თმის გადანერგვის უნიკალური ოპერაცია თალიზში
ოპერაციის მიმდინარეობის დროს
კეფის არე 2016 გრაფტის 2010 წლის 9 ოქტომბერს კლინიკა თალიზში განხორციელდა უნიკალური ოპერაცია-4200 გრაფტის ტრანსპლანტაცია ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქციის (FUE) მეთოდით ერთდროულად კეფიდან, გულმკერდიდან, წვერიდან და ბოქვენიდან. პაციენტი K., 39 წლის მამაკაცი საფრანგეთიდან, დიდხანს ეძებდა კლინიკას, რომელიც მოახერხებდა ასეთი ოპერაციის გაკეთებას. საქმე იმაშია, რომ პაციენტს ჰქონდა VII კლასის ანდროგენული ალოპეცია ნორვუდის მიხედვით და მისი სუსტი სადონორო მარაგი კეფის არეში არ იძლეოდა საშუალებას დიდი რაოდენობის გადასანერგი თმების მოპოვებისათვის, მითუმეტეს ექსტრაქციის (FUE) მეთოდით, რომელსაც დაჟინებით მოითხოვდა პაციენტი. ფოლიკულური გაერტიანებების ექსტრაქცია (FUE) არის თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი, რომლის დროსაც ხდება ცალკეული ფოლიკულური გაერთიანებების (თმის ძირების ჯგუფების) მოპოვება სადონორო არეებიდან განაკვეთებისა და ნაკერების გარეშე. მეთოდის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ სადონორო მიდამოში არ რჩება ხაზოვანი ნაწიბურები ოპერაციული ჩარევის შემდეგ. პაციენტის სურვილი იყო FUE მეთოდით კეფიდან გადმონერგილ თმებს დამატებოდა თმები სხეულიდანაც, მაგრამ მან როგორც აღნიშნა, ევროპაში ვერ მიაგნო კლინიკას, რომელიც დაჰპირდებოდა 4000 გრაფტის გადანერგვას ერთდროულად კეფის და სხეულის სადონორო არეებიდან, ამიტომ პაციენტმა K.-მ მოლაპარაკება დაიწყო კლინიკა თალიზთან.
გულმკერდის არე 1082 გრაფტის პაციენტის მიერ წინასწარი ვიდეოკონსულტაციის გავლის შემდეგ, გადაწყდა 2000 გრაფტის გადანერგვა კეფის არიდან, ხოლო დარჩენილი 2000 გრაფტის გადანერგვა სხეულის სხვადასხვა ადგილებიდან - წვერის, გულმკერდისა და ბოქვენის არეებიდან. კონსულტაციის გავლის შემდეგ პაციენტი K. ჩამოვიდა საქართველოში.
წვერის არე 470 გრაფტის ოპერაციის დროს პაციენტს კეფის არედან გადაენერგა 2016 გრაფტი, გულმკერდიდან-1082 გრაფტი, ბოქვენიდან-635 გრაფტი და წვერიდან 470 გრაფტი. ვინაიდან სხეულიდან აღებული თმა თავისი თვისებით განსხვავდება თავზე არსებული თმისაგან და ის არ იზრდება სიგრძეში, გულმკერდისა და ბოქვენის არედან აღებული გრაფტები გამოყენებულ იქნა თმის ხაზის შესაქმნელად და გვირგვინის შესავსებად, ასევე წარბების კორექციისათვის, რაც დამატებით იქნა მოთხოვნილი პაციენტის მიერ, ხოლო ძირითადი სარეციპიენტო არე შუბლისა და თხემის მიდამოებში დაიტვირთა კეფიდან და წვერიდან აღებული თმებით.
კეფიდან და სხეულის სხვადასხვა ადგილებიდან ოპერაცია, რომლემაც 8 საათს გასტანა, ტარდებოდა ერთდროულად 11 კაციანი 3 ბრიგადის მიერ, ქირურგების - აკაკი წილოსანის, მარია გუგავასა და ელისო მშვენიერაძის ხელმძღვანელობით. მიუხედავად ოპერაციის ხანგრძლივობისა, ბრწყინვალედ იმუშავა აკაკი წილოსანის მიერ მოწოდებულმა ადგილობრივი ანესთეზიის მეთოდმა და პაციენტს არ ჰქონია ტკივილისა და რაიმე დისკომფორტის შეგრძნება, თუ არ ჩავთვლით დაღლილობისა და შიმშილის გრძნობას ოპერაციის დამთავრებისას.
სარეციპიენტო არე თმის გადანერგვა FUE მეთოდით კეფის არედან დღეს დღეისობით ჩვეულებრივი ოპერაციაა. ზოგიერთი ქირურგი ახორციელებს თმების ტრანსპლანტაციას სხეულის ამა თუ იმ ადგილიდან, მაგრამ თმების ამ რაოდენობის გადანერგვა ანდროგენული ალოპეციისა და წარბების კორექციისათვის ერთი ოპერაციის დროს სხეულის ესოდენ განსხვავებული ადგილებიდან პირველად შესრულდა მსოფლიოში და ჩვენ ვამაყობთ ამ წარმატებით. |