თალიზი - თქვენი წარმატების საიდუმლო
  1. ჩვენი კლინიკები

    თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი დაარსდა 1998 წელს
    ქ. თბილისში


    ჩვენ ვართ ISHRS-ის წევრები. დღეისათვის ჩვენი მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოში, უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსიაში, სომხეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში და ინდოეთში.

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  2. გრძელი თმის გადანერგვა

    თალიზი ერთადერთი კლინიკაა ევროპაში, რომელიც გთავაზობთ გრძელი თმების გადანერგვას

    თმის ტრანსპლანტაციის სფეროში სრულიად ახალი მიმართულების, კერძოდ გრძელ თმიანი ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვის პიონერად ითვლება ბრაზილიელი ქირურგი - მარსელო პიტჩონი...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  3. FUT მეთოდი

    ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია - FUT (ზონრის) მეთოდი არის თმის გადანერგვის ძირითადი მეთოდი

    FUT მეთოდით საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვნერგავთ თმების რეკორდულ რაოდენობებს - 6000-მდე გრაფტს 5-6 საათში...

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  4. FUE მეთოდი

    FUE – მეთოდი არის თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

    თალიზი გთავაზობთ ფართომაშტაბიან FUE პროცედურებს - 4000-მდე გრაფტის გადანერგვას ერთი ოპერაციით...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  5. BHT მეთოდი

    სხეულიდან თმების გადანერგვა - BHT მეთოდი

    კეფაზე სუსტი სადონორო მარაგის პირობებში BHT მეთოდით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ დამატებითი გრაფტები სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან - წვერებიდან, მკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან და ბოქვენიდან...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    image
    ვრცლად
  6. სამედიცინო ტური

    სამედიცინო ტური თალიზში
    თალიზი ახორციელებს სამედიცინო ტურებს საქართველოში და გაძლევთ საშუალებას ჩაიტაროთ თმის გადანერგვა ჩვენს სათაო კლინიკაში...

    ვრცლად

უნიკალური მასშტაბის ოპერაცია

ოპერაციის მსვლელობა

პაციენტი თმის ცვენით - VI კლასი ნორვუდის მიხედვით

2012 წლის 28 აპრილს კლინიკა თალიზში ჩატარდა უნიკალური მასშტაბის ოპერაცია – 9688 ფოლიკულური გაერთიანების (გრაფტი) გადანერგვა 11 საათის განმავლობაში. აქამდე მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ოპერაცია ჩატარებული იყო კანადურ კლინიკა Hasson & Wong –ში 9168 გრაფტის გადანერგვა 15 საათში.

პაციენტი R.C, რომელსაც გაუკეთდა რეკორდული რაოდენობის გრაფტების გადანერგვა 42 წლის მამაკაცია. იგი რუსეთის მოქალაქეა და დიდი ხნის განმავლობაში არჩევდა კლინიკას სადაც გაიკეთებდა თმის გადანერგვას. მისთვის ცნობილი იყო ჩვენი კლინიკის დიდი გამოცდილება ფართომასშტაბიან ოპერაციებთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ იგი ჯერ კიდევ ამა წლის ზამთარში ჩამოვიდა საქართველოში და გაიარა კონსულტაცია “თალიზში”. სადონორო ზონის კომპიუტერული დერმოსკოპიით დადგინდა, რომ პაციენტის სადონორო სიხშირე არც თუ ისე მაღალი იყო და შეადგენდა კეფის ცენტრში 83 ფოლიკულურ გაერთიანებას 1სმ2, ხოლო გვერდებში 47 ფოლიკულურ გაერთიანებას 1სმ2. ამ კრიტერიუმებით პაციენტი არ შეიძლებოდა განხილულიყო კარგ კანდიდატად დიდ მასშტაბიანი ოპერაციისთვის, მაგრამ მეორე მხრივ პაციენტს აღენიშნებოდა სკალპის საოცარი მობილურობა, ამიტომ კლინიკის ხელმძღვანელმა – აკაკი წილოსანმა მიიღო გადაწყვეტილება დაეგეგმა მსოფლიოში რეკორდული მასშტაბის ოპერაცია – 10000-ზე მეტი ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვა.

პაციენტის მაქსიმალური სადონორო სიხშირე შეადგენს 83 ფოლიკულურ გაერთიანებას 1სმ2

პაციენტს აღენიშნებოდა სკალპის საოცარი მობილურობა.

ოპერაცია დაიწყო 11:00 საათზე სადონორო ზონრის ექსციზიით, რომლის ფართობმაც შეადგინა 140 სმ2. სადონორო ჭრილობის პლასტიკა სკალპის ფენომენალური მობილურობის გამო განხორციელდა ტექნიკური პრობლემების გარეშე. ზონრის პრეპარირებით მიღებული იქნა 9688 ფოლუკულური გაერთიანება – გრაფტი, მათგან 2528 იყო ერთთმიანი, 4648 იყო ორთმიანი და 2512 – სამი და ოთხთმიანი გრაფტი. საერთო ჯამში პაციენტს გადაენერგა 19360 ფოლიკული (თმის ძირი). თმის იმპლანტაციის სიხშირემ შეადგინა 40 ფოლიკულური გაერთიანება 1სმ2 თმის ხაზისა და შუბლის მიდამოში და 27 ფოლიკულური გაერთიანება 1 სმ2-ში გვირგვინის მიდამოში.

ოპერაციაში მონაწილეობდა ორი ქირურგი – აკაკი წილოსანი და ეკა ყანდიაშვილი, ორი ხარისხის კონტროლის მენეჯერი და 12 ქირურგის ასისტენტი, სულ 16 ადამიანი.

ოპერაციამ რამოდენიმე 15 წუთიანი შესვენებების ჩათვლით გასტანა 10 საათი და 50 წუთი. მართალია ოპერაციის დროს ვერ მოხერხდა დაძლეულიყო ზღვარი 10000 გრაფტის გადანერგვისა, მაგრამ მოპოვებული და გადანერგილი იქნა დღეისათვის მსოფლიოში რეკორდული რაოდენობის გრაფტები – 9688. ესოდენ დიდი მასშტაბის ტრანსპლანტაცია არა თუ მიუღწეველი, არამედ წარმოუდგენელია ევროპის და აზიის კლინიკებისთვის.

ზონრის პრეპარირებით მიღებულ იქნა 9688 ფოლიკულური გაერთიანება.

სარეციპიენტო არე ოპერაციის დამთავრების შემდეგ.

  

თმის იმპლანტაციის სიხშირემ შეადგინა 40 ფოლიკულური გაერთიანება 1სმ2 თმის ხაზისა და შუბლის მიდამოში და 27 ფოლიკულური გაერთიანება 1 სმ2-ში გვირგვინის მიდამოში.

 
თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების 25-ე ყოველწლიური საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია, პრაღა

თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების 25-ე ყოველწლიური საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია

2017 წლის 4-7 ოქტომბერს ჩეხეთში, ქ. პრაღაში ჩატარდა თმის აღდგენითი ქირურგიის...
კლინიკა „თალიზი“-ს გუნდმა ჩაატარა მასტერკლასი სანკტ-პეტერბურგში

კლინიკა „თალიზი“-ს გუნდმა ჩაატარა მასტერკლასი სანკტ-პეტერბურგში

კლინიკა “თალიზის” გუნდმა, თმის ტრანსპლანტოლოგ ვაჟა ვადაჭკორიას ხელმძღვანელობით, ჩაატარა მასტერ კლასები...
თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

2012 წლის 28 აპრილს კლინიკა თალიზში ჩატარდა უნიკალური მასშტაბის ოპერაცია – 9688 ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვა...