თალიზი - თქვენი წარმატების საიდუმლო
  1. ჩვენი კლინიკები

    თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი დაარსდა 1998 წელს
    ქ. თბილისში


    ჩვენ ვართ ISHRS-ის წევრები. დღეისათვის ჩვენი მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოში, უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსიაში, სომხეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში და ინდოეთში.

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  2. გრძელი თმის გადანერგვა

    თალიზი ერთადერთი კლინიკაა ევროპაში, რომელიც გთავაზობთ გრძელი თმების გადანერგვას

    თმის ტრანსპლანტაციის სფეროში სრულიად ახალი მიმართულების, კერძოდ გრძელ თმიანი ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვის პიონერად ითვლება ბრაზილიელი ქირურგი - მარსელო პიტჩონი...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  3. FUT მეთოდი

    ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია - FUT (ზონრის) მეთოდი არის თმის გადანერგვის ძირითადი მეთოდი

    FUT მეთოდით საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვნერგავთ თმების რეკორდულ რაოდენობებს - 6000-მდე გრაფტს 5-6 საათში...

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  4. FUE მეთოდი

    FUE – მეთოდი არის თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

    თალიზი გთავაზობთ ფართომაშტაბიან FUE პროცედურებს - 4000-მდე გრაფტის გადანერგვას ერთი ოპერაციით...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  5. BHT მეთოდი

    სხეულიდან თმების გადანერგვა - BHT მეთოდი

    კეფაზე სუსტი სადონორო მარაგის პირობებში BHT მეთოდით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ დამატებითი გრაფტები სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან - წვერებიდან, მკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან და ბოქვენიდან...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    image
    ვრცლად
  6. სამედიცინო ტური

    სამედიცინო ტური თალიზში
    თალიზი ახორციელებს სამედიცინო ტურებს საქართველოში და გაძლევთ საშუალებას ჩაიტაროთ თმის გადანერგვა ჩვენს სათაო კლინიკაში...

    ვრცლად

თმის გადანერგვის რომელი მეთოდია საუკეთესო?

ეს კითხვა ხშირად ისმის როგორც ჩვენი პაციენტებისგან კონსულტაციებზე, ისე ჩვენი ახალგაზრდა კოლეგებისგან, რომლებიც თმის გადანერგვის სასწავლად ჩამოდიან ტრენინგებზე “თალიზში” და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, გამოცდილ თმის ტრანსპლანტოლოთა სიმპოზიუმებზეც. მიუხედავად მრავალწლიანი გამოცდილებისა (FUT მეთოდს ვიყენებთ 1998 წლიდან, FUE მეთოდს 2003 წლიდან, BHT – მეთოდს 2006 წლიდან და გრძელი თმის გადანერგვის მეთოდს 2011 წლიდან) პირდაპირ გვინდა განვაცხადოთ, რომ ცალსახა პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. უფრო მეტიც, საკითხის ასე დაყენება მიგვაჩნია არასწორად. დღეისათვის შეუძლებელია უპირატესობა მიენიჭოს თმის გადანერგვის ერთ მეთოდს. თმის ტრანსპლანტაციის ყველა მეთოდი შედეგიანია და აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ჩვენებები და უკუჩვენებები.

FUT – ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაციის (ზონრის) მეთოდი დღეისათვის თმის გადანერგვის ძირითადი და ყველაზე გავრცელებული მეთოდია, რომლის დროსაც სადონორო მასალის მოპოვება ხდება კეფის არედან ელიფსური ფორმის ზონრის სახით. მისი უპირატესობებია:

  • სისწრაფე – FUT (ზონრის) მეთოდით გამოცდილი და მრავალრიცხოვანი ქირურგიული ბრიგადები დროის მცირე მონაკვეთში (ჩვეულებრივ 3-4 სთ-ში) ნერგავენ გრაფტების გაცილებით დიდ რაოდენობას ვიდრე FUE და BHT მეთოდების დროს.
  • საჭიროების შემთხვევაში ერთი ოპერაციის დროს FUT მეთოდით შესაძლებელია გადაინერგოს, როგორც წესი, გრაფტების უფრო დიდი რაოდენობა, ვიდრე FUE მეთოდის დროს.
  • ერთნაირი სადონორო მარაგის არსებობისას FUT მეთოდი კეფის სადონორო ზონის უფრო ოპტიმალური ექსპლუატაციის საშუალებას იძლევა, ვიდრე FUE მეთოდიკა. FUT მეთოდით შესაძლებელია ერთი ან რამოდენიმე ოპერაციული სესიით მოვიპოვოთ გრაფტების გაცილებით დიდი რაოდენობა, ვიდრე FUE მეთოდის დროს. მაგ: მაღალი ხარისხის თმის ცვენისას (ნორვუდის VI-VII კლასები) FUT მეთოდით პაციენტის პერმანენტული სადონორო მარაგიდან შესაძლებელია რამოდენიმე ოპერაციის შედეგად ამოვიღოთ 7000-12000 გრაფტი, მაშინ როდესაც FUE მეთოდით მხოლოდ 4000-6000 გრაფტი.
  • ფოლიკულების დაზიანების (ტრანსექციის) სიხშირე FUT მეთოდის დროს მინიმალურია და დღეისათვის გამოცდილი ქირურგისა და მისი ასისტენტების მიერ სადონორო მასალის მოპოვების და დამუშავების თანამედროვე მეთოდების გამოყენების (ღია სადონორო მეთოდი, სტერეომიკროსკოპული ტექნოლოგია) პირობებში 3%-ზე ნაკლებია (ანუ ყოველი გადასანერგად მოპოვებული 100 თმის ძირიდან მხოლოდ 3-ია გადაჭრილი). FUE მეთოდის დროს ეს მაჩვენებელი, როგორც წესი, რამდენჯერმე მაღალია.
  • FUT მეთოდით გადანერგილი გრაფტების (ფოლიკულების) სიცოცხლისუნარიანობა კარგადაა შესწავლილი და ბევრი ავტორის აზრით უფრო მაღალია (უახლოვდება 100%), რასაც ვერ ვიტყვით FUE გრაფტებზე. აშკარაა, რომ FUE პროცედურა შეიცავს გრაფტების ამოღებისა და იმპლანტაციის დროს მათი ტრავმირების მეტ რისკს, ვიდრე FUT პროცედურა. FUE გრაფტებში ფოლიკულები მოკლებულია მათ გარშემო შემაერთებელ ქსოვილს და უფრო გაშიშვლებულია. თუმცა ბევრი ავტორის აზრით FUE გრაფტები ხასიათდებიან არანაკლები სიცოცხლისუნარიანობით ვიდრე FUT გრაფტები. ა. წილოსანის მიერ ჯერ კიდევ 2004 წელს ჩატარებული კვლევა “FOX – გრაფტების სიცოცხლისუნარიანობა” (იხ. გვერდი) იყო FUE გრაფტების სიცოცხლისუნარიანობის შემსწავლელი პირველი კვლევა მსოფლიოში, რომელმაც აჩვენა, რომ FUT და FUE გრაფტებს თანაბარი სიცოცხლისუნარიანობა გააჩნიათ.
  • და ბოლოს, ვინაიდან FUT მეთოდით წარმოებული ოპერაციის დროს მასში განივთებულია ქირურგთა ასისტენტების შრომა, მისი ღირებულება უფრო დაბალია ვიდრე FUE პროცედურის.

FUT მეთოდის მთავარი ნაკლი მდგომარეობს იმაში, რომ მის შემდეგ კეფის არეში რჩება ხაზოვანი ნაწიბური. მართალია სადონორო ჭრილობის თანამედროვე ტრიქოფიტული დახურვის პირობებში ეს ნაწიბური უხშირესად შეუმჩნეველია, მაგრამ თმების ძალიან მოკლედ შეჭრის და მითუმეტეს გადაპარსვის შემთხვევაში ის უმეტესად შესამჩნევი ხდება. FUT პროცედურის სუსტი მხარეა აგრეთვე შედარებით დისკომფორტული პოსტოპერაციული პერიოდი (მცირედი ტკივილი, მოქაჩვის შეგრძნება და დაბუჟება კეფის არეში, ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვა 2-3 კვირის განმავლობაში).

FUE (ფოლიკულური გაერთიანებებების ექსტრაქცია) მეთოდი წარმოადგენს თმის ტრანსპლანტაციის ნაკლებად ინვაზიურ მეთოდს, როდესაც სადონორო მასალის მოპოვება ხდება ცალკეული ფოლიკულური გაერთიანებების სახით ყოველგვარი განაკვეთების და ნაკერების გარეშე.

  • FUE მეთოდის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ იგი არ ტოვებს ხაზოვან ნაწიბურს კეფის არეში და გრაფტების ექსტრაქციის შემდეგ განვითარებული წერტილოვანი მიკრონაწიბურები და დეპიგმენტიზაცია ნაკლებად შესამჩნევია თმების ძალიან მოკლედ შეჭრის და ხშირად გადაპარსვის დროსაც.
  • FUE მეთოდი გაცილებით ნაკლებინვაზიურია, ვიდრე FUT მეთოდი, შედეგად პოსტოპერაციული დისკომფორტი FUE პროცედურებისას ნაკლებია.
  • FUE მეთოდით თმები კეფის არეში სადონორო მარაგის ნაკლებობისას შეიძლება მოპოვებულ იქნას სხეულის სხვა და სხვა ადგილებიდან (წვერი, გულმკერდი, ფეხები, ბოქვენი) - BHT მეთოდი.
  • FUE პროცედურის დროს გრაფტები, როგორც წესი შეიცავს უფრო მეტ ფოლიკულს, ვიდრე FUT მეთოდისას. ამის მიზეზი არის ის, რომ ქირურგი FUE პროცედურის დროს ძირითადში უმიზნებს და ცდილობს ამოიღოს მრავლიანი გრაფტი (3-4 თმის ძირის შემცველი ფოლიკულური გაერთიანება). J.Cole -ის კვლევებმა გვიჩვენა, რომ გამოცდილი ქირურგის მიერ ჩატარებული FUE პროცედურის დროს თმა/გრაფტის თანაფარდობა 3-ს უახლოვდება მაშინ, როდესაც - FUT მეთოდის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 2-ია.

FUE მეთოდის უარყოფით მხარეებს წარმოადგენს:

  • FUE პროცედურები FUT ოპერაციებზე უფრო ხანგრძლივია, ვინაიდან ყოველი გრაფტის მოპოვება (ექსტრაქცია) ხდება სათითაოდ.
  • FUE მეთოდით კეფის არიდან მოიპოვება გრაფტების გაცილებით ნაკლები რაოდენობა, ვიდრე ეს შესაძლებელია FUT მეთოდის გამოყენებისას. FUE ტექნიკა მოითხოვს უფრო ხშირ და ვრცელ სადონორო ზონას.
  • FUE მეთოდის დროს ფოლიკულების ტრანსექციის სიხშირე რამდენჯერმე მაღალია, ვიდრე FUT მეთოდის დროს და არახელსაყრელ შემთხვევებში აღწევს 10-15%.
  • FUE გრაფტები ექსტრაქციისა და იმპლანტაციისას განიცდიან უფრო მეტ ტრავმატიზმს, ვიდრე FUT გრაფტები, შედეგად საჭიროებენ უფრო სათუთ მოპყრობას ასისტენტების მიერ და სავარაუდოა, რომ ხასიათდებიან უფრო დაბალი სიცოცხლისუნარიანობით.
  • ვინაიდან FUE მეთოდით ჩატარებული ოპერაციების დროს მათში განივთებულია უპირატესად ექიმების შრომა, FUE პროცედურების ღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე FUT ოპერაციებისა. თუ FUE-მეთოდით ჩატარებული ოპერაციები ძალიან იაფია, საეჭვოია, რომ მას არა ექიმები, არამედ ქირურგის ასისტენტები (ექთნები) აკეთებენ, რაც ყველა ქვეყანაში კანონის დარღვევად ითვლება.

გრძელი თმის გადანერგვა - გრძელი თმის გადანერგვა არის FUT მეთოდის სრულყოფილი ვერსია, როდესაც გრაფტები (თმის ძირების შემცველი ქსოვილები) ინერგება არა 2მმ-მდე შეჭრილი, არამედ გრძელი (3-8სმ და მეტი სიგრძის) თმებითურთ.

გრძელი თმის გადანერგვის ყველა იმ უპირატესობასთან ერთად, რაც FUT მეთოდს ახასიათებს (სისწრაფე, ერთი ოპერაციის დროს გადანერგილი გრფტების დიდი რაოდენობა, სადონორო მარაგის ოპტიმალური ექსპლუატაციის საშუალება, გადანერგვისას ფოლიკულების დაზიანების (ტრანსექციის) უკიდურესად დაბალი პროცენტი და გადანერგილი გრაფტების მაღალი სიცოცხლისუნარიანობა) აქვს შემდეგი ძლიერი დადებითი მხარეები:

  • ჩვეულებრივი თმის გადანერგვის ოპერაციების დროს (FUT და FUE) გრაფტების იმპლანტაცია ხდება ქირურგის გამოცდილებისა და ოპერაციის წინა გეგმის შესაბამისად, მაგრამ პრაქტიკულად ბრმად: ქირურგი აკეთებს მიკროხვრელებს ისეთი სიხშირით და დახრით, რომელიც მიაჩნია სწორად, ხოლო ქირურგის ასისტენტები ამ მიკროხვრელებში სვამენ ფოლიკულების შემცველ ქსოვილებს - გრაფტებს, საიდანაც 3 თვიდან იწყება თმების ამოსვლა. როგორ უნდა ამოვიდეს თმა და რა შედეგს მიიღებს გადანერგვით, ქირურგმა შეიძლება მხოლოდ წარმოიდგინოს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით. ვერც ქირურგი, ვერც მისი ასისტენტები და ვერც პაციენტი ვერ ხედავენ შედეგს - თმებს, მათ წინაშეა მხოლოდ მრავალი ნაჩხვლეტით დაფარული წითელი თავი. გრძელი თმის გადანერგვისას ქირურგი ოპერაციის პროცესშივე ხედავს იმ შედეგს, რაც უნდა დადგეს გადანერგვის შემდეგ და უფრო ზუსტად ანაწილებს გადასანერგ თმებს, სწორედ საზღვრავს მათ მიმართულებასა და სიხშირეს და აღწევს მაქსიმალურ ბუნებრივ შედეგს).
  • გრძელი თმის გადანერგვა პაციენტს აძლევს საშუალებას ოპერაციის დამთავრებისთანავე დაინახოს შედეგი, რაზედაც ოცნებობდა წლების განმავლობაში და რისთვისაც გაიკეთა ოპერაცია. ეს დადებითი ემოცია გადანერგილი თმის წარმატებული ზრდის იდეალურ პროგრამას წარმოადგენს.
  • გრძელი თმის გადანერგვის დიდი უპირატესობაა სრულიად შეუმჩნეველი პოსტოპერაციული პერიოდი: პაციენტი კლინიკას ტოვებს დასრულებული შედეგით, დავარცხნილი თმით, ოპერაციული ჩარევის ყოველგვარი კვალის - ნახვევების, შეშუპებების, სისხლნაჟღენთების და ფუფხების გარეშე. ხშირია შემთხვევები როდესაც ოპერაციის შემდეგ პაციენტები პირდაპირ წასულან მნიშვნელოვან საქმიან შეხვედრებზე, და ყველასათვის შეუმჩნეველი დარჩენილა, რომ მან ეს ესაა გაიკეთა თმის გადანერგვის ოპერაცია.

გრძელი თმის გადანერგვის სხვა უპირატესობებს წარმოადგენს:

  • თმის საბოლოო ზრდის უფრო ზუსტი განსაზღვრა გამოხატული პროცენტებში.
  • ქირურგის მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ოპერაციის დროს გადანერგილი თმის ოპტიმალური სიხშირის განსაზღვრა.
  • თმის გადანერგვის პროცედურაში პაციენტის მონაწილეობის გაზრდილი შესაძლებლობა.
  • გადანერგილი თმის სუსტი ზრდის შემთხვევაში პაციენტის მხრიდან მისი გამომწვევი მიზეზის უფრო ღრმა გაცნობიერება.
  • იდეალური სიხშირის ინტერაქტიული განსაზღვრა დამაკმაყოფილებელი სიხშირის კონცეფციის გამოყენებით.
  • პაციენტის მიერ სადონორო რესურსების შენარჩუნების მნიშვნელობის გაცნობიერება, რათა მიღწეული იქნეს მაქსიმალურად კარგი შედეგი.

გრძელი თმის გადანერგვას, როგორც FUT მეთოდიკას, აქვს ერთადერთი ნაკლი - მის შემდეგ კეფაზე რჩება ხაზოვანი ნაწიბური, თუმცა სადონორო ზონრის მოპოვების და ჭრილობის დახურვის თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით (ღია დონორული მეთოდი და ტრიქოფიტული დახურვა) ეს ნაწიბური პრაქტიკულად შეუმჩნეველია.

გრძელი თმის გადანერგვის ოპერაციები მოითხოვს ქირურგისა და ქირურგის ასისტენტების მაღალ პროფესიონალიზმს და დიდ გამოცდილებას, იგი გაცილებით შრომატევადი პროცესია, ვიდრე თმის გადანერგვის სხვა მეთოდები და, შესაბამისად, ძვირადღირებულიც.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ნათელია, რომ FUT მეთოდი არ გამოდგება კელოიდური ან ჰიპერტროფიული ნაწიბურების განვითარებისადმი მიდრეკილი პაციენტებისათვის, აგრეთვე იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც თმის გადანერგვის მერეც სურთ გადაიპარსონ ხოლმე თავი ან ატარონ ძალიან მოკლე ვარცხნილობა. მათთვის ნაჩვენებია FUE ტექნიკა და პირიქით, იმ პაციენტებისათვის, რომლებიც თმებს ინერგავენ რათა ატარონ გრძელი ვარცხნილობა, განსაკუთრებით მაღალი ხარისხის თმის ცვენის დროს (V-VII კლასები ნორვუდის მიხედვით), უმჯობესია გამოყენებულ იქნეს FUT მეთოდი. თუ პაციენტი აქცენტს აკეთებს შედეგის მაქსიმალურ ბუნებრიობაზე, ან მისთვის მნიშვნელოვანია სრულიად შეუმჩნეველი პოსტოპერაციული პერიოდი, აპირებს ატაროს გრძელი ვარცხნილობა და, ამავდროულად, ოპერაციის წინ კეფაზე თმები მოზრდილი აქვს, მისთვის იდეალურია გრძელი თმების გადანერგვის მეთოდი. ბურებრივია BHT მეთოდის ჩვენებას წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ კეფის არეში სადონორო მარაგის ნაკლებობა მაღალი ხარისხის თმის ცვენის დროს.

 
თმის აღდგენითი ქირურგიის მე-6  ბრაზილიის კონგრესი

თმის აღდგენითი ქირურგიის მე-6 ბრაზილიის კონგრესი

2016 წლის 24-27 აგვისტოს ქ. კურიტიბაში ჩატარდა ბრაზილიის თმის აღდგენითი ქირურგიის მე-6 კონგრესი, სადაც...
კლინიკა „თალიზი“-ს გუნდმა ჩაატარა მასტერკლასი სანკტ-პეტერბურგში

კლინიკა „თალიზი“-ს გუნდმა ჩაატარა მასტერკლასი სანკტ-პეტერბურგში

კლინიკა “თალიზის” გუნდმა, თმის ტრანსპლანტოლოგ ვაჟა ვადაჭკორიას ხელმძღვანელობით, ჩაატარა მასტერ კლასები...
თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

2012 წლის 28 აპრილს კლინიკა თალიზში ჩატარდა უნიკალური მასშტაბის ოპერაცია – 9688 ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვა...