თალიზი - თქვენი წარმატების საიდუმლო
  1. ჩვენი კლინიკები

    თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი დაარსდა 1998 წელს
    ქ. თბილისში


    ჩვენ ვართ ISHRS-ის წევრები. დღეისათვის ჩვენი მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოში, უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსიაში, სომხეთში, ინდოეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში და პაკისტანში.

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  2. გრძელი თმის გადანერგვა

    თალიზი ერთადერთი კლინიკაა ევროპაში, რომელიც გთავაზობთ გრძელი თმების გადანერგვას

    თმის ტრანსპლანტაციის სფეროში სრულიად ახალი მიმართულების, კერძოდ გრძელ თმიანი ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვის პიონერად ითვლება ბრაზილიელი ქირურგი - მარსელო პიტჩონი...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  3. FUT მეთოდი

    ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია - FUT (ზონრის) მეთოდი არის თმის გადანერგვის ძირითადი მეთოდი

    FUT მეთოდით საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვნერგავთ თმების რეკორდულ რაოდენობებს - 6000-მდე გრაფტს 5-6 საათში...

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  4. FUE მეთოდი

    FUE – მეთოდი არის თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

    თალიზი გთავაზობთ ფართომაშტაბიან FUE პროცედურებს - 4000-მდე გრაფტის გადანერგვას ერთი ოპერაციით...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  5. BHT მეთოდი

    სხეულიდან თმების გადანერგვა - BHT მეთოდი

    კეფაზე სუსტი სადონორო მარაგის პირობებში BHT მეთოდით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ დამატებითი გრაფტები სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან - წვერებიდან, მკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან და ბოქვენიდან...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    image
    ვრცლად
  6. ტრიქოპიგმენტაცია

    თალიზი გთავაზობთ ტრიქოპიგმენტაციის ტექნოლოგიას

    ტრიქოპიგმენტაცია - არის პროცედურა, რომელიც გულისხმობს სპეციფიკური პიგმენტის შეყვანას კანის მაქსიმალურად ზედაპირულ შრეში...

    ვრცლად
  7. სამედიცინო ტური

    სამედიცინო ტური თალიზში
    თალიზი ახორციელებს სამედიცინო ტურებს საქართველოში და გაძლევთ საშუალებას ჩაიტაროთ თმის გადანერგვა ჩვენს სათაო კლინიკაში...

    ვრცლად

თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) რეგიონალური კონგრესი ქ. ბანკოკში

აკაკი წილოსანი ირანელ კოლეგებთან ერთად

ლეგენდარული მარიო მარზოლა

2010 წლის 25-27 ივნისს ქ. ბანკოკში ჩატარდა თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) რეგიონალური კონგრესი,  რომელსაც მასპინძლობდა ცნობილი ტაილანდელი ქირურგი დამკერნგ პატომვანიჩი. კონგრესში მონაწილეობდნენ აზიის თითქმის ყველა გამოჩენილი თმის ტრანსპლანტოლოგი – კენიჩარო იმაგავა – იაპონიიდან, ტომ ჰვანი – კორეიდან, ბერტამ ნგ – ჰონკონგიდან, სანჯივ ვასა – ინდოეთიდან, აკაკი წილოსანი – საქართველოდან და სხვ. ბანკოკში ჩამოვიდნენ თმის ტრანსპლანტოლოგიის კორიფეები სხვადასხვა კონტინენტებიდანაც: მარიო მარზოლა – ავსტრალიიდან, ჯერი ვონგი – კანადიდან, ჯონ კოლი  და დოუ სტოუ - ა.შ.შ.-დან. მათ არა მარტო დაამშვენეს კონგრესის თეორიული სამეცნიერო ნაწილი საინტერესო მოხსენებებით, არამედ ჩაატარეს სადემონსტრაციო ოპერაციები: მარიო მარზოლამ, სადონორო ჭრილობის ტრიქოფიტული დახურვის ფუძემდებელმა, წარმოადგინა ზონრის ექსციზიის და პლასტიკის ვირტუოზული ტექნიკა, დამკერნგ პატომვანიჩმა – თავისი ღია დონორული მეთოდი, ჯერი ვონგმა – კორონარული მიკროხვრელების ფორმირების ტექნიკა, ჯონ კოლიმ – ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქცია (FUE) მინიმალური ტრანსექციით.

აკაკი წილოსანი და ჯერი ვონგი (Hasson & Wong, კანადა)

ჯონ კოლი და აკაკი წილოსანი

ჩვენთვის, თალიზის ექიმებისთვის, ისევე როგორც კონგრესის მონაწილეთა უმრავლესობისათვის ყველაზე საინტერესო იყო ჯონ კოლის ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქციის ტექნიკა და მის მიერ მოწოდებული ხელსაწყო, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ფოლიკულების დაზიანების პროცენტს მათი ექსტრაქციისას. ფოლიკულების ტრანსექცია ნამდვილად 10%-ზე დაბალი იყო, მაგრამ ჩვენი აზრით ამის მიზეზი გარდა კოლის ახალი ინსტრუმენტისა იყო გამოყენებული მჭრელი ტროაკარის დიდი დიამეტრიც (1,2 მმ) და ექსტრაქციისთვის შერჩეული ნამდვილად ხელსაყრელი პაციენტი. კონგრესზე განხილული თანამედროვე თმის ტრანსპლანტოლოგიის პრობლემატური საკითხებიდან ყველაზე დიდი პოლემიკა მოჰყვა თემას –ზონრის ვერსია თუ ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქცია (Strip  vs   FUE) .

ჩვენი აზრით ორივე მეთოდს აქვს თავისი უარყოფითი და დადებითი მხარეები და საჭიროა ორივე მათგანის სწორედ, ხშირად კომბინირებულად გამოყენება. აკაკი წილოსანის გამოსვლამ  ორივე მეთოდის სინთეზის შესახებ პრაქტიკულად წერტილი დაუსვა ამ კამათს.

ჯერი ვონგი ახალგაზრდა კოლეგებს უხსნის კორონალური მიკრო ხვრელების ფორმირების ტექნიკას

კონგრესზე დაფუძნდა აზიის თმის აღდგენითი ქირურგიის ასოციაცია (AAHRS) , რომლის თავმჯდომარეა - დამკერნგ პატომვანიჩი, ხოლო მდივანი - ტომ ჰვანი.

 
მე-5 ლათინურ-ამერიკული FUE ვორკშოპი

მე-5 ლათინურ-ამერიკული FUE ვორკშოპი

2019 წლის 18-20 მარტს არგენტინაში, ქ. ბუენოს-აირესში ჩატარდა რიგით მეხუთე ლათინურ - ამერიკული FUE ვორკშოპი...
კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

22 და 23 სექტემბერს კლინიკა თალიზმა არსებობის 20 წლის იუბილე აღნიშნა. დაარსებისას ის კავკასიის რეგიონის მასშტაბით პირველი თმის გადანერგვის კლინიკა გახლდათ...
თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

2012 წლის 28 აპრილს კლინიკა თალიზში ჩატარდა უნიკალური მასშტაბის ოპერაცია – 9688 ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვა...