თალიზი - თქვენი წარმატების საიდუმლო
  1. ჩვენი კლინიკები

    თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი დაარსდა 1998 წელს
    ქ. თბილისში


    ჩვენ ვართ ISHRS-ის წევრები. დღეისათვის ჩვენი მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოში, უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსიაში, სომხეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში და ინდოეთში.

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  2. გრძელი თმის გადანერგვა

    თალიზი ერთადერთი კლინიკაა ევროპაში, რომელიც გთავაზობთ გრძელი თმების გადანერგვას

    თმის ტრანსპლანტაციის სფეროში სრულიად ახალი მიმართულების, კერძოდ გრძელ თმიანი ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვის პიონერად ითვლება ბრაზილიელი ქირურგი - მარსელო პიტჩონი...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  3. FUT მეთოდი

    ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია - FUT (ზონრის) მეთოდი არის თმის გადანერგვის ძირითადი მეთოდი

    FUT მეთოდით საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვნერგავთ თმების რეკორდულ რაოდენობებს - 6000-მდე გრაფტს 5-6 საათში...

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  4. FUE მეთოდი

    FUE – მეთოდი არის თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

    თალიზი გთავაზობთ ფართომაშტაბიან FUE პროცედურებს - 4000-მდე გრაფტის გადანერგვას ერთი ოპერაციით...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  5. BHT მეთოდი

    სხეულიდან თმების გადანერგვა - BHT მეთოდი

    კეფაზე სუსტი სადონორო მარაგის პირობებში BHT მეთოდით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ დამატებითი გრაფტები სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან - წვერებიდან, მკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან და ბოქვენიდან...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    image
    ვრცლად
  6. სამედიცინო ტური

    სამედიცინო ტური თალიზში
    თალიზი ახორციელებს სამედიცინო ტურებს საქართველოში და გაძლევთ საშუალებას ჩაიტაროთ თმის გადანერგვა ჩვენს სათაო კლინიკაში...

    ვრცლად

თმის გადანერგვის ისტორია

თმის ტრანსპლანტაციის პიონერი – შოჯი ოკუდა (1886-1962წწ)

თმის გადანერგვამ საკმაოდ რთული გზა განვლო.

ჰაჯიმე ტამურა

თანამედროვე თმის ტრანსპლანტაციის მამად წოდებულია ამერიკელი დერმატოლოგი -ნორმან ორიენტრაიხი, მაგრამ, აუცილებელია აღინიშნოს, რომ სინამდვილეში ამ დარგის ისტორია დასაბამს იღებს აზიიდან, კერძოდ იაპონიიდან. შოჯი ოკუდა (1886-1962წწ) გახლდათ იაპონელი ექიმი, რომელმაც პირველმა განახორციელა თმის გადანერგვის ოპერაცია.

1939 წელს იაპონურ ჟურნალში გამოქვეყნებული იქნა სტატიების 5 სერია: “თმის გადანერგვის კლინიკური და ექსპერიმენტალური ნაშრომი”. ამ სტატიებში მას განხილული აქვს თანდაყოლილი და ნაწიბუროვანი ალოპეციის 200 შემთხვევა. ოკუდასეული ტექნიკა გულისხმობდა 1,0-5,0 მმ დიამეტრის გრაფტების ტრანსპლანტაციას. მის ნაშრომებში ვაწყდებით საკითხებს “დონორული - დომინანტისა” და “ჰეტერო-ტრანსპლანტაციის” შესახებ. სამწუხაროდ მის ნაშრომებში არ არის ნახსენები ანდროგენული ალოპეცია. ამიტომ პირველ ექიმად, რომელმაც გამოიყენა თმის ტრანსპლანტაცია ანდროგენული ალოპეციისას, სახელდება – ნორმან ორიენტრაიხი.

II მსოფლიო ომის ქაოსის გამო შოჯი ოკუდას ნაშრომებმა საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში ვერ დაიმსახურა სამედიცინო საზოგადოების ყურადღება. მხოლოდ მოგვიანებით, გერმანელმა ექიმმა – ჰ.ს ფრიდრიხმა აღმოაჩინა გერმანულ ენაზე ნათარგმნი მისი ნაშრომები და ამ მეთოდს უწოდა “ოკუდა-ორიენტრაიხის ტექნიკა”.

მეორე იაპონელი ექიმი რომელმაც საკმაოდ ბევრი თმის გადანერგვის ოპერაცია გააკეთა გახლდათ დერმატოლოგი - ჰაჯიმე ტამურა (1897-1977წწ). მის მოხსენებებში აღწერილია 1937 წელს ჩატარებული 127 ოპერაცია, რომელიც არც ისე შედეგიანი აღმოჩნდა და 1939 წელს ჩატარებული 136 ოპერაცია, რომელიც საკმაოდ კარგი შედეგებით დამთავრდა. მისი ტექნიკა ერთთმიანი გრაფტების ჩანერგვით მშვენიერ შედეგებს იძლეოდა. გადანერგილი თმა ბუნებრივად გამოიყურებოდა. სწორედ ტამურას გამონათქვამია: “ გრაფტი რაც პატარაა, მით უკეთესია, რათა გადანერგვის შემდეგ უფრო ბუნებრივ შედეგს იძლევა”. დღესაც გვაოცებს თუ რამდენად გაუსწრო ამ ექიმმა დროს.

ნორმან ორიენტრაიხი

1952 წელს ნორმან ორიენტრაიხმა ხელახლა აღმოაჩინა თმის გადანერგვა. მის ორიგინალურ ექპერიმენტში, რომელიც ნიუ-იორკის სამეცნიერო აკადემიის კვლევით ჟურნალში გამოქვეყნდა, პირველად იქნა ჩამოყალიბებული კონცეფცია “დონორული დომინანტის” შესახებ. გრაფტების მოსაპოვებლად ორიენტრაიხი ამ დროისთვის იყენებდა 6-12 მმ დიამეტრის ტროაკარებს. ამ ზომის გრაფტების გადანერგვა იწვევდა საკმაოდ დიდი რაოდენობით სადონორო თმის დანაკარგს. გრაფტების ზომის შემცირების ძალისხმევამ თავდაპირველად არ გაამართლა. უმრავლესობის მოსაზრებით პატარა ზომის გრაფტების გადანერგვა სარეციპიენტო არეში არ იქნებოდა სასურველი ვიზუალური ეფექტის მომტანი.

საბოლოოდ მიღწეული იქნა კომპრომისი და დაიბადა 4 მმ-იანი გრაფტი.

4 მმ-იანი გრაფტი. ვინაიდან დღეს ასეთ გრაფტებს აღარავინ იყენებს, მის მისაღებად ჩვენ სპეციალურად დავამზადეთ 4მმ დიამეტრის ტროაკარი

ამ დროისთვის ნორმან ორიენტრაიხმა გამოაქვეყნა კონცეფცია “დონორული დომინანტის” შესახებ. მან დაასაბუთა, რომ გადანერგილი თმის ფოლიკული ინარჩუნებს იგივე ანატომიურ-ფიზიოლოგიურ თვისებებს, როგორიც მას ჰქონდა სადონორო არეში მდებარეობისას. ეს ნიშნავდა, რომ თმის ძირის ანატომიურ-ფუნქციონალური თვისებები არ იცვლება გადანერგვის პროცედურის შედეგად და რომ გადანერგილი თმა მუდმივია და არ ცვივა ისევე, როგორც სადონორო არეში მდებარე თმა. მაგრამ 4 მმ-იანი გრაფტებიდან ამოსული თმა ძალიან არაბუნებრივად გამოიყურებოდა, როგორც “თოჯინის თავი” ან “კბილის ჯაგრისი”.

4მმ დიამეტრის ტროაკარი და თანამედროვე 1,1 მმ დიამეტრის ტროაკარი FUE პროცედურისთვის

გასული საუკუნის 80-იან წლებში კარლოს უებელმა, ვალტერ უნგამ და რიხარდ შეილმა დაიწყეს ერთთმიანი გრაფტების გადანერგვა, რათა თავიდან აეცილებინათ “თოჯინის თავის” ეფექტი. ეს საკითხი განიხილებოდა მხოლოდ პირად საუბრებში და არ დაბეჭდილა სამეცნიერო ლიტერატურაში მანამ, სანამ 1980-იან წლებში არ იქნა გამოქვეყნებული ემანუელ მარიტის ნაშრომები. ამრიგად, ნორმან ორიენტრაიხის მიერ 4 მმ-იანი გრაფტის აღმოჩენიდან მხოლოდ 30 წლის შემდეგ ამერიკელმა ქირურგმა – Eემანუელ მარიტმა დაიწყო თმის გადანერგვა არა კანის კუნძულების, არამედ ერთი თმის ძირის შემცველი გრაფტების მეთოდით. მოგვიანებით ამ ზომის (0,8-1,0 მმ ) გრაფტების გადანერგვას მიკროგრაფტინგი ეწოდა.

დასაწყისში მიკროგრაფტინგს, ანუ ერთთმიანი გრაფტების გადანერგვას ბევრი ოპონენტი გამოუჩნდა. ძირითადი მიზეზი ის გახლდათ, რომ ეს მეთოდი ბევრ დროს და დიდ შრომას მოითხოვდა, მაგრამ მალევე მიკროგრაფტებმა სრულად ჩაანაცვლა 4 მმ-იანი გრაფტები.

“თოჯინის თავის” ეფექტი

1995-2000 წლებში, ამერიკელმა თმის ტრანსპლანტოლოგებმა რობერტ ბერნშტეინმა და უილიამ როსმანმა განავითარეს კონცეფცია ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაციის შესახებ. ამ კონცეფციაზე დაყრდნობით თმის ფოლიკულები ინერგება ფოლიკულური გაერთიანებების ფორმით, ანუ ისეთივე განაწილებით, როგორც ისინი ბუნებრივად არსებობენ თავის თმიან საფარველზე. ფოლიკულური გაერთიანება, იგივე გრაფტი, სკალპის მორფო-ფუნქციური ელემენტია. იგი შეიძლება იყოს ერთ, ორ ან სამ თმიანი, იშვიათად ოთხ თმიანი.

კეფის დანაწიბურება „ღია სადონორო მეთოდის“ შემდეგ.

ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია მაქსიმალურად ბუნებრივ შედეგებს იძლევა და ამცირებს თმის ძირების დანაკარგს ოპერაციის მიმდინარეობისას. დღეისათვის ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია თმის გადანერგვის “ოქროს სტანდარტათაა” აღიარებული. ეს მეთოდი გულისხმობს სადონორო მასალის მოპოვების საკმაოდ რთულ ტექნიკას და შემდგომ მათ დამუშავებას 3-8 ასისტენტის მიერ სპეციალური 20-ჯერადი გადიდების სტერეომიკროსკოპების ქვეშ. ამიტომაცაა რომ ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია საკმაოდ შრომატევადი და ძვირადღირებული პროცედურაა.

ერთთმიანი მიკროგრაფტები

მიუხედავად შესანიშნავი შედეგებისა, რასაც ამ მეთოდით ჩატარებული თმის გადანერგვის პროცედურა იძლევა, ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაციას ზონრის მეთოდით მაინც აქვს მცირეოდენი მინუსი. ამ მეთოდით კეფის არედან თმის ძირების მოპოვების შედეგად სადონორო არეში რჩება ხაზოვანი ნაწიბური. ზოგჯერ ნაწიბური იმდენად განიერია, რომ დისკომფორტს უქმნის პაციენტს.

ადამიანის სკალპის 50-ჯერადი გადიდებით დათვალიერებისას ჩანს როგორ ჯგუფჯგუფად, ფოლიკულური გაერთიანებების სახით იზრდება თმა

ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, იგივე ტანდემმა - რობერტ ბერნშტეინმა და უილიამ როსმანმა XX-XXI სს მიჯნაზე დანერგეს ახალი ტექნიკა, რომელსაც სახელად FOX პროცედურა ეწოდება. დღეისათვის მას ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქცია - FUE procedure ეწოდება. ფ.გ ექსტრაქცია გულისხმობს სადონორო არედან ფოლიკულური გაერთიანებების ინდივიდუალურ ექსტრაქციას პატარა 1,0 მმ-მდე დიამეტრის ტროაკარებით.

მელიკე კულახჩი, უილიამ როსმანი, რობერტ ბერნშტეინი და აკაკი წილოსანი

უნდა აღინიშნოს, რომ ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქციის მეთოდი (FUE) დაიბადა აზიაში, კერძოდ იაპონიაში. ექიმი ინაბა იყო ამ მეთოდის დამაარსებელი. მოგვიანებით იგივე ტექნიკა გამოიყენა ექიმმა ვუდსმა ავსტრალიაში. რიხარდ შეილის ხელშეწყობით ეს ტექნიკა მიწოდებული იქნა ბერშტეინ-როსმანის ტანდემისთვის და სწორედ მათ განავითარეს იგი ამერიკაში.

ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაციამ ამ საუკუნეშიც განიცადა ევოლუცია. ექიმმა მარიო მარზოლამ დანერგა სადონორო ჭრილობის ტრიქოფიტული დახურვის ტექნიკა, რომელიც კეფაზე დარჩენილ ხაზოვან ნაწიბურს შეუმჩნეველს ხდის მასში თმის ამოსვლის შედეგად.

აკაკი წილოსანი და მარსელო პიტჩონი

FUE მეთოდის განვითარებამ თმის ტრანსპლანტოლოგებს საშუალება მისცა სადონორო მასალად გამოეყენებინათ სხეულის თმა. ამ მეთოდს - BHT მეთოდი ეწოდა.

2004 წელს ბრაზილიელმა ქირურგმა – მარსელო პიტჩონმა დაიწყო გრძელი თმების გადანერგვა, რაც სრულიად ახალ ეტაპს წარმოადგენს თმის ტრანსპლანტოლოგიაში.

თანამედროვე თმის გადანერგვა დღესდღეობით წარმოდგენილია ყველა ზემოთჩამოთვლილი მეთოდით, კერძოდ: ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვა ზონრის (Strip) მეთოდით, ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვა მათი ექსტრაქციის (FUE) მეთოდით, BHT მეთოდით და გრძელი თმების გადანერგვის მეთოდით. ყველა მათგანი საუკეთესო შედეგებს იძლევა და აქვთ შესაბამისი ჩვენებები.

რობერტ ბერნშტეინი და აკაკი წილოსანი

მარიო მარზოლა

 
თმის აღდგენითი ქირურგიის მე-6  ბრაზილიის კონგრესი

თმის აღდგენითი ქირურგიის მე-6 ბრაზილიის კონგრესი

2016 წლის 24-27 აგვისტოს ქ. კურიტიბაში ჩატარდა ბრაზილიის თმის აღდგენითი ქირურგიის მე-6 კონგრესი, სადაც...
კლინიკა „თალიზი“-ს გუნდმა ჩაატარა მასტერკლასი სანკტ-პეტერბურგში

კლინიკა „თალიზი“-ს გუნდმა ჩაატარა მასტერკლასი სანკტ-პეტერბურგში

კლინიკა “თალიზის” გუნდმა, თმის ტრანსპლანტოლოგ ვაჟა ვადაჭკორიას ხელმძღვანელობით, ჩაატარა მასტერ კლასები...
თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

2012 წლის 28 აპრილს კლინიკა თალიზში ჩატარდა უნიკალური მასშტაბის ოპერაცია – 9688 ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვა...