საქართველოში შემოსასვლელად და 90 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ შემდეგი ქვეყნის მოქალაქეებს
1. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების;
2. ამერიკის შეერთებული შტატების;
3. კანადის;
4. იაპონიის;
5. შვეიცარიის კონფედერაციის;
6. ლიხტენშტეინის;
7. ნორვეგიის;
8. ისრაელის სახელმწიფოს;
9. წმინდა საყდრის;
10. ანდორას;
11. სან-მარინოს;
12. ისლანდიის;
13. არაბეთის გაერთიანებული საემიროების;
14. ქუვეითის სახელმწიფოს;
15. სამხრეთ კორეის რესპუბლიკის;
16. კატარის სახელმწიფოს;>
17. ბაჰრეინის სამეფოს;
18. ომანის სასულთნოს.
ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ორმხრივი შეთანხმებები დიპლომატიური, სამსახურეობრივი ან სპეციალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ:
აზერბაიჯანი - უვიზო მიმოსვლა ყველა ტიპის პასპორტების მფლობელთათვის;
ბულგარეთი - უვიზო მიმოსვლა მხოლოდ დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის;
ეგვიპტე - ორდინალური პასპორტების მფლობელები საჭიროებენ ვიზას, სხვა ტიპის პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლა 30 დღემდე;
თურქმენეთი - ორდინალური პასპორტების მფლობელები საჭიროებენ ვიზას, სხვა ტიპის პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლა 30 დღემდე;
ირანი - ორდინალური პასპორტების მფლობელები საჭიროებენ ვიზას, სხვა ტიპის პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლა 30 დღემდე;
მოლდოვა - უვიზო მიმოსვლა ყველა ტიპის პასპორტების მფლობელთათვის;
სომხეთი - უვიზო მიმოსვლა ყველა ტიპის პასპორტების მფლობელთათვის;
ტაჯიკეთი - უვიზო მიმოსვლა ყველა ტიპის პასპორტების მფლობელთათვის;
უზბეკეთი - უვიზო მიმოსვლა ყველა ტიპის პასპორტების მფლობელთათვის;
უკრაინა- უვიზო მიმოსვლა ყველა ტიპის პასპორტების მფლობელთათვის;
ყირგიზეთი - უვიზო მიმოსვლა ყველა ტიპის პასპორტების მფლობელთათვის;
ყაზახეთი - უვიზო მიმოსვლა ყველა ტიპის პასპორტების მფლობელთათვის;
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა - ორდინალური პასპორტების მფლობელები საჭიროებენ ვიზას, სხვა ტიპის პასპორტების მფლობელთათვის და ტურისტული ჯგუფებისთვის უვიზო მიმოსვლა;
ბელორუსია- უვიზო მიმოსვლა ყველა ტიპის პასპორტების მფლობელთათვის;
თურქეთი - უვიზო მიმოსვლა ყველა ტიპის პასპორტების მფლობელთათვის 90 დღემდე.
ორდინალური ვიზით დადგენილი საქართველოში ყოფნის ვადა მისი 6 თვით გაცემის შემთხვევაში არის 90 დღე, ხოლო 1 წლის ვადით გაცემის შემთხვევაში - 180 დღე. ამასთანავე, თითოეული შემოსვლისას უწყვეტი ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს.
სავიზო მოსაკრებელი
- ერთჯერადი ორდინალური ვიზა 90 დღემდე ყოფნის ვადით - 30 აშშ დოლარი;
- ორჯერადი ორდინალური ვიზა 90 დღემდე ყოფნის ვადით - 45 აშშ დოლარი;
- მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 90 დღემდე ყოფნის ვადით – 50 აშშ დოლარი
- ორჯერადი ორდინალური ვიზა 180 დღემდე ყოფნის ვადით – 60 აშშ დოლარი
- მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 180 დღემდე ყოფნის ვადით – 100 აშშ დოლარი
- ერთჯერადი ორდინალური ვიზა სატრანზიტო გავლის უფლებით – 5 აშშ დოლარი
- ორჯერადი ორდინალური ვიზა სატრანზიტო გავლის უფლებით – 10 აშშ დოლარი
- მრავალჯერადი ორდინალური ვიზა სატრანზიტო გავლის უფლებით – 30 აშშ დოლარი
- საცხოვრებელი ვიზა – 30 აშშ დოლარი
- ვიზის გადატანა ახალ პასპორტში – 5 აშშ დოლარი
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში დიპლომატიური, სამსახურებრივი და ორდინალური ვიზები გაიცემა ერთჯერადი, ორჯერადი ან მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით,
საქართველოს ვიზის გაცემისას სამგზავრო დოკუმენტის ვადა სულ ცოტა 3 თვით უნდა აღემატებოდეს ვიზის მოქმედების ვადას.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ :