილოსანის ხელმძღვანელობით შექმნილი ელექტრონული სისტემა ავტომატურად აღრიცხავს გაკეთებული მიკროხვრელების რაოდენობას.

ექიმი აკაკი წილოსანი ჯ.ჰ. ჰანის ოპერაციის დროს იყენებს მიკროხვრელების შექმნის შერეულ ტექნიკას – თმის ხაზის მიდამოში მან გააკეთა საგიტალური (ვერტიკალური) მიკროხვრელები, ერთთმიანი და ნაზი ორთმიანი გრაფტებისთვის, ხოლო მათ უკან თხემის მიდამოში – კორონალური (ჰორიზონტალური) ხვრელები, მსხვილი 2-თმიანი და 3-თმიანი გრაფტებისთვის.

ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაციის დამაგვირგვინებელი ეტაპია გრაფტების ჩასმა.

გამოცდილი ასისტენტები საიუველირო პინცეტებით (Ellis Instruments) ფრთხილად იღებენ გრაფტებს კონტეინერებიდან.

ხელის ვირტუოზული მოძრაობით ასისტენტი ათავსებს გრაფტს მიკროხვრელში.

ოპერაციის ამ ფაზაში ერთდროულად მონაწილეობს 3 გამოცდილი ასისტენტი გრაფტების იმპლანტაციისთვის და 1 დამხმარე ასისტენტი. თითოეული მათგანი 1 წუთში სვამს 12-15 გრაფტს. ბრიგადა 1 წუთში ავსებს 40-მდე მიკროხვრელს.ამრიგად, 3000 გრაფტის ჩასანერგად ჩვენს ასისტენტებს სჭირდებათ 75 წუთი, ანუ მხოლოდ 1 საათი და 15 წუთი.

ჯ.ჰ. ჰანის მთელი ოპერაციის (3000 გრაფტის გადანერგვა) ხანგრძლივობამ შეადგინა 3 საათი და 15 წუთი.
