თალიზი - თქვენი წარმატების საიდუმლო
  1. ჩვენი კლინიკები

    თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი დაარსდა 1998 წელს
    ქ. თბილისში


    ჩვენ ვართ ISHRS-ის წევრები. დღეისათვის ჩვენი მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოში, უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსიაში, სომხეთში, ინდოეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში და პაკისტანში.

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  2. გრძელი თმის გადანერგვა

    თალიზი ერთადერთი კლინიკაა ევროპაში, რომელიც გთავაზობთ გრძელი თმების გადანერგვას

    თმის ტრანსპლანტაციის სფეროში სრულიად ახალი მიმართულების, კერძოდ გრძელ თმიანი ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვის პიონერად ითვლება ბრაზილიელი ქირურგი - მარსელო პიტჩონი...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  3. FUT მეთოდი

    ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია - FUT (ზონრის) მეთოდი არის თმის გადანერგვის ძირითადი მეთოდი

    FUT მეთოდით საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვნერგავთ თმების რეკორდულ რაოდენობებს - 6000-მდე გრაფტს 5-6 საათში...

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  4. FUE მეთოდი

    FUE – მეთოდი არის თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

    თალიზი გთავაზობთ ფართომაშტაბიან FUE პროცედურებს - 4000-მდე გრაფტის გადანერგვას ერთი ოპერაციით...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  5. BHT მეთოდი

    სხეულიდან თმების გადანერგვა - BHT მეთოდი

    კეფაზე სუსტი სადონორო მარაგის პირობებში BHT მეთოდით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ დამატებითი გრაფტები სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან - წვერებიდან, მკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან და ბოქვენიდან...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    image
    ვრცლად
  6. ტრიქოპიგმენტაცია

    თალიზი გთავაზობთ ტრიქოპიგმენტაციის ტექნოლოგიას

    ტრიქოპიგმენტაცია - არის პროცედურა, რომელიც გულისხმობს სპეციფიკური პიგმენტის შეყვანას კანის მაქსიმალურად ზედაპირულ შრეში...

    ვრცლად
  7. სამედიცინო ტური

    სამედიცინო ტური თალიზში
    თალიზი ახორციელებს სამედიცინო ტურებს საქართველოში და გაძლევთ საშუალებას ჩაიტაროთ თმის გადანერგვა ჩვენს სათაო კლინიკაში...

    ვრცლად

ტაილანდელი და იაპონელი თმის ტრანსპლანტოლოგების დამკერნგ პათომვანიჩისა და კენიჩირო იმაგავას მონოგრაფიის გამოცემა – “თმის აღდგენითი ქირურგია აზიელებში”

.

ახალი 2010 წლის დადგომა გამომცემლობა Springer -მა მოგვილოცა ცნობილი ტაილანდელი და იაპონელი თმის ტრანსპლანტოლოგების დამკერნგ პათომვანიჩისა და კენიჩირო იმაგავას მონოგრაფიის – “თმის აღდგენითი ქირურგია აზიელებში” გამოცემით. ეს წიგნი ნამდვილი საჩუქარია თმის ტრანსპლანტოლოგთა მრავალათასიანი საზოგადოებისთვის. დ.პატომვანიჩმა  და კ.იმაგავამ მოახერხეს საფუძვლიანად განეხილათ თანამედროვე თმის აღდგენითი ქირურგიის ყველა პრობლემატური საკითხი, უფრო მეტიც – მონოგრაფიაში თავი მოუყარეს აზიურ ეთნიკურ ჯგუფებში მუშაობის დიდი გამოცდილების მქონე ცნობილი თმის ტრანსპლანტოლოგების ჯ. ვონგის, ს. ჰვანგის, ჯ.კიმის, ნგ. ბერტრამის   და სხვათა მეთოდებს. ნაშრომში საინტერესოთაა გადმოცემული თმის აღდგენითი ქირურგიის ისტორია, რომელიც, სხვათა შორის, აზიაში, იაპონიაში იღებს სათავეს და დაკავშირებულია შ. ოკუდას, ჰ. ტამურას, მ. სასაკავას და კ. ფუჯიტას სახელებთან. მონოგრაფიის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა აზიურ ეთნიკურ ჯგუფებში სკალპისა და თმების თავისებურების განხილვას და ამ თვისებებიდან გამომდინარე ოპერაციის დაგეგმვის, თმის ხაზის დიზაინის, სადონორო მასალის მოპოვების, გრაფტების დამუშავების, სარეციპიენტო მიკროხვრელების ფორმირების, პოსტოპერაციული პერიოდის მენეჯმენტის მეთოდების ანალიზს.

მეთოდიკის თეორიული ახსნა ექიმ პრავენ ინდლასთვის

დ. პათომვანიჩის და კ. იმაგავას ნაშრომი უაღრესად აქტუალურია არა მარტო იმიტომ, რომ დედამიწის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს (60%-ზე მეტი) აზიელი ეთნიკური ჯგუფები წარმოადგენენ. უფრო იმიტომ, რომ სკალპისა და თმების თავისებურებებიდან გამომდინარე აზიელი პაციენტები თმის აღდგენითი ქირურგიისთვის ყველაზე რთულ კონტიგენტს წარმოადგენენ.

მრავალი მიზეზის გამო ჩვენთვის განსაკუთრებულად სასიხარულოა დ. პატომვანიჩისა და კ. იმაგავას წარმატება. ცნობილი აზიელი თმის ტრანსპლანტოლოგების გამოცდილება ძალიან საჭიროა “თალიზის” ექიმებისთვის, ვინაიდან ჩვენი უცხოელი პაციენტების მნიშვნელოვანი ნაწილი სამხრეთ კორეიდანაა. დ.პათომვანიჩის და კ.იმაგავას ნაშრომი უდავოდ დიდ დახმარებას გაგვიწევს ინდოელი, ეგვიპტელი, თურქი ექიმების თეორიული მომსაზადების საკითხში. ჩვენ გვახარებს ის ფაქტი, რომ სადონორო მასალის მოპოვების აკაკი წილოსანის ტექნიკა, რასაც დღეს “თალიზი” იყენებს, ყველაზე მეტად ახლოსაა დ. პატომვანიჩის ღია დონორულ მეთოდსა  და პლასტიკის მისეულ ვარიანტებთან, ხოლო თმების იმპლანტაციის “თალიზისეული” მეთოდიკა მოგვაგონებს კ. იმაგავას მიკროხვრელების შექმნის ხელწერას წვრილი ინსტრუმენტებისა და ორიგინალური სიღრმის შემზღუდავების გამოყენებით. თუმცა ჩვენთვის ძალიან საინტერესოა წიგნში აღწერილი სხვა ქირურგთა მეთოდები ( მაგალითისათვის ჯ. ვონგის ერთდროულად რამოდენიმე კორონარული მიკროხვრელის შექმნის ტექნიკა).

აკაკი წილოსანი, დამკერგ პათომვანიჩი, კენიჩარო იმაგავა

რა თქმა უნდა ჩვენ გვეამაყება ის მეგობრობა, რაც უკვე რამდენიმე წელია გრძელდება კლინიკა “თალიზი”-ს ხელმძღვანელ აკაკი წილოსანსა და კენიჩარო იმაგავას შორის. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის აგვისტოს ტრაგედიის შემდეგ, ცნობილმა იაპონელმა თმის ტრანსპლანტოლოგმა პროტესტის ნიშნად გააუქმა დაგეგმილი ვიზიტი სანკტ-პეტერბურგში.  პატივისცემით გამოსახატად კენიჩარო იმაგავამ თავისი წიგნი თბილი წარწერით საჩუქრად გამოუგზავნა ქართველ მეგობარს.

ჩვენ გვინდა მადლობა გადავუხადოთ წიგნის ავტორებს და ვუსურვოთ კიდევ უფრო დიდი წარმატებები.

 
მე-5 ლათინურ-ამერიკული FUE ვორკშოპი

მე-5 ლათინურ-ამერიკული FUE ვორკშოპი

2019 წლის 18-20 მარტს არგენტინაში, ქ. ბუენოს-აირესში ჩატარდა რიგით მეხუთე ლათინურ - ამერიკული FUE ვორკშოპი...
კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

22 და 23 სექტემბერს კლინიკა თალიზმა არსებობის 20 წლის იუბილე აღნიშნა. დაარსებისას ის კავკასიის რეგიონის მასშტაბით პირველი თმის გადანერგვის კლინიკა გახლდათ...
თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

2012 წლის 28 აპრილს კლინიკა თალიზში ჩატარდა უნიკალური მასშტაბის ოპერაცია – 9688 ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვა...