პაციენტის სურვილისა და შერჩევის მიხედვით, კლინიკა ორგანიზებას უკეთებს უფასო, ერთდღიან ტურისტულ ტურს, რომლის დროსაც პაციენტს საშუალება ეძლევა გაეცნოს როგორც თბილისის ღირშესანიშნაობებს (სახელმწიფო მუზეუმი, გოგირდის აბანოები, ნარიყალას ციხესიმაგრე, წმ.სამების საკათედრო ტაძარი, ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ), ასევე საქართველოს ძველ სატახტო ქალაქ მცხეთას. შესაძლებელია კლდეში ნაკვეთი უძველესი ქალაქის - უფლისციხის მონახულებაც და ი.ბ. სტალინის სახლ-მუზეუმის დათვალიერება ქ.გორში (80 კმ თბილისიდან), ან პიკნიკის მოწყობა საკურორტო-სათხილამურო დასახლება გუდაურში კავკასიონის მთაგრეხილების შესანიშნავი ხედების დათვალიერებით. პაციენტის მოთხოვნის გათვალისწინებით, შესაძლებელია ტურის ორგანიზება მისთვის სასურველი საქართველოს სხვა ისტორიული თუ კულტურული ადგილების მოსანახულებლად.