თალიზი - თქვენი წარმატების საიდუმლო
  1. ჩვენი კლინიკები

    თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი დაარსდა 1998 წელს
    ქ. თბილისში


    ჩვენ ვართ ISHRS-ის წევრები. დღეისათვის ჩვენი მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოში, უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსიაში, სომხეთში, ინდოეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში და პაკისტანში.

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  2. გრძელი თმის გადანერგვა

    თალიზი ერთადერთი კლინიკაა ევროპაში, რომელიც გთავაზობთ გრძელი თმების გადანერგვას

    თმის ტრანსპლანტაციის სფეროში სრულიად ახალი მიმართულების, კერძოდ გრძელ თმიანი ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვის პიონერად ითვლება ბრაზილიელი ქირურგი - მარსელო პიტჩონი...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  3. FUT მეთოდი

    ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია - FUT (ზონრის) მეთოდი არის თმის გადანერგვის ძირითადი მეთოდი

    FUT მეთოდით საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვნერგავთ თმების რეკორდულ რაოდენობებს - 6000-მდე გრაფტს 5-6 საათში...

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  4. FUE მეთოდი

    FUE – მეთოდი არის თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

    თალიზი გთავაზობთ ფართომაშტაბიან FUE პროცედურებს - 4000-მდე გრაფტის გადანერგვას ერთი ოპერაციით...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  5. BHT მეთოდი

    სხეულიდან თმების გადანერგვა - BHT მეთოდი

    კეფაზე სუსტი სადონორო მარაგის პირობებში BHT მეთოდით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ დამატებითი გრაფტები სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან - წვერებიდან, მკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან და ბოქვენიდან...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    image
    ვრცლად
  6. ტრიქოპიგმენტაცია

    თალიზი გთავაზობთ ტრიქოპიგმენტაციის ტექნოლოგიას

    ტრიქოპიგმენტაცია - არის პროცედურა, რომელიც გულისხმობს სპეციფიკური პიგმენტის შეყვანას კანის მაქსიმალურად ზედაპირულ შრეში...

    ვრცლად
  7. სამედიცინო ტური

    სამედიცინო ტური თალიზში
    თალიზი ახორციელებს სამედიცინო ტურებს საქართველოში და გაძლევთ საშუალებას ჩაიტაროთ თმის გადანერგვა ჩვენს სათაო კლინიკაში...

    ვრცლად

ISHRS-ის 21-ე კონგრესი სან-ფრანცისკოში

(თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) კონგრესი სან-ფრანცისკოში 2013 წლის 23-26 ოქტომბერი)

 

ISHRS-ის 21-ე კონგრესი სან-ფრანცისკოში

2013 წლის 23 – 26 ოქტომბერს სან-ფრანცისკოში ჩატარდა თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების რიგით 21-ე სამეცნიერო კონგრესი. კონგრესს ესწრებოდა დელეგატთა რეკორდული რაოდენობა - 681 მონაწილე.

პლაზმოლიფტინგის თმის ტრანსპლანტოლოგიაში გამოყენების პიონერი ჯოზეფ გრეკო და აკაკი წილოსანი

პლაზმოლიფტინგის თმის ტრანსპლანტოლოგიაში გამოყენების პიონერი ჯოზეფ გრეკო და აკაკი წილოსანი

კონგრესზე განხილული იქნა თანამედროვე თმის ტრანსპლანტოლოგიის სამეცნიერო და ტექნოლოგიური ასპექტები, ასევე აქტუალური და პრობლემური საკითხები. სიმართლე ითქვას, დღეისათვის თმის გადანერგვის ქირურგიულმა ტექნიკამ, როგორც (FUT ასევე FUE) მიაღწიეს სრულყოფილების ზღვარს და მიუხედავად მრავალი საინტერესო მოხსენებისა, რაიმე მნიშვნელოვანი სიახლე ამ კუთხით კონგრესზე არ გაჟღერებულა. წინა წლებისაგან განსხვავებით, კონგრესზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო თმის აღდგენის არაქირურგიულ მეთოდებს PRP (პლაზმოლიფტინგი), ACell, LLLT (დაბალი ინტენსივობის ლაზერის სხივებით თერაპია) და მათ გამოყენებას თმის გადანერგვის ოპერაციების პარალელურად, გრაფტების სიცოცხილუნარიანობის გაზრდისა და შეხორცებითი პროცესების დაჩქარების მიზნით. ძალიან საინტერესო იყო ფინესტერიდის გვერდითი მოვლენების შესახებ გამართული დისკუსია და გამოცდილების გაზიარება, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ფინესტერიდის გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათი და დროებითია.

კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო კლინიკა თალიზის ხემლძღვანელმა აკაკი წილოსანმა. როგორც სხეულიდან თმის გადანერგვის (BHT) ექსპერტმა, იგი მიწვეული გახლდათ BHT-FUE მეთოდებზე ვორკშოპის ლექციის წასაკითხად. ვორკშოპს ხელმძღვანელობდა ცნობილი თმის ტრანსპლანტოლოგი ისრაელიდან ალექს გინგსბურგი. აკაკი წილოსანის ლექცია ეძღვნებოდა როგორც FUE, ასევე FUT მეთოდებით სხეულის სხვადასხვა ადგილებიდან თმის მოპოვების თავისებურებების მიმოხილვას. ვორკშოპის მონაწილეთა შორის იყვნენ ისეთი წამყვანი სპეციალისტები, როგორებიც არიან ჯონ კოული, ჯეიმს ჰარისი, რობერტ თრუ, რონ შაპირო, დამკერგ პატომვანიჩი და სხვები. აკაკი წილოსანის მაღალი ხარისხის ვიდეოპრეზენტაციებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

სერგეი ფიოდოროვი, ალექსანდრე ვოლკოვი, ელენა ურიუპინა და აკაკი წილოსანი

სერგეი ფიოდოროვი, ალექსანდრე ვოლკოვი, ელენა ურიუპინა და აკაკი წილოსანი

ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო კონგრესზე რუს თმის ტრანსპლანტოლოგებთან სერგეი ფიოდოროვთან და ალექსანდრე ვოლკოვთან შეხვედრა. ჩვეულებრივ ჩვენი რუსი კოლეგები იშვიათად სტუმრობენ თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების კონგრესებს, სერგეი ფიოდოროვთან უკანასკნელი შეხვედრა 2008 წლის ივნისში მოხდა ISHRS-ის რეგიონულ ვორკშოპზე რომში. მას შემდეგ კონტაქტები აკაკი წილოსანსა და რუსეთის წამყვან თმის ტრანსპლანტოლოგებს შორის მხოლოდ სატელეფონო საუბრებით შემოიფარგლებოდა.

აკაკი წილოსანი თავის მოწაფეებთან ჰასან ნურეინთან და ამირ იაზდანთან ერთად

აკაკი წილოსანი თავის მოწაფეებთან ჰასან ნურეინთან და ამირ იაზდანთან ერთად

ISHRS-ის ყოველწლიურ კონფერენციებზე განსაკუთრებით სასიხარულოა იმ ექიმებთან შეხვედრა, რომლებმაც თმის ტრანსპლანტოლოგიაში მომზადება ჩვენს კლინიკაში გაიარეს. ჰასან ნურეინს წამატებული პრაქტიკა გააჩნია ინგლისში ხოლო ამირ იაზდინს კალიფორნიაში.

კონგრესზე არჩეული იქნა ISHRS-ის ახალი პრეზიდენტი გამოჩენილი იტალიელი თმის ტრანსპლანტოლოგი ვინჩენცო გამბინო. ბესამ ფარჯოს შემდეგ ეს მეორე შემთხვევაა როდესაც ISHRS-ს სათავეში ევროპელი ქირურგი ჩაუდგა. ISHRS-ის შემდეგი კონგრესი იგეგმება ქალაქ ბანკოკში, მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი იქნება ცნობილი ტაილანდელი თმის ტრანსპლანტოლოგი დამკერნგ პატომვანიჩი.

 
მე-5 ლათინურ-ამერიკული FUE ვორკშოპი

მე-5 ლათინურ-ამერიკული FUE ვორკშოპი

2019 წლის 18-20 მარტს არგენტინაში, ქ. ბუენოს-აირესში ჩატარდა რიგით მეხუთე ლათინურ - ამერიკული FUE ვორკშოპი...
კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

22 და 23 სექტემბერს კლინიკა თალიზმა არსებობის 20 წლის იუბილე აღნიშნა. დაარსებისას ის კავკასიის რეგიონის მასშტაბით პირველი თმის გადანერგვის კლინიკა გახლდათ...
თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

2012 წლის 28 აპრილს კლინიკა თალიზში ჩატარდა უნიკალური მასშტაბის ოპერაცია – 9688 ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვა...