თალიზი - თქვენი წარმატების საიდუმლო
  1. ჩვენი კლინიკები

    თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი დაარსდა 1998 წელს
    ქ. თბილისში


    ჩვენ ვართ ISHRS-ის წევრები. დღეისათვის ჩვენი მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოში, უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსიაში, სომხეთში, ინდოეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში და პაკისტანში.

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  2. გრძელი თმის გადანერგვა

    თალიზი ერთადერთი კლინიკაა ევროპაში, რომელიც გთავაზობთ გრძელი თმების გადანერგვას

    თმის ტრანსპლანტაციის სფეროში სრულიად ახალი მიმართულების, კერძოდ გრძელ თმიანი ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვის პიონერად ითვლება ბრაზილიელი ქირურგი - მარსელო პიტჩონი...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  3. FUT მეთოდი

    ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია - FUT (ზონრის) მეთოდი არის თმის გადანერგვის ძირითადი მეთოდი

    FUT მეთოდით საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვნერგავთ თმების რეკორდულ რაოდენობებს - 6000-მდე გრაფტს 5-6 საათში...

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  4. FUE მეთოდი

    FUE – მეთოდი არის თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

    თალიზი გთავაზობთ ფართომაშტაბიან FUE პროცედურებს - 4000-მდე გრაფტის გადანერგვას ერთი ოპერაციით...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  5. BHT მეთოდი

    სხეულიდან თმების გადანერგვა - BHT მეთოდი

    კეფაზე სუსტი სადონორო მარაგის პირობებში BHT მეთოდით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ დამატებითი გრაფტები სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან - წვერებიდან, მკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან და ბოქვენიდან...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    image
    ვრცლად
  6. ტრიქოპიგმენტაცია

    თალიზი გთავაზობთ ტრიქოპიგმენტაციის ტექნოლოგიას

    ტრიქოპიგმენტაცია - არის პროცედურა, რომელიც გულისხმობს სპეციფიკური პიგმენტის შეყვანას კანის მაქსიმალურად ზედაპირულ შრეში...

    ვრცლად
  7. სამედიცინო ტური

    სამედიცინო ტური თალიზში
    თალიზი ახორციელებს სამედიცინო ტურებს საქართველოში და გაძლევთ საშუალებას ჩაიტაროთ თმის გადანერგვა ჩვენს სათაო კლინიკაში...

    ვრცლად

თალიზი მალაიზიაში

თმის გადანერგვა მალაიზიაში

თმის გადანერგვა მალაიზიაში

”თალიზის” სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი სალომე ვადაჭკორია სერთიფიკატს გადასცემს ნორვეგიელ ქირურგის ასისტენტს ჩარლი ოსს

თმის გადანერგვა მალაიზიაში

”თალიზის” დირექტორი აკაკი წილოსანი სინგაპურელ მოსწავლეებთან ერთად

2012 წლის 16-24 ივლისს “თალიზის” გუნდი კლინიკის დირექტორ აკაკი წილოსანის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში, სადაც ესთეტიური მედიცინის ამერიკული აკადემიის მიერ ორგანიზებული სასწავლო პროგრამის ფარგლებში მიწვეულმა ქართველმა სპეციალისტებმა მასტერკლასები ჩაატარეს თმის ტრანსპლანტოლოგიაში.

აღნიშნული კურსი “თალიზის” მიერ ჩატარებული სასწავლო პროგრამებიდან ალბათ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ასევე საინტერესო გახლდათ. კურსს ესწრებოდა 8 ექიმი და 8 ქირურგის ასისტენტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ტრენინგ პროგრამას ექიმებისათვის ხელმძღვანელობდა მედიცინის დოქტორი აკაკი წილოსანი, ხოლო პროგრამას ასისტენტებისათვის - კლინიკა “თალიზის” სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი სალომე ვადაჭკორია. კურსს ესწრებოდნენ ისევე როგორც ადგილობრივი ექიმები და ასისტენტები, ასევე სპეციალურად სასწავლო პროგრამის გასავლელად ჩამოსული ექიმები და მათივე ასისტენტები ისეთი ქვეყნებიდან როგორებიცაა - სინგაპური, ნორვეგია, ტაილანდი და ტაივანი.

როგორც წესი კლინიკა “თალიზის” სასწავლო კურსის ეფექტურობა ამ შემთხვევაშიც დაამტკიცა ჩვენთვის სასიხარულო ცნობამ რომ კურსის დამთავრებიდან მხოლოდ 1 კვირის შემდეგ, ორმა ექიმმა უკვე დაიწყო დამოუკიდებელი პრაქტიკა. მათ წარმატებით განახორციელეს თავიანთი პირველი თმის გადანერგვის ოპერაციები, რაც ჩვენი სასწავლო გუნდისათვის ყოველთვის წარმოადგენს საამაყო გარემოებას.

თმის გადანერგვა მალაიზიაში

თმის გადანერგვა მალაიზიაში

ოპერაციის დროს რუბან ნატანის კანისა და ლაზერის კლინიკაში

კლინიკა “თალიზის” გუნდის მალაიზიაში სტუმრობის მთავარი მიზანი იყო არა მხოლოდ სასწავლო პროგრამის ჩატარება, არამედ ამ ქვეყნის წამყვანი დერმატოლოგის რუბან ნატანის კლინიკასთან წინასწარ დაგეგმილი პარტნიორული თანამშრომლობისათვის ხორცის შესხმა.

მიუხედავად იმისა რომ სინგაპურის შემდეგ მალაიზია რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანად რჩება, 20 მილიონზე მეტი მოსახლეობით, თმის გადანერგვის სპეციალიზირებული კლინიკები ამ ქვეყანაში დღემდე არ არსებობდა. ექიმი რუბან ნატანი დიდი ხნის მანძილზე იყო დაინტერესებული თმის ტრანსპლანტოლოგიით და სისტემატიურად ესწრებოდა თმის ტრანსპლანტოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების მიერ მოწყობილ კონგრესებს, მას ახლო მეგობრობა აკავშირებდა ასევე ცნობილ ამერიკელ თმის ტრანსპლანტოლოგთან დოუ სტოუსთან, თუმცა დამოუკიდებელი პრაქტიკის დაწყებას ამ სფეროში დარგის სირთულის გამო ვერ ახერხერბდა.

თმის გადანერგვა მალაიზიაში

ქართველი და მალაიზიელი ქირურგის ასისტენტთა ერთობლივი გუნდი

2010 წლის ივლისში, ქ. ბანგკოკში გამართულ თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) რეგიონალურ შეხვედრაზე, რუბან ნატანმა გაიცნო კლინიკა “თალიზის” ხელმძღვანელი. სწორედ ბანგკოკის შეხვედრაზე შეპირდა დახმარებას აკაკი წილოსანი დამწყებ კოლეგას და მას საკუთარი ასისტენტთა გუნდის მომზადება შესთავაზა კლინიკა “თალიზის” ბაზაზე.

2012 წლის მაისში რუბან ნატანი თავისი ორი ასისტენტითურთ მართლაც ეწვია კლინიკა “თალიზის” სათაო ოფისს თბილისში და გაიარა ჩვენი კლინიკის სასწავლო პროგრამა. თუმცაღა მისი აზრით წარმატებული სტარტისათვის კლინიკა “თალიზის” უაღრესად გამოცდილი ქირურგებისა და ასისტენტების დახმარება და გვერდში დგომა მას მომავალშიც აუცილებლად დასჭირდებოდა, ამიტომ მან ღრმა სურვილი გამოთქვა მომავალი პარტნიორული თანამშრომლობის გაფორმების შესახებ და “თალიზის” გუნდი მიიწვია მალაიზიაში თმის გადანერგვის ერთობლივი ოპერაციების ჩასატარებლად.

თმის გადანერგვა მალაიზიაში

თმის გადანერგვა მალაიზიაში

რუბან ნატანი, აკაკი წილოსანი და სალომე ვადაჭკორია პრეზენტაციების დროს კუალა-ლუმპურის უნივერსიტეტში

ეს გეგმა წარმატებით განხორციელდა, “თალიზის” გუნდმა მალაიზიაში ვიზიტისას რუბენ ნათანის კლინიკაში ჩაატარა პირველი 5 ოპერაცია, შედგა “თალიზის” დირექტორის აკაკი წილოსანისა და ტრენინგ პროგრამების ხელმძღვანელის სალომე ვადაჭკორიას საპრესკონფერენციო გამოსვლები კუალა ლუმპურის სამედიცინო ინსტიტუტ “სან უეის” საკონფერენციო დარბაზში და ასევე ცნობილ რადიოსადგურ ბი-ეფ-ემ_ის პირდაპირი ეთერში, რაც ემსახურებოდა ადგილობრივი მოსახლეობის განათლებას თმის გადანერგვის სფეროში მომხდარი უახლესი ცვლილებების შესახებ, სადაც დაინტერესებულ მოქალაქეებს შეკითხვების დასმა და პასუხის მიღება შეეძლოთ პირდაპირი ეთერის მეშვეობით.

თმის გადანერგვა მალაიზიაში

”თალიზის” და რუბან ნატანის კანისა და ლაზერის კლინიკის ერთობლივი გუნდი

თმის გადანერგვა მალაიზიაში

აკაკი წილოსანი, სალომე ვადაჭკორია და რუბენ ნატანი კუალა-ლუმპურის რადიოეთერში

ჩვენთვის ძალიან სასიხარულო და ამავე დროს საამაყოა ის ფაქტი, რომ კლინიკა “თალიზის” მოწინავე ტექნოლოგიებით ჩატარებული თმის გადანერგვის ოპერაციები დღეისათვის უკვე ხელმისაწვდომია როგორც საქართველოს, უკრაინის, დუბაის და ინდოეთის ფილიალებში, არამედ უკვე მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურშიც.

 
მე-5 ლათინურ-ამერიკული FUE ვორკშოპი

მე-5 ლათინურ-ამერიკული FUE ვორკშოპი

2019 წლის 18-20 მარტს არგენტინაში, ქ. ბუენოს-აირესში ჩატარდა რიგით მეხუთე ლათინურ - ამერიკული FUE ვორკშოპი...
კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

22 და 23 სექტემბერს კლინიკა თალიზმა არსებობის 20 წლის იუბილე აღნიშნა. დაარსებისას ის კავკასიის რეგიონის მასშტაბით პირველი თმის გადანერგვის კლინიკა გახლდათ...
თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

2012 წლის 28 აპრილს კლინიკა თალიზში ჩატარდა უნიკალური მასშტაბის ოპერაცია – 9688 ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვა...