თალიზი - თქვენი წარმატების საიდუმლო
  1. ჩვენი კლინიკები

    თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი დაარსდა 1998 წელს
    ქ. თბილისში


    ჩვენ ვართ ISHRS-ის წევრები. დღეისათვის ჩვენი მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოში, უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსიაში, სომხეთში, ინდოეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში და პაკისტანში.

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  2. გრძელი თმის გადანერგვა

    თალიზი ერთადერთი კლინიკაა ევროპაში, რომელიც გთავაზობთ გრძელი თმების გადანერგვას

    თმის ტრანსპლანტაციის სფეროში სრულიად ახალი მიმართულების, კერძოდ გრძელ თმიანი ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვის პიონერად ითვლება ბრაზილიელი ქირურგი - მარსელო პიტჩონი...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  3. FUT მეთოდი

    ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია - FUT (ზონრის) მეთოდი არის თმის გადანერგვის ძირითადი მეთოდი

    FUT მეთოდით საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვნერგავთ თმების რეკორდულ რაოდენობებს - 6000-მდე გრაფტს 5-6 საათში...

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  4. FUE მეთოდი

    FUE – მეთოდი არის თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

    თალიზი გთავაზობთ ფართომაშტაბიან FUE პროცედურებს - 4000-მდე გრაფტის გადანერგვას ერთი ოპერაციით...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  5. BHT მეთოდი

    სხეულიდან თმების გადანერგვა - BHT მეთოდი

    კეფაზე სუსტი სადონორო მარაგის პირობებში BHT მეთოდით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ დამატებითი გრაფტები სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან - წვერებიდან, მკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან და ბოქვენიდან...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    image
    ვრცლად
  6. ტრიქოპიგმენტაცია

    თალიზი გთავაზობთ ტრიქოპიგმენტაციის ტექნოლოგიას

    ტრიქოპიგმენტაცია - არის პროცედურა, რომელიც გულისხმობს სპეციფიკური პიგმენტის შეყვანას კანის მაქსიმალურად ზედაპირულ შრეში...

    ვრცლად
  7. სამედიცინო ტური

    სამედიცინო ტური თალიზში
    თალიზი ახორციელებს სამედიცინო ტურებს საქართველოში და გაძლევთ საშუალებას ჩაიტაროთ თმის გადანერგვა ჩვენს სათაო კლინიკაში...

    ვრცლად

თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორიშო საზოგადოების (ISHRS) 18-ე კონგრესი ქ. ბოსტონში, 2010

აკაკი წილოსანი პრეზენტაციისას

აკაკი წილოსანი, ვაჟა ვადაჭკორია და სალომე ვადაჭკორია

“თალიზის” დელეგაციამ კლინიკის დირექტორის აკაკი წილოსანის, წამყვანი ქირურგის ვაჟა ვადაჭკორიასა და ქირურგის ასისტენტის სალომე ვადაჭკორიას შემადგენლობით მონაწილეობა მიიღო თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) მე-18 წლიურ სამეცნიერო კონგრესში, რომელიც ჩატარდა ქ.ბოსტონში (აშშ) 2010 წლის 20-24 ოქტომბერს.

ISHRS თმის ტრანსპლანტოლოგთა ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციაა მთელს მსოფლიოში. ბოსტონის შეხვედრა გამოირჩეოდა დელეგატთა რეკორდული რაოდენობით. Kკონგრესზე თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოებაში ახალი წევრების მიღების შემდეგ ISHRS-ში გაერთიანებულ თმის ტრანსპლანტოლოგთა რიცხვმა ამ საზოგადოების თითქმის 20 წლიან ისტორიაში პირველად გადააჭარბა 1000-ს.

კონგრესის მუშაობის 4 დღის განმავლობაში მოსმენილი იქნა 150-მდე მოხსენება თმის აღდგენითი ქირურგიის აქტუალურ საკითხებზე, რაც საუკეთესო საშუალებაა გამოცდილების გაცვლისა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მომუშავე თმის ტრანსპლანტოლოგთა მრავალრიცხოვან სკოლებს შორის. კერძოდ ჩვენი დელეგაციისთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო გრძელი თმების გადანერგვის ბრაზილიური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლის მარსელო პიტჩონის პრეზენტაცია პერსონალური ზრდის ინდექსის (Personal Grow Index - PGI) შესახებ.

სალომე ვადაჭკორია გრაფტების პრეპარირების დემონსტრირებისას

სალომე ვადაჭკორია პრეზენტაციისას

“თალიზის” დელეგაცია კონგრესზე წარსდგა აკაკი წილოსანისა და სალომე ვადაჭკორიას მოხსენებებით: “თმის გადანერგვა და მისი სიცოცხლისუნარიანობა სხვადასხვა ეტიოლოგიის ნაწიბურებში” (Hair transplantation and their survival in cicatrixes of various etiology) და “ოპერაციის ხანგრძლივობა და ეფექტურობა” (Surgery Duration and Efficency) .

განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩვენი ქირურგის ასისტენტის სალომე ვადაჭკორიას მუშაობა კონგრესზე. ზემოთხსენებულმა მოხსენებამ ოპერაციის ხანგრძლივობისა და ეფექტურობის შესახებ, რომელიც მოიაზრებდა ფართო მაშტაბიანი ოპერაციების დროს პროცედურის ხანგრძლივობის უპრეცედენტოდ შემცირებას (5000 გრაფტის გადანერგვის ხანგრძლივობის შემცირება 10 საათიდან 5 საათამდე) მენეჯმენტის მეთოდების დანერგვით დიდი გამოხმაურება და დაინტერესება გამოიწვია, ასევე აღსანიშნავია მისი მუშაობა ასისტენტთა “ვორკშოპზე”, სადაც ის მსოფლიოს სხვა მოწინავე ასისტენტებთან ერთად ახდენდა გრაფტების პრეპარირების მეთოდების დემონსტრაციას როგორც დაინტერესებული დამწყები სტუდენტებისათვის, ასევე სხვა გამოცდილი ასისტენტებისათვის, დაგროვილი გამოცდილების გაცვლის მიზნით.

სალომე ვადაჭკორია ვორკშოპის მენეჯერ ჯუდი ინგუტოსთან ერთად

საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ISHRS-ის კონგრესებზე ყოველთვის დიდი ინტერესია “თალიზის” წარმომადგენლობისადმი. დღეს მსოფლიოში “თალიზი” ცნობილია თმის გადანერგვის ფართომასშტაბიანი ოპერაციების ჩატარების დიდი გამოცდილებით. ნიშანდობლივია ცნობილი ამერიკელი თმის ტრანსპლანტოლოგის რობერტ ჰაბერის რეპლიკა: “მე მჯერა, რომ თქვენ შეგიძლიათ 5000 გრაფტის გადანერგვა 6 საათში, მაგრამ ვერ წარმომიდგენია როგორ?”. ამ კითხვაზე მან მარტივი პასუხი მიიღო: ჩამობრძანდით საქართველოში და თქვენი თვალით იხილეთო.

წამყვანი ქირურგი ვასილი ბუიანოვი RTH (რუსეთი) და აკაკი წილოსანი

ISHRS-ის სამეცნიერო კონგრესები მედიცინის ერთ სფეროში – თმის გადანერგვაში მომუშავე და თავის პროფესიაზე შეყვარებული ძველი მეგობრების შეკრების ადგილიცაა. თუმცა, ყოველთვის არის ახალი შეხვედრები. ბოსტონში ერთმანეთი გაიცნეს რუსეთის წამყვანი კლინიკის RTH-ის ქირურგმა ვასილი ბუიანოვმა და “თალიზის” ხელმძღვანელმა აკაკი წილოსანმა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი კლინიკა 90-იან წლების ბოლოს თითქმის ერთდროულად გაიხსნა, აქამდე აკაკი წილოსანი და ვასილ ბუიანოვი ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან, თუმცა დაუსწრებლად ერთმანეთის შესახებ ბევრი რამ იცოდნენ. შეხვედრა რუსი კოლეგის ინიციატივით მოხდა. ვასილ ბუიანოვი დაინტერესდა გრაფტების სიცოცხლისუნარიანობის დაკნინების გარეშე თმის მაღალი სიხშირით (50-70 გრაფტი 1 კვ/სმ-ში) გადანერგვის თალიზისეული გამოცდილებით, რაც დღეისათვის, რუსი კოლეგებისთვის მიუღწევადია. საუბარი შეეხო აგრეთვე FUE პროცედურის პერსპექტივებს საქართველოსა და რუსეთში. Kკოლეგებმა გამოხატეს ღრმა პატივისცემა ერთმანეთისადმი და სინანული ორ ქვეყნას შორის დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო.

აკაკი წილოსანი, პრეზიდენტი ედვინ ებშტეინი, სალომე ვადაჭკორია

დოუ სტოუ და აკაკი წილოსანი

აკაკი წილოსანმა ხაზი გაუსვა RTH- ის უდიდეს დამსახურებას ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე თმის გადანერგვის პოპულარიზაციის საქმეში და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა RTH წანყვან ქირურგს.

კონგრესზე “თალიზის” წევრებისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო შეხვედრები ძველ მეგობრებთან – არტურ მოვსესიანთან, ბასამ ჯიბაისთან, ვარდის კორდერასთან, სანჯივ ვასასთან, დამკერნგ პატომვანიჩთან, არტურ ტიკოსინსკისთან, დოუ სტოუსთან და სხვებთან. ერთხელ აკაკი წილოსანმა უთხრა დოუ სტოუს: 10 წლის წინ ჩვენ თმის გადანერგვას თქვენი სახელმძღვანელოთი “Hair replacement – Surgical and Medical” ვსწავლობდითო. `სამაგიეროდ ახლა მე ვსწავლობ თქვენგან~, გაეღიმა დოუ სტოუს.

 
მე-5 ლათინურ-ამერიკული FUE ვორკშოპი

მე-5 ლათინურ-ამერიკული FUE ვორკშოპი

2019 წლის 18-20 მარტს არგენტინაში, ქ. ბუენოს-აირესში ჩატარდა რიგით მეხუთე ლათინურ - ამერიკული FUE ვორკშოპი...
კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

22 და 23 სექტემბერს კლინიკა თალიზმა არსებობის 20 წლის იუბილე აღნიშნა. დაარსებისას ის კავკასიის რეგიონის მასშტაბით პირველი თმის გადანერგვის კლინიკა გახლდათ...
თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

2012 წლის 28 აპრილს კლინიკა თალიზში ჩატარდა უნიკალური მასშტაბის ოპერაცია – 9688 ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვა...