თალიზი - თქვენი წარმატების საიდუმლო
  1. ჩვენი კლინიკები

    თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი დაარსდა 1998 წელს
    ქ. თბილისში


    ჩვენ ვართ ISHRS-ის წევრები. დღეისათვის ჩვენი მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოში, უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსიაში, სომხეთში, ინდოეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში და პაკისტანში.

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  2. გრძელი თმის გადანერგვა

    თალიზი ერთადერთი კლინიკაა ევროპაში, რომელიც გთავაზობთ გრძელი თმების გადანერგვას

    თმის ტრანსპლანტაციის სფეროში სრულიად ახალი მიმართულების, კერძოდ გრძელ თმიანი ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვის პიონერად ითვლება ბრაზილიელი ქირურგი - მარსელო პიტჩონი...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  3. FUT მეთოდი

    ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია - FUT (ზონრის) მეთოდი არის თმის გადანერგვის ძირითადი მეთოდი

    FUT მეთოდით საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვნერგავთ თმების რეკორდულ რაოდენობებს - 6000-მდე გრაფტს 5-6 საათში...

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  4. FUE მეთოდი

    FUE – მეთოდი არის თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

    თალიზი გთავაზობთ ფართომაშტაბიან FUE პროცედურებს - 4000-მდე გრაფტის გადანერგვას ერთი ოპერაციით...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  5. BHT მეთოდი

    სხეულიდან თმების გადანერგვა - BHT მეთოდი

    კეფაზე სუსტი სადონორო მარაგის პირობებში BHT მეთოდით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ დამატებითი გრაფტები სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან - წვერებიდან, მკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან და ბოქვენიდან...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    image
    ვრცლად
  6. ტრიქოპიგმენტაცია

    თალიზი გთავაზობთ ტრიქოპიგმენტაციის ტექნოლოგიას

    ტრიქოპიგმენტაცია - არის პროცედურა, რომელიც გულისხმობს სპეციფიკური პიგმენტის შეყვანას კანის მაქსიმალურად ზედაპირულ შრეში...

    ვრცლად
  7. სამედიცინო ტური

    სამედიცინო ტური თალიზში
    თალიზი ახორციელებს სამედიცინო ტურებს საქართველოში და გაძლევთ საშუალებას ჩაიტაროთ თმის გადანერგვა ჩვენს სათაო კლინიკაში...

    ვრცლად

ISHRS-ის 23-ე კონგრესი ჩიკაგო, ილინოისი

კლინიკა თალიზის დელეგაცია თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების რიგით 23-ე სამეცნიერო შეხვედრაზე

კლინიკა თალიზის დელეგაცია თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების რიგით 23-ე სამეცნიერო შეხვედრაზე კლინიკა თალიზის სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულებთან, კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად. კლინიკის დირექტორი, ქირურგი აკაკი წილოსანი, წამყვანი ქირურგები ვაჟა ვადაჭკორია და ეკა ყანდიაშვილი, ჩიკაგო

თმის ტრანსპლანტოლოგი - აკაკი წილოსანი უზიარებს საკუთარ გამოცდილებას გარშემომყოფთ ფოლიკულური ექსტრაქციის მასშტაბური თმის გადანერგვს ოპერაციების (მეგასესიების) ჩატარებასთან დაკავშირებით

ფინჯანი ყავა ექსპერტებთან ერთად - კლინიკა თალიზის დირექტორი, თმის ტრანსპლანტოლოგი - აკაკი წილოსანი უზიარებს საკუთარ გამოცდილებას გარშემომყოფთ ფოლიკულური ექსტრაქციის მასშტაბური თმის გადანერგვს ოპერაციების (მეგასესიების) ჩატარებასთან დაკავშირებით.

2015 წლის 9-13 სექტემბერს ჩიკაგოში ჩატარდა თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ ორგანიზებული რიგით მე-23 სამეცნიერო კონგრესი, რომლის მუშაობაშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო კლინიკა ”თალიზი”-ს დელეგაციამ: კლინიკის დირექტორი - აკაკი წილოსანი, წამყვანი ქირურგები - ვაჟა ვადაჭკორია და ეკა ყანდიაშვილი, სასწავლო პროგრამების მენეჯერი სალომე ვადაჭკორია.

კლინიკა თალიზის წარმომადგენლები ისევე როგორც წინა წლებში, წელსაც აქტიურად იყვნენ ჩართულნი კონგრესის სასწავლო პროგრამაში. კლინიკის დირექტორი აკაკი წილოსანი მიწვეული იყო როგორც ექსპერტი, მან დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა საკუთარი გამოცდილება თმის გადანერგვის მასშტაბური ოპერაციების, ფოლიკულური ექსტრაქციების მეგასესიების ჩატარების შესახებ, რამაც დიდი ინტერესი და გამოხმაურება დაიმსახურა, ჩვენთვის სასიხარულო იყო ისეთი ცნობილი თმის ტრანსპლანტოლოგების სტუმრობა მაგიდასთან, როგორებიც არიან უილიამ როსმანი და ვალტერ უნგა. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი გამართულ დისკუსიებში.

ასევე აღსანიშნავია კლინიკა თალიზის სასწავლო პროგრამების მენეჯერის - სალომე ვადაჭკორიას მოხსენებები, რომელიც შეეხებოდა დროის ეფექტურ მართვას თმის გადანერგვის პროცედურების დროს და ასევე პოსტოპერაციული მკურნალობის შესახებ.

თმის ტრანსპლანტოლოგი - აკაკი წილოსანი აქტიურ პოლემიკაში უილიამ როსმანთან.

ფინჯანი ყავა ექსპერტებთან ერთად - კლინიკა თალიზის დირექტორი, თმის ტრანსპლანტოლოგი - აკაკი წილოსანი აქტიურ პოლემიკაში უილიამ როსმანთან.

დროის ეფექტური მართვა თმის გადანერგვის ოპერაციების დროს

კლინიკა თალიზის სასწავლო პროგრამების მენეჯერი სალომე ვადაჭკორია მოხსენებით - „დროის ეფექტური მართვა თმის გადანერგვის ოპერაციების დროს“

როგორც წინა წლებში, სალომე ვადაჭკორია უკვე რამოდენიმე წელია რაც თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო ასოციაციის (ISHRS) სასწავლო ფაკულტეტზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დამწყები და ასევე გამოცდილი ასისტენტებისთვის სპეციალურად ორგანიზებულ ვორკშოპებზე ჩვენს კლინიკაში დამკვიდრებული გრაფტების დაყოფის ორიგინალური მეთოდების დემონსტრირებას ახდენს. წლევანდელი წელიც არ იყო გამონაკლისი. წლევანდელი ვორკშოპი იყო ერთ-ერთი წარმატებულითაგანი, ჩვენთვის სასიხარულო იყო მოსწავლეების მხრიდან შემოსული დადებითი შეფასებები.

ჩვენ ყოველ წელს ვხვდებით ჩვენს სტუდენტებს კონფერენციებზე, სასიხარულოა იმის გაცნობიერება რომ უმეტესობა ჩვენი მოსწავლეებისა იწყებს წარმატებულ პრაქტიკას თმის ტრანსპლანტოლოგიაში და თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრი ხდება.

კლინიკა თალიზის სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი სალომე ვადაჭკორია სასწავლო გუნდთან ერთად

კლინიკა თალიზის სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი სალომე ვადაჭკორია სასწავლო გუნდთან ერთად, თმის გადანერგვისა და თმის ძირების მიკროსკოპული პრეპარირების სასწავლო ვორკშოპი ქირურგის ასისტენტებისათვის.

სალომე ვადაჭკორია თმის ძირების პრეპარირების სასწავლო გუნდთან ერთად

კლინიკა თალიზის სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი სალომე ვადაჭკორია თმის ძირების პრეპარირების სასწავლო გუნდთან ერთად, თმის გადანერგვისა და თმის ძირების მიკროსკოპული პრეპარირების სასწავლო ვორკშოპი ქირურგის ასისტენტებისათვის.

 
მე-5 ლათინურ-ამერიკული FUE ვორკშოპი

მე-5 ლათინურ-ამერიკული FUE ვორკშოპი

2019 წლის 18-20 მარტს არგენტინაში, ქ. ბუენოს-აირესში ჩატარდა რიგით მეხუთე ლათინურ - ამერიკული FUE ვორკშოპი...
კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

22 და 23 სექტემბერს კლინიკა თალიზმა არსებობის 20 წლის იუბილე აღნიშნა. დაარსებისას ის კავკასიის რეგიონის მასშტაბით პირველი თმის გადანერგვის კლინიკა გახლდათ...
თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

2012 წლის 28 აპრილს კლინიკა თალიზში ჩატარდა უნიკალური მასშტაბის ოპერაცია – 9688 ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვა...