თალიზი - თქვენი წარმატების საიდუმლო
  1. ჩვენი კლინიკები

    თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი დაარსდა 1998 წელს
    ქ. თბილისში


    ჩვენ ვართ ISHRS-ის წევრები. დღეისათვის ჩვენი მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოში, უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსიაში, სომხეთში, ინდოეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში და პაკისტანში.

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  2. გრძელი თმის გადანერგვა

    თალიზი ერთადერთი კლინიკაა ევროპაში, რომელიც გთავაზობთ გრძელი თმების გადანერგვას

    თმის ტრანსპლანტაციის სფეროში სრულიად ახალი მიმართულების, კერძოდ გრძელ თმიანი ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვის პიონერად ითვლება ბრაზილიელი ქირურგი - მარსელო პიტჩონი...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  3. FUT მეთოდი

    ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია - FUT (ზონრის) მეთოდი არის თმის გადანერგვის ძირითადი მეთოდი

    FUT მეთოდით საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვნერგავთ თმების რეკორდულ რაოდენობებს - 6000-მდე გრაფტს 5-6 საათში...

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  4. FUE მეთოდი

    FUE – მეთოდი არის თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

    თალიზი გთავაზობთ ფართომაშტაბიან FUE პროცედურებს - 4000-მდე გრაფტის გადანერგვას ერთი ოპერაციით...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  5. BHT მეთოდი

    სხეულიდან თმების გადანერგვა - BHT მეთოდი

    კეფაზე სუსტი სადონორო მარაგის პირობებში BHT მეთოდით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ დამატებითი გრაფტები სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან - წვერებიდან, მკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან და ბოქვენიდან...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    image
    ვრცლად
  6. ტრიქოპიგმენტაცია

    თალიზი გთავაზობთ ტრიქოპიგმენტაციის ტექნოლოგიას

    ტრიქოპიგმენტაცია - არის პროცედურა, რომელიც გულისხმობს სპეციფიკური პიგმენტის შეყვანას კანის მაქსიმალურად ზედაპირულ შრეში...

    ვრცლად
  7. სამედიცინო ტური

    სამედიცინო ტური თალიზში
    თალიზი ახორციელებს სამედიცინო ტურებს საქართველოში და გაძლევთ საშუალებას ჩაიტაროთ თმის გადანერგვა ჩვენს სათაო კლინიკაში...

    ვრცლად

თალიზი ესტუმრა თმის გადანერგვის ფრანგულ კლინიკას კუნძულ მავრიკიზე საჩვენებელი ოპერაციის ჩასატარებლად

არტურ მოვსესიანი, მარლენ გიდი, აკაკი წილოსანი

კლინიკა “თალიზი”-ს ხელმძღვანელი აკაკი წილოსანი 2010 წლის იანვრის ბოლოს ესტუმრა თმის გადანერგვის ფრანგულ კლინიკას კუნძულ მავრიკიზე, სადაც მიწვეული იყო ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქციის მეთოდით საჩვენებელი ოპერაციების ჩასატარებლად.

დისკუსია აკაკი წილოსანს და არტურ მოვსესიანს შორის

კუნძული მავრიკი მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში და წარმოადგენს ერთ-ერთ ელიტარულ კურორტს სამხრეთ ნახევარსფეროში. კუნძულზე დამსვენებელთა უმრავლესობა საფრანგეთიდანაა (ერთ დროს მავრიკი საფრანგეთის კოლონია იყო), ამიტომაც სწორედ ისინი შეადგენენ თმის გადანერგვის ფრანგული კლინიკის პაციენტთა დიდ ნაწილს.

ფრანგული კლინიკა მავრიკიზე (www.calvitie.net) ფუნქციონირებს 10 წელია.  კლინიკას ჰყავს დიდი, გამოცდილი პერსონალი (15 ქირურგის ასისტენტი), იყენებს გრაფტების დამუშავების სტერეომიკროსკოპულ ტექნიკას და დღეისთვის ერთ-ერთ საუკეთესო თმის გადანერგვის ცენტრად ითვლება მსოფლიოში. თმის ტრანსპლანტაციის ღირებულება აქ ევროპულ ფასებთან შედარებით 40%-ით დაბალია, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ დატვირთულ სამუშაო რეჟიმს. მაგრამ დღემდე კლინიკა სპეციალიზირდებოდა მხოლოდ ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვის ზონრის ვერსიაზე (FUSS) და არ ფლობდა ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქციის (FUE) ტექნოლოგიას. სწორედ ამიტომ კლინიკის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მიეწვია ბ-ნი აკაკი წილოსანი, რათა მას ჩაეტარებინა ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქციის საჩვენებელი ოპერაციები და მოემზადებინა ფრანგული პერსონალი ამ მეთოდით მუშაობისთვის.

მავრიკის ფრანგული კლინიკის დირექტორი ბ-ნი ჟერარ გიდი და აკაკი წილოსანი ოპერაციის შემდეგ

მავრიკის ფრანგული კლინიკის კოლექტივთან ერთად

ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქცია წარმოადგენს თმის ტრანსპლანტოლოგიის ნაკლებინვაზიურ მეთოდს, რომლის დროსაც სადონორო მასალის მოპოვება ხდება ინდივიდუალური ფოლიკულური გაერთიანებების სახით. ამ ტექნოლოგიის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ კეფის არეში არ რჩება

ოპერაციული ჩარევის კვალი ხაზოვანი ნაწიბურის სახით. მავრიკის ფრანგული კლინიკის ხელმძღვანელობას დიდი ხანია სურდა დაენერგა ეს მეთოდი და ეძებდა გამოცდილ პარტნიორს. პირველი კონტაქტი ფრანგულ კლინიკასა და “თალიზ”-ს შორის შედგა 2007 წელს რომში გამართულ თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) სიმპოზიუმზე, რომლის დელეგატები გახლდნენ ფრანგული კლინიკის მთავარი ქირურგი არტურ მოვსესიანი და “თალიზი”-ს ხელმძღვანელი აკაკი წილოსანი. იტალიაში დაწყებული ნაცნობობა შემდგომ კონგრესებზე მონრეალსა და ამსტერდამში გადაიზარდა თბილ, მეგობრულ ურთიერთობაში, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა ფრანგული კლინიკის არჩევანი სწორედ გამოცდილ ქართველ თმის ტრანსპლანტოლოგზე.

გრაფტების ექსტრაქციის დროს

კუნძულ მავრიკიზე აკაკი წილოსანმა ჩაატარა სულ 3 ფართომასშტაბიანი ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქციის (FUE) ოპერაცია 1000-1500 გრაფტის გადანერგვით. ასევე აჩვენა ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქციის საკუთარი ხერხი, ე.წ. “ექვსი ხელის მეთოდი” , რაც საშუალებას იძლევა ფართომასშტაბიანი ოპერაციის სწრაფად ჩატარებისა (1000 გრაფტი 3სთ-ში). ფრანგული კლინიკის დირექტორი ბ-ნი ჟერარ გიდი ისე მოიხიბლა ამ მეთოდით, რომ გადაწყვიტა ესარგებლა მომენტით და თვითონაც გაიკეთა თმის გადანერგვა.

უნდა აღინიშნოს, რომ ფრანგულმა კოლექტივმა არტურ მოვსესიანის ხელმძღვანელობით ადვილად აითვისა ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქციის ძირითადი პრინციპები და უკვე ჩაატარა პირველი დამოუკიდებელი ოპერაცია, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ 230 გრაფტისა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. “თალიზი” წარმატებებს უსურვებს მავრიკელ კოლეგებს!

 
მე-5 ლათინურ-ამერიკული FUE ვორკშოპი

მე-5 ლათინურ-ამერიკული FUE ვორკშოპი

2019 წლის 18-20 მარტს არგენტინაში, ქ. ბუენოს-აირესში ჩატარდა რიგით მეხუთე ლათინურ - ამერიკული FUE ვორკშოპი...
კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

22 და 23 სექტემბერს კლინიკა თალიზმა არსებობის 20 წლის იუბილე აღნიშნა. დაარსებისას ის კავკასიის რეგიონის მასშტაბით პირველი თმის გადანერგვის კლინიკა გახლდათ...
თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

2012 წლის 28 აპრილს კლინიკა თალიზში ჩატარდა უნიკალური მასშტაბის ოპერაცია – 9688 ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვა...