თალიზი - თქვენი წარმატების საიდუმლო
  1. ჩვენი კლინიკები

    თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი დაარსდა 1998 წელს
    ქ. თბილისში


    ჩვენ ვართ ISHRS-ის წევრები. დღეისათვის ჩვენი მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოში, უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსიაში, სომხეთში, ინდოეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში და პაკისტანში.

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  2. გრძელი თმის გადანერგვა

    თალიზი ერთადერთი კლინიკაა ევროპაში, რომელიც გთავაზობთ გრძელი თმების გადანერგვას

    თმის ტრანსპლანტაციის სფეროში სრულიად ახალი მიმართულების, კერძოდ გრძელ თმიანი ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვის პიონერად ითვლება ბრაზილიელი ქირურგი - მარსელო პიტჩონი...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  3. FUT მეთოდი

    ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია - FUT (ზონრის) მეთოდი არის თმის გადანერგვის ძირითადი მეთოდი

    FUT მეთოდით საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვნერგავთ თმების რეკორდულ რაოდენობებს - 6000-მდე გრაფტს 5-6 საათში...

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  4. FUE მეთოდი

    FUE – მეთოდი არის თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

    თალიზი გთავაზობთ ფართომაშტაბიან FUE პროცედურებს - 4000-მდე გრაფტის გადანერგვას ერთი ოპერაციით...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  5. BHT მეთოდი

    სხეულიდან თმების გადანერგვა - BHT მეთოდი

    კეფაზე სუსტი სადონორო მარაგის პირობებში BHT მეთოდით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ დამატებითი გრაფტები სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან - წვერებიდან, მკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან და ბოქვენიდან...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    image
    ვრცლად
  6. ტრიქოპიგმენტაცია

    თალიზი გთავაზობთ ტრიქოპიგმენტაციის ტექნოლოგიას

    ტრიქოპიგმენტაცია - არის პროცედურა, რომელიც გულისხმობს სპეციფიკური პიგმენტის შეყვანას კანის მაქსიმალურად ზედაპირულ შრეში...

    ვრცლად
  7. სამედიცინო ტური

    სამედიცინო ტური თალიზში
    თალიზი ახორციელებს სამედიცინო ტურებს საქართველოში და გაძლევთ საშუალებას ჩაიტაროთ თმის გადანერგვა ჩვენს სათაო კლინიკაში...

    ვრცლად

ტრიქოპიგმენტაცია

ტრიქოპიგმენტაცია კოსმეტიკური პროცედურაა, რომელიც გულისხმობს სპეციფიკური პიგმენტის შეყვანას კანის ზედაპირულ შრეში სპეციალური აპარატურის და აღჭურვილობის გამოყენებით. ტრიქოპიგმენტაცია აბსოლუტურად განსხვავდება ტატუირებისაგან, რადგან პიგმენტის შეყვანა ხდება კანის ზედაპირულ შრეში მაქსიმალურად ბუნებრივი შედეგის, ფერის და პიგმენტების განაწილების უზრუნველსაყოფად.

ყველანი ვიცვლებით დროსთან ერთად, ამიტომ მიღებული შედეგი გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიძლება აღარ ჩაითვალოს ბუნებრივად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტრიქოპიგმენტაციის ეფექტი არ არის სამუდამო. იგი დროებითია და ტატუირებისგან განსხვავებით 1,5-2 წელი ნარჩუნდება. ეს ტექნიკა აბსოლუტურად უსაფრთხო, უმტკივნეულო და ნაკლებინვაზიურია.

ტრიქოპიგმენტაცია იგივე პროცესია, რაც სკალპის მიკროპიგმენტაცია, რომლის შემთხვევაშიც სპეციალისტი კანქვეშ პიგმენტის შეყვანით ქმნის ბუნებრივი თმის ფოლიკულის იმიტაციას. პროცედურით შესაძლებელია მივიღოთ გადაპარსული თმის ვიზუალი ან არსებულ გრძელ თმებს შორის მოხდეს კანის გამუქება ხაზოვანი პიგმენტაციით თმის გახშირების და შევსების ეფექტის მისაღწევად. ტრიქოპიგმენტაციასა და სკალპის მიკროპიგმენტაციისას გამოიყენება სხვადასხვა პიგმენტი. ტრიქოპიგმენტაციისას გამოიყენება ჰიდროფილური პიგმენტი.

 

როდის არის ნაჩვენები მიკროპიგმენტაცია?

  • ქალბატონების და მამაკაცების გენეტიკური თმის ცვენისას;
  • არსებული თმის სიხშირის ვიზუალური გაუმჯობესებისათვის;
  • ნაწიბურის დასაფარად;
  • სხვადასხვა სახის ალოპეციების დროს;
  • მათთვის ვისაც გაკეთებული აქვს ან გეგმავს თმის გადანერგვას;
  • მათთვის ვინც აღარ ითვლება თმის გადანერგვის კანდიდატად;

გადაპარსული თმის იერის იმიტაცია

გამელოტებული მამაკაცებისთვის ტრიქოპიგმენტაცია გადაპარსული თმის იერის იმიტაციის მისაღწევი ყველაზე სასურველი და გავრცელებული არაოპერაციული პროცედურა. პიგმენტის შეყვანა კანქვეშ საკმაოდ ბუნებრივ კოსმეტიკურ შედეგს იძლევა, მიმსგავსებულია თმის ფოლიკულს და ესთეტიკურად მომხიბვლელია.

 

Tricopihgmentation

 

ნაწიბურის კორექცია

ტრიქოპიგმენტაცია წარმატებით გამოიყენება პოსტოპერაციული, პოსტტრავმული და დამწვრობის შემდგომი ნაწიბურების კორექციისათვის. ტრიქოპიგმენტაცია კარგად ფარავს ნაწიბურის მქონე არეს და კოსმეტიკურად საკმაოდ კარგ ეფექტს იძლევა. მისი გამოყენება ასევე წარმატებით ხდება თმაგადანერგილ პაციენტებში, სადონორო არეზე. როგორც ზონრის მეთოდით ნაოპერაციები პაციენტის ხაზოვანი ნაწიბურის, ასევე ექსტრაქციის მეთოდით ნაოპერაციები პაციენტის წერტილოვანი ნაწიბურებისათვის. მეთოდი თავისთავად ნაკლებ ინვაზიური და უმტკივნეულოა.

Tricopihgmentation

 

კოსმეტიკური სიხშირის და შევსების იმიტაცია

შესაძლებელია თუ არა ტრიქოპიგმენტაცია გაკეთებული იქნას გრძელ თმებში? მე არ მაქვს სურვილი და არ ვაპირებ ვატარო გადაპარსული თმა. არის თუ არა რამე საშუალება, რომ სწრაფი და მარტივი მეთოდით შევძლო კოსმეტიკური ეფექტის შექმნა და შენარჩუნება?

დიახ! ეს შესაძლბელია ტრიქოპიგმენტაციით. გრძელ თმებში პიგმენტის შეყვანით ჩვენ ვიღებთ სიხშირისა და შევსების იმიტაციას აბსოლუტურად უმტკივნეულო და ნაკლებინვაზიური საშუალებით. ტრიქოპიგმენტაციის გაკეთება არ საჭიროებს თმის გადაპარსვას.

Tricopihgmentation

კლინიკა „თალიზი”-ში ვიყენებთ საუკეთესო, ყველაზე მაღალი სტანდარტის პიგმენტებსა და აპარატურას. სიამაყით გვინდა ვახსენოთ Beauty Medical International- ი, რომელიც ექსკლუზიურად გვამარაგებს ტრიქოპიგმენტაციის მასალებით. ჩვენთან შემოთავაზებული ექსკლუზიური მიკროპიგმენტაციის ტექნიკა გულისხმობს სპეციალური პიგმენტების შეყვანას სკალპის ზედაპირულ შრეში, გადაპარსული თმის ან არსებული გრძელი თმების გახშირების იმიტაციისთვის. ტრიქოპიგმენტაციით მკურნალობა ნაჩვენებია სხვადასხვა ეტიოლოგიის თმის ცვენის მქონე პაციენტებისთვის. ასევე შესაძლოა გამოყენებული იქნეს როგორც პოსტოპერაციული, პოსტტრავმული და დამწვრობის შემდგომი ნაწიბურების შენიღბვისა და კორექციისათვის.

 
კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

22 და 23 სექტემბერს კლინიკა თალიზმა არსებობის 20 წლის იუბილე აღნიშნა. დაარსებისას ის კავკასიის რეგიონის მასშტაბით პირველი თმის გადანერგვის კლინიკა გახლდათ...
აზიის თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების მე-6 წლიური სამეცნიერო კონგრესი

აზიის თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების მე-6 წლიური სამეცნიერო კონგრესი

2018 წლის 10-13 მაისს ქ. პეკინში ჩატარდა აზიის თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების..
თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

2012 წლის 28 აპრილს კლინიკა თალიზში ჩატარდა უნიკალური მასშტაბის ოპერაცია – 9688 ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვა...