თალიზი - თქვენი წარმატების საიდუმლო
  1. ჩვენი კლინიკები

    თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი დაარსდა 1998 წელს
    ქ. თბილისში


    ჩვენ ვართ ISHRS-ის წევრები. დღეისათვის ჩვენი მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოში, უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსიაში, სომხეთში, ინდოეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში და პაკისტანში.

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  2. გრძელი თმის გადანერგვა

    თალიზი ერთადერთი კლინიკაა ევროპაში, რომელიც გთავაზობთ გრძელი თმების გადანერგვას

    თმის ტრანსპლანტაციის სფეროში სრულიად ახალი მიმართულების, კერძოდ გრძელ თმიანი ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვის პიონერად ითვლება ბრაზილიელი ქირურგი - მარსელო პიტჩონი...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  3. FUT მეთოდი

    ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია - FUT (ზონრის) მეთოდი არის თმის გადანერგვის ძირითადი მეთოდი

    FUT მეთოდით საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვნერგავთ თმების რეკორდულ რაოდენობებს - 6000-მდე გრაფტს 5-6 საათში...

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  4. FUE მეთოდი

    FUE – მეთოდი არის თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

    თალიზი გთავაზობთ ფართომაშტაბიან FUE პროცედურებს - 4000-მდე გრაფტის გადანერგვას ერთი ოპერაციით...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  5. BHT მეთოდი

    სხეულიდან თმების გადანერგვა - BHT მეთოდი

    კეფაზე სუსტი სადონორო მარაგის პირობებში BHT მეთოდით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ დამატებითი გრაფტები სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან - წვერებიდან, მკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან და ბოქვენიდან...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    image
    ვრცლად
  6. ტრიქოპიგმენტაცია

    თალიზი გთავაზობთ ტრიქოპიგმენტაციის ტექნოლოგიას

    ტრიქოპიგმენტაცია - არის პროცედურა, რომელიც გულისხმობს სპეციფიკური პიგმენტის შეყვანას კანის მაქსიმალურად ზედაპირულ შრეში...

    ვრცლად
  7. სამედიცინო ტური

    სამედიცინო ტური თალიზში
    თალიზი ახორციელებს სამედიცინო ტურებს საქართველოში და გაძლევთ საშუალებას ჩაიტაროთ თმის გადანერგვა ჩვენს სათაო კლინიკაში...

    ვრცლად

ISHRS-ის 22-ე კონგრესი კუალა-ლუმპურში, მალაიზია

კლინიკა თალიზის დელეგაცია თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების რიგით 22-ე სამეცნიერო შეხვედრაზე კლინიკა თალიზის სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულებთან, კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად.  კლინიკის დირექტორი, ქირურგი აკაკი წილოსანი, ქირურგი ვაჟა ვადაჭკორია და ეკა ყანდიაშვილი.

კლინიკა თალიზის დელეგაცია თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების რიგით 22-ე სამეცნიერო შეხვედრაზე კლინიკა თალიზის სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულებთან, კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად. კლინიკის დირექტორი, ქირურგი აკაკი წილოსანი, ქირურგი ვაჟა ვადაჭკორია და ეკა ყანდიაშვილი.

ISHRS-ის 22-ე კონგრესი კუალა-ლუმპურში, მალაიზია

კლინიკა თალიზის დელეგაცია კლინიკა თალიზის სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულებთან ერთად:- კლინიკის დირექტორი, ქირურგი აკაკი წილოსანი, თმის ტრანსპლანტოლოგები ვაჟა ვადაჭკორია და ეკა ყანდიაშვილი, სასწავლო პროგრამების მენეჯერი სალომე ვადაჭკორია, კურსდამთავრებულები: რამირო იანე ესპანეთი, ჰანეს დომეისენი შვეიცარია, პიტერ პარასკევასი ავსტრალია, ჰასან ნურეინი დიდი ბრიტანეთი, ილხომ რახიმოვი უზბეკეთი, ფაზილა იქბალი სინგაპური და ტეონგ ჩუი ავსტრალია, მელბურნი.

2014 წლის 8-11 ოქტომბერს კუალა -ლუმპურში ჩატარდა თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ ორგანიზებული რიგით მე-22 სამეცნიერო კონგრესი, რომელზეც საქართველო წარმოდგენილი იყო თმის გადანერგვის კლინიკა ”თალიზის” დელეგატებით: კლინიკის დირექტორი - აკაკი წილოსანი, წამყვანი ქირურგები - ვაჟა ვადაჭკორია და ეკა ყანდიაშვილი, სასწავლო პროგრამების მენეჯერი სალომე ვადაჭკორია.

ჩვენთვის სასიხარულო იყო კონგრესის კუალა-ლუმპურში ჩატარება, რადგანაც კლინიკა თალიზი უკვე ორ წელიწადზე მეტია რაც ატარებს გასვლით ოპერაციებს და სასწალო პროგრამებს მალაიზიაში, ჩვენი კლინიკის გუნდი წელიწადში რამოდენიმეჯერ სტუმრობს კუალა-ლუმპურს სადაც უკვე ბევრი კოლეგა და მეგობარი ჰყავს. კონგერსი საინტრესო იყო ინოვაციური თემებით, თმის ბუნებრივი ბიოლოგიური დაბერებისა და ღეროვანი უჯრედების სამომავლო გამოყენების შესახებ თმის ტრანსპლანტოლოგიაში, ასევე განხილულ იქნა სამეცნიერო კვლევები ახალი მედიკამენტების შესაძლო უტილიზაციის შესახებ ანდროგენული ალოპეციის სამკურნალოდ, მოწვეული ექსპერტები განიხილავდნენ თმის გადანერგვის სხვადასხვა მეთოდების ეფექტურობას, მათსავე ხედვას და დაგროვილ გამოცდილებას.

კლინიკა თალიზის წარმომადგენლები ისევე როგორც წინა წლებში, წელსაც აქტიურად იყვნენ ჩართულნი კონგრესის სასწავლო პროგრამაში. კლინიკის დირექტორი აკაკი წილოსანი მიწვეული იყო როგორც ექსპერტი, მან დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა საკუთარი გამოცდილება თმის გადანერგვის მასშტაბური ოპერაციების, გიგასესიების ჩატარებისა და თმის გადანერგვის მეთოდთა კომბინირებული გამოყენების შესახებ რამაც დიდი ინტერესი და გამოხმაურება დაიმსახურა. ასევე აღსანიშნავია კლინიკა თალიზის სასწავლო პროგრამების მენეჯერის - სალომე ვადაჭკორიას მოხსენება, რომელიც შეეხებოდა დროის ეფექტურ მართვას თმის გადანერგვის პროცედურების დროს.

22st Annual Scientific Meeting of ISHRS in Kuala Lumpur, Malaysia

ფინჯანი ყავა ექსპერტებთან ერთად - კლინიკა თალიზის დირექტორი, თმის ტრანსპლანტოლოგი - აკაკი წილოსანი უზიარებს საკუთარ გამოცდილებას გარშემომყოფთ მასშტაბური თმის გადანერგვს ოპერაციების (გიგასესიების) ჩატარებასთან დაკავშირებით, თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების რიგით 22-ე სამეცნიერო კონგრესი, კუალა-ლუმპური, მალაიზია.

22st Annual Scientific Meeting of ISHRS in Kuala Lumpur, Malaysia

კლინიკა თალიზის სასწავლო პროგრამების მენეჯერი სალომე ვადაჭკორია მოხსენებით - „დროის ეფექტური მართვა თმის გადანერგვის ოპერაციების დროს“ თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების რიგით 22-ე სამეცნიერო კონგრესი, კუალა-ლუმპური, მალაიზია.

ჩვენთვის ყველაზე მეტად სასიხარულო იყო კონგრესზე ჩვენი კლინიკის სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულებთან შეხვედრა, წელს მათმა რიცხვმა 20-ს გადააჭარბა, სასიხარულოა იმის გაცნობიერება რომ უმეტესობა ჩვენი მოსწავლეებისა იწყებს წარმატებულ პრაქტიკას თმის ტრანსპლანტოლოგიაში და თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრი ხდება. სამაგალითოა ჩვენი ესპანელი კოლეგის, კლინიკა თალიზის სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულის - რამირო იანეს შემთხვევა, რომელიც ჩვენ ყოველთვის მაგალითად მოგვყავს, მისი ზღვა პოზიტიური ენერგია და შრომისმოყვარეობა გადაიზარდა სამაგალითო თმის გადანერგვის ცენტრში, სადაც ის ესპანელ პაციენტებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებასა და არაჩვეულებრივ შედეგებს სთავაზობს.

კონგრესის დროს ასევე ჩატარდა აზიის თმის აღდგენითი ქირურგიის ასოციაციის მართველთა საბჭოს შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა კლინიკა თალიზის დირექტორი აკაკი წილოსანი, როგორც ბორდის საპატიო წევრი, შეხვედრის დროს მოხდა აზიური საზოგადოების გეგმების განხილვა და სამომავლო სტრატეგიების განსაზღვრა.

 

 

ISHRS-ის 22-ე კონგრესი კუალა-ლუმპურში, მალაიზია

კლინიკა თალიზის დელეგაცია თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების რიგით 22-ე სამეცნიერო კონგრესზე კლინიკა თალიზის სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულებთან, კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად. კლინიკის დირექტორი, ქირურგი აკაკი წილოსანი, ქირურგები ვაჟა ვადაჭკორია და ეკა ყანდიაშვილი.

კლინიკა თალიზის დირექტორი, თმის ტრანსპლანტოლოგი - აკაკი წილოსანი და კლინიკა თალიზის სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებული, რამირო ინაე, ესპანეთი. თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების რიგით 22-ე სამეცნიერო კონგრესი, კუალა-ლუმპური, მალაიზია.

კლინიკა თალიზის დირექტორი, თმის ტრანსპლანტოლოგი - აკაკი წილოსანი და კლინიკა თალიზის სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებული, რამირო ინაე, ესპანეთი. თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების რიგით 22-ე სამეცნიერო კონგრესი, კუალა-ლუმპური, მალაიზია.

აზიის თმის აღდგენითი ქირურგიის ასოციაციის მართველობის შეხვედრა კუალა-ლუმპურში.

აზიის თმის აღდგენითი ქირურგიის ასოციაციის მართველობის შეხვედრა კუალა-ლუმპურში.

 
მე-5 ლათინურ-ამერიკული FUE ვორკშოპი

მე-5 ლათინურ-ამერიკული FUE ვორკშოპი

2019 წლის 18-20 მარტს არგენტინაში, ქ. ბუენოს-აირესში ჩატარდა რიგით მეხუთე ლათინურ - ამერიკული FUE ვორკშოპი...
კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

22 და 23 სექტემბერს კლინიკა თალიზმა არსებობის 20 წლის იუბილე აღნიშნა. დაარსებისას ის კავკასიის რეგიონის მასშტაბით პირველი თმის გადანერგვის კლინიკა გახლდათ...
თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

2012 წლის 28 აპრილს კლინიკა თალიზში ჩატარდა უნიკალური მასშტაბის ოპერაცია – 9688 ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვა...