თალიზი - თქვენი წარმატების საიდუმლო
  1. ჩვენი კლინიკები

    თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი დაარსდა 1998 წელს
    ქ. თბილისში


    ჩვენ ვართ ISHRS-ის წევრები. დღეისათვის ჩვენი მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოში, უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსიაში, სომხეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში და ინდოეთში.

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  2. გრძელი თმის გადანერგვა

    თალიზი ერთადერთი კლინიკაა ევროპაში, რომელიც გთავაზობთ გრძელი თმების გადანერგვას

    თმის ტრანსპლანტაციის სფეროში სრულიად ახალი მიმართულების, კერძოდ გრძელ თმიანი ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვის პიონერად ითვლება ბრაზილიელი ქირურგი - მარსელო პიტჩონი...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  3. FUT მეთოდი

    ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია - FUT (ზონრის) მეთოდი არის თმის გადანერგვის ძირითადი მეთოდი

    FUT მეთოდით საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვნერგავთ თმების რეკორდულ რაოდენობებს - 6000-მდე გრაფტს 5-6 საათში...

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  4. FUE მეთოდი

    FUE – მეთოდი არის თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

    თალიზი გთავაზობთ ფართომაშტაბიან FUE პროცედურებს - 4000-მდე გრაფტის გადანერგვას ერთი ოპერაციით...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  5. BHT მეთოდი

    სხეულიდან თმების გადანერგვა - BHT მეთოდი

    კეფაზე სუსტი სადონორო მარაგის პირობებში BHT მეთოდით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ დამატებითი გრაფტები სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან - წვერებიდან, მკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან და ბოქვენიდან...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    image
    ვრცლად
  6. სამედიცინო ტური

    სამედიცინო ტური თალიზში
    თალიზი ახორციელებს სამედიცინო ტურებს საქართველოში და გაძლევთ საშუალებას ჩაიტაროთ თმის გადანერგვა ჩვენს სათაო კლინიკაში...

    ვრცლად

თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები - გასულია 6 თვე

2012 წლის 28 აპრილს კლინიკა თალიზში განხორციელდა უნიკალური მასშტაბის ოპერაცია – 9688 ფოლიკულური გაერთიანების (გრაფტი) გადანერგვა, რომელიც მიმდინარეობდა 11 საათის განმავლობაში. აქამდე მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ოპერაცია ჩატარებული იყო კანადურ კლინიკა Hasson & Wong –ში 9168 გრაფტის გადანერგვა 15 საათში.

ნებისმიერი რეკორდის საფუძველი დაუღალავ შრომაში, მომზადებაში, გამოცდილებასა და ნაწილობრივ იღბლიან შემთხვევაში მდგომარეობს. ოპერაციის წარმატების ფორმულა თალიზის პერსონალის გამოცდილება და პაციენტის სადონორო ზონის განსაკუთრებული შესაძლებლობები აღმოჩნდა.

მედიცინის თვითმიზანი არ შეიძლება იყოს რეკორდი, მთავარი და ძირითადი მიღებული შედეგია. ზუსტად მასზეა ორიენტირებული პაციენტი და კლინიკა.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ოპერაცია გახლდათ დიდ მასშტაბიანი და საკმაოდ ტრავმული, ჩვენ შედეგს ველოდებოდით იმაზე დაგვიანებით, ვიდრე სხვა შემთხვევაში ვღებულობთ. მაგრამ მოხდა საოცრება - 6 თვის შემდეგ ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს წარმოგიდგინოთ უნიკალური მასშტაბის ოპერაციის ამ დროისთვის არსებული შედეგი.

ფოტოები გადაღებულია ოპერაციის წინ და უშუალოდ ოპერაციიის დასრულებისას. სარეციპიენტო ზონაში მიკროხვრელების ფორმირების თანამედროვე მეთოდმა მედიკოსებს საშუალება მისცა მიეღწიათ თმის ტრანსპლანტაციის ასეთი სიხშირისთვის. ანესთეზიის უნიკალურმა მეთოდმა პაციენტისთვის ოპერაციის მიმდინარეობა აბსოლუტურად უმტკივნეულო გახადა და ამასთანავე გაუადვილა პოსტოპერაციული პერიოდი.

ჩვეულებრივ 2-4 კვირის ვადაზე პაციენტი კარგავს გადანერგილი თმის 80-90 %, რომელიც ცვივა და შემდეგ იწყება ახალი თმის ამოსვლა. ეს ნორმალური პროცესია. ჩვენი რეკორდის გმირს ეს ინდექსი მნიშვნელოვნად დაბალი აღმოაჩნდა. ნაკერი სადონორო არეში ჯერ კიდევ შესამჩნევია. პოსტოპერაციული ნაწიბურის ჩამოყალიბება ესესაა დაიწყო.

თმის გადანერგვიდან 1 კვირის შემდეგ

თმის გადანერგვიდან 1 კვირის შემდეგ

თმის გადანერგვიდან 1 თვის შემდეგ

თმის გადანერგვიდან 1 თვის შემდეგ

სადონორო არე ოპერაციიდან 1 თვის შემდეგ

სადონორო არე ოპერაციიდან 1 თვის შემდეგ

ოპერაციიდან 2-3-4 თვის შემდეგ - ნაწიბური შეიმჩნევა თმებში მხოლოდ თმის მოკლედ შეჭრის შემთხვევაში. ნაწიბური ჩამოყალიბების სტადიაშია, მასში თმები იწყებს ზრდას და თანდათანობით ნაკლებად შესამჩნევი ხდება.

თმის გადანერგვიდან 2 თვის შემდეგ

თმის გადანერგვიდან 2 თვის შემდეგ

სადონორო ზონა თმის გადანერგვიდან 2 თვის შემდეგ

სადონორო ზონა თმის გადანერგვიდან 2 თვის შემდეგ

ჩვეულებრივ გადანერგილი თმის ამოსვლა იწყება II–IV თვის ვადაზე. თმის ამოსვლის პერიოდში ხშირად აღინიშნება სკალპის გაღიზინება.

თმის გადანერგვიდან 3 თვის შემდეგ

თმის გადანერგვიდან 3 თვის შემდეგ

სადონორო არე თმის გადანერგვიდან 3 თვეში

სადონორო არე თმის გადანერგვიდან 3 თვეში

თმის გადანერგვიდან 4 თვე

თმის გადანერგვიდან 4 თვე

თმის გადნერგვიდან 5 თვე

თმის გადნერგვიდან 5 თვე

6 თვის ვადაზე ჩვეულებრივ ჩვენ ვიღებთ ოპერაციის შედეგის ნახევარს - 50-60% ზრდას გადანერგილი გრაფტებისა. როგორც უკვე აღვნიშნეთ ყველა პროცესი ამ პაციენტის შემთხვევაში მიდის სწრაფად და შედეგიანად. ჯერ საბოლოო შედეგზე საუბარი ადრეა, მაგრამ არ შეიძლება არ აღინიშნოს რომ ჩვენს წინაშე აბსოლუტურად სხვა ადამიანია.

6 თვე თმის გადანერგვიდან

6 თვე თმის გადანერგვიდან

6 თვე თმის გადანერგვიდან

6 თვე თმის გადანერგვიდან

6 თვე თმის გადანერგვიდან

ჩვენ დავუკავშირდით პაციენტს და ვთხოვეთ კომენტარი გაეკეთებინა არსებულ შედეგთან დაკავშირებით. აი რა გვიპასუხა მან:

შედეგი შესანიშნავია! გარეგნულად რადიკალურად შევიცვალე! ჩემთვის რთულია ამ ეტაპზე საკუთარი თავი თმის გარეშე წარმოვიდგინო! ბევრი ისეთი ნაცნობი, რომელიც დიდი ხანია არ მინახავს, შეხვედრისას ვერ მცნობს. მართალია, თქვენ ამ შედეგს დასაწყისს უწოდებთ, მე ვთვლი რომ ეს უკვე არაჩვეულებრივია. ოპერაციის წინ მე ვნახე პაციენტების სურათები და მეუბნებოდნენ რომ შედეგი კარგი მექნებოდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ ასეთს არ ველოდი. ახლა გამოვიყურები ისევე როგორც 20 წლის წინ. ვაცნობიერებ, რამდენად ბუნებრივად გამოვიყურები ახლა და რამდენად არაბუნებრივი ვიყავი ოპერაციამდე. ჩემი კეთილი რჩევა თქვენს მკითხველებს: არ დანებდეთ და ყოველთვის მოინდომეთ მაქსიმუმი, ამის შესაძლებლობას კლინიკა „თალიზი“იძლევა.

თმის გადანერგვამდე

თმის გადანერგვამდე
 

თმის გადანერგვიდან 6 თვის შემდეგ

თმის გადანერგვიდან 6 თვის შემდეგ

 
თმის აღდგენითი ქირურგიის მე-6  ბრაზილიის კონგრესი

თმის აღდგენითი ქირურგიის მე-6 ბრაზილიის კონგრესი

2016 წლის 24-27 აგვისტოს ქ. კურიტიბაში ჩატარდა ბრაზილიის თმის აღდგენითი ქირურგიის მე-6 კონგრესი, სადაც...
კლინიკა „თალიზი“-ს გუნდმა ჩაატარა მასტერკლასი სანკტ-პეტერბურგში

კლინიკა „თალიზი“-ს გუნდმა ჩაატარა მასტერკლასი სანკტ-პეტერბურგში

კლინიკა “თალიზის” გუნდმა, თმის ტრანსპლანტოლოგ ვაჟა ვადაჭკორიას ხელმძღვანელობით, ჩაატარა მასტერ კლასები...
თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

2012 წლის 28 აპრილს კლინიკა თალიზში ჩატარდა უნიკალური მასშტაბის ოპერაცია – 9688 ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვა...