თალიზი - თქვენი წარმატების საიდუმლო
  1. ჩვენი კლინიკები

    თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი დაარსდა 1998 წელს
    ქ. თბილისში


    ჩვენ ვართ ISHRS-ის წევრები. დღეისათვის ჩვენი მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოში, უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსიაში, სომხეთში, ინდოეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში და პაკისტანში.

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  2. გრძელი თმის გადანერგვა

    თალიზი ერთადერთი კლინიკაა ევროპაში, რომელიც გთავაზობთ გრძელი თმების გადანერგვას

    თმის ტრანსპლანტაციის სფეროში სრულიად ახალი მიმართულების, კერძოდ გრძელ თმიანი ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვის პიონერად ითვლება ბრაზილიელი ქირურგი - მარსელო პიტჩონი...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  3. FUT მეთოდი

    ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია - FUT (ზონრის) მეთოდი არის თმის გადანერგვის ძირითადი მეთოდი

    FUT მეთოდით საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვნერგავთ თმების რეკორდულ რაოდენობებს - 6000-მდე გრაფტს 5-6 საათში...

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  4. FUE მეთოდი

    FUE – მეთოდი არის თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

    თალიზი გთავაზობთ ფართომაშტაბიან FUE პროცედურებს - 4000-მდე გრაფტის გადანერგვას ერთი ოპერაციით...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  5. BHT მეთოდი

    სხეულიდან თმების გადანერგვა - BHT მეთოდი

    კეფაზე სუსტი სადონორო მარაგის პირობებში BHT მეთოდით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ დამატებითი გრაფტები სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან - წვერებიდან, მკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან და ბოქვენიდან...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    image
    ვრცლად
  6. ტრიქოპიგმენტაცია

    თალიზი გთავაზობთ ტრიქოპიგმენტაციის ტექნოლოგიას

    ტრიქოპიგმენტაცია - არის პროცედურა, რომელიც გულისხმობს სპეციფიკური პიგმენტის შეყვანას კანის მაქსიმალურად ზედაპირულ შრეში...

    ვრცლად
  7. სამედიცინო ტური

    სამედიცინო ტური თალიზში
    თალიზი ახორციელებს სამედიცინო ტურებს საქართველოში და გაძლევთ საშუალებას ჩაიტაროთ თმის გადანერგვა ჩვენს სათაო კლინიკაში...

    ვრცლად

თალიზი 15 წლისაა!

წელს ჩვენს კლინიკას 15 წელი შეუსრულდა. შეიძლება სოლიდური სამედიცინო ცენტრისთვის 15 წელი დიდი დრო არ არის, მაგრამ არა თმის გადანერგვისთვის. ჩვენ მართლაც გრძელი გზა გამოვიარეთ. ეს 15 წელი იყო დაუღალავი შრომის, მუდმივი ძიების, ცვლილებების და სრულყოფის წლები. გვახსოვს ბევრი სიძნელე, შეცდომა, იმედგაცრუებაც...

მაგრამ ჩვენ ერთხელაც არ ჩაგვიმუხლია, მივდიოდით წინ, ვსწავლობდით და ვასწავლიდით, ვაშენებდით და ვვითარდებოდით.

“თალიზი” თმის გადანერგვის პირველი სპეციალიზირებული კლინიკა იყო ამიერკავკასიაში და ერთ-ერთი ასეთი პირველი კლინიკა აღმოსავლეთ ევროპაში. გვახსოვს ჩვენი პირველი ნაბიჯები, პირველი ოპერაციები... როდესაც 1500 გრაფტის გადანერგვას მთელ დღეს ვანდომებდით და დიდ ოპერაციად მიგვაჩნდა... გვახსოვს ჩვენი პირველი 4000 გრაფტის გადანერგვა, გვახსოვს როგორ გადავლახეთ 6000 გრაფტის ბარიერი, როგორ მივაღწიეთ 10000 გრაფტის ნიშნულს და წარმატებით გადავნერგეთ თმების მსოფლიოში რეკორდული რაოდენობა – 9688 გრაფტი... დღეს 3000-4000 გრაფტის გადანერგვას ჩვეულებრივ ოპერაციად ვთვლით, ჩვენ კი გიგასესიების (გიგანტური ოპერაციების) ექსპერტებად გვთვლიან.

ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ, რომ “თალიზი” გახდა არა მარტო თმის გადანერგვის წამყვანი კლინიკა, არამედ, თმის ტრანსპლანტოლოგიის ნამდვილი სკოლა. უამრავმა ექიმმა გაიარა მომზადება ჩვენს კლინიკაში მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნიდან, აშშ-დან და შვედეთიდან დაწყებული ბოლივიითა და სინგაპურით დამთავრებული.

ზოგჯერ ხდება რომ გგონია სრულყოფილებას მიაღწიე და წინ არაფერი ჩანს ახალი... ახლა გვეღიმება საკუთარ შეცდომებზე. გვახსოვს 2010 წელს როგორ აღმოვაჩინეთ მარსელო პიტჩონის გრძელი თმების გადანერგვის საუცხოო სამყარო და ევროპაში პირველებმა დავიწყეთ ასეთი მეთოდით ოპერაციების კეთება.

დღეს ჩვენ ვიღებთ მოლოცვებს ჩვენი კოლეგებისგან, მოწაფეებისგან, მეგობრებისგან და პაციენტებისგან. დიდი მადლობა ყველა თქვენთაგანს! ჩვენ დღეს ძალიან ბედნიერნი ვართ! ბედნიერები ვართ როდესაც ვისმენთ ასეთ თბილ სიტყვებს გიგასესიების კორიფეებისგან – ჯერი ვონგისგან და ტონი რუსტონისგან, თმის ტრანსპლანტოლოგიის მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო მასწავლებლის – დამკერნგ პატომვანიჩისგან ან გრძელი თმების გადანერგვის ფუძემდებლისგან – მარსელო პიტჩონისგან!

ძვირფასო აკაკი,

დიდი სიხარულით მინდა მოგილოცო კლინიკა “თალიზის” 15 წლის იუბილე. უკვე დიდი ხანია აღტაცებული ვარ შენი აქტიურობით, სიახლეებისადმი განსაკუთრებული ინტერესს და მათ შორის საუკეთესოს არჩევის გამოხატული უნარით. სამწუხაროდ მე არასდროს ვყოფილვარ თქვენს კლინიკაში, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თითოეული ოპერაცია დიდი პროფესიონალიზმითა და უმაღლესი ხარისხით სრულდება. როგორ მიდის სასწავლო პროგრამის საქმე? კვლავ ასწავლით ექიმებსა და ასისტენტებს?

კეთილი სურვილებით,

ჯერი ვონგი

გამარჯობა აკაკი,

შენ საუკეთესო ხარ მთელს აღმოსავლეთში და შესაძლოა დასავლეთშიც. გილოცავ! ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა და ვაფასებ შენს მოტივაციას ასწავლო და გაუზიარო შენი გამოცდილება სხვებს.

მარიო მარზოლა

ძვირფასო აკაკი,

გილოცავთ თქვენი კლინიკის 15 წლის იუბილეს.ჩვენ უკვე 10 წელზე მეტია ვიცნობთ ერთმანეთს. თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების ერთ-ერთი გამორჩეულად აქტიური წევრი ხარ. ყოველთვის აქტიურად ესწრები შეხვედრებს და ვორკშოპებს. შენი გამოსვლები მუდამ საინტერესო და ნოვატორულია. ცოდნის და ტექნოლოგიების მუდმივ განახლებაში ხარ.

მინდა უდიდესი წარმატება გისურვოთ. აღმოსავლეთ ევროპაში, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შემიძლია თმის გადანერგვის ერთ-ერთ პიონერად და ლიდერად დაგასახელო.

საუკეთესო სურვილებით,

ტონი რუსტონი

ძვირფასო აკაკი,

პირველ რიგში მინდა მოგილოცო კლინიკა “თალიზის” 15 წლის იუბილე. შენი თავდადებული შრომა, საუკეთესო რეპუტაცია საერთაშორისო ფორუმზე, განათლება და აქტიურობა ყოველთვის დიდი წარმატების მომტანი იქნება შენი მოღვაწეობისთვის.

დიდი საქმეა ხელი მოკიდო ექიმებისა და ქირურგიული ასისტენტების მომზადებას, განათლებასა და გამოცდილების გაზიარებას. მე მჯერა თქვენი ექიმი სტუდენტებისთვის და ასისტენტებისთვის ეს სასწავლო პროგრამა და თითოეული თქვენს კლინიკაში გატარებული დღე ნაყოფიერია.

და ბოლოს... რაც ყველაზე მნიშვნელოვანია! გისურვებთ ჯანმრთელობას, სიძლიერეს და წარმატებულ მოღვაწეობას.

მუდამ შენი მეგობარი,

დამკერნგ პატომვანიჩი

ძვირფასო აკაკი,

გილოცავთ კლინიკა “თალიზის” 15 წლის იუბილეს! თქვენ და თქვენი კლინიკის კომპეტენტურ გუნდს დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ.

თქვენი განსაკუთრებული დაინტერესება გრძელი თმის გადანერგვასთან დაკავშირებით ჩემთვის ჯერ კიდევ ნათელი მაშინ გახდა როდესაც თქვენ პირველი შეკითხვები დამისვით ამ ტექნიკის უპირატესობებთან დაკავშირებით.

მე გულწრფელად ვაღიარებ, რომ ვერ წარმოვიდგენდი ასე სწრაფად და ესეთი წარმატებით თუ დანერგავდით და განავითარებდით გრძელი თმის გადანერგვას თქვენს კლინიკაში.

მე მოხარული ვარ 15 წლის იუბილე საუკეთესო სურვილებით მივულოცო კლინიკას, რომელიც ერთ-ერთია იმ ცოტაოდენ კლინიკათა შორის მსოფლიოში, სადაც პაციენტებს საშუალება ეძლევათ ეს უნიკალური მეთოდი საკუთარ თავზე გამოსცადონ. ამ მეთოდის შეთავაზება მხოლოდ მაღალი პროფესიონალიზმის მქონე კადრებით დაკომპლექტებულ გუნდს შეუძლია.

პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით,

მარსელო პიტჩონი

ჩვენ შეგვეძლო მოგვეთხრო რამდენმა ათასმა პაციენტმა გაიკეთა თმის გადანერგვა ჩვენს კლინიკაში, მამაკაცებმა და ქალებმა, მოხუცებმა და ბავშვებმა, როგორც მეზობელი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან, ისე შორეული ნორვეგიიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, კორეიდან და სამხრეთ აფრიკიდან. რამდენი მილიონი გრაფტი გადავნერგეთ ამ 15 წლის მანძილზე, რამდენი ქირურგ – თმის ტრანსპლანტოლოგი მოვამზადეთ, რამდენი ლექცია წავიკითხეთ საერთაშორისო კონგრესებზე, რამდენ ენაზე ისმოდა ჩვენი კლინიკის სახელი – “თალიზი”.

მაგრამ, ამის ნაცვლად გადავწყვიტეთ წარმოგვედგინა თქვენთვის ჩვენი ბირთვი, ის ადამიანები რომელთა თავდადებული შრომისა და პროფესიონალიზმის შედეგია ჩვენი კლინიკის წარმატება. უბრალოდ ადამიანები, რომლებიც თქვენ გხდიან უფრო ახალგაზრდას და უფრო ბედნიერს. ადამიანები, რომლებიც არ იგონებენ რა დროის მანქანას – აბრუნებენ დროს უკან.

დიდი მადლობა!

კლინიკის ხელმძღვანელი - აკაკი წილოსანი

 


 

ვაჟა ვადაჭკორია

ვაჟა ვადაჭკორია

ვაჟა ვადაჭკორია, ქირურგი

თიხა ცოცხალი და დაუმორჩილებელია... თითქოს დამყოლია, თუმცა ხშირად თვითონვე გკარნახობს ფორმას, რომლის მიღებაც სურს. გგონია, რომ საოცრება შექმენი, მაგრამ ერთი მოქმედება და ყველაფერი უფორმო გროვას ემსგავსება. ყველაზე მნიშვნელოვანია არ გეშინოდეს, იყო თამამი და ამ საქმისგან სიამოვნება მიიღო... თუმცა ალბათ ეს უკვე მხოლოდ თიხას არ ეხება...

ძალიან მნიშვნელოვანია საქმეს სიხარული მოჰქონდეს. რა თქმა უნდა, საოპერაციოში 5-6 საათი დგომა ყოველთვის დიდი სიამოვნება არ არის, სამაგიეროდ როდესაც 1 წლის შემდეგ მოდის პაციენტი და ხედავ, როგორ იცვლება მისი ვარცხნილობა, სახის გამომეტყველება, თვითონ ადამიანი და ზოგჯერ მთელი მისი ცხოვრება - მაშინ გრძნობ მთელი საქმის მნიშვნელოვნებას და დიდ სიხარულს.

 

აკაკი წილოსანი

აკაკი წილოსანი

აკაკი წილოსანი, ქირურგი, კლინიკის ხელმძღვანელი

ბოლო წლებია ვცდილობ ხშირად ვიმოგზაურო ბავშვებთან ერთად, არ აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო კონფერენციაზე მივემგზავრები, თუ უბრალოდ დასასვენებლად... ბავშვები უკვე სულ მთლად დიდები არიან და თუ ადრე მე მაწუხებდნენ შეკითხვებით, ახლა მე ვეძებ მათთან პასუხებს.

15 წლის წინ, როდესაც ჯერ კიდევ ვიწყებდით, თმის გადანერგვის მწვერვალი ისე შორეულად გვეჩვენებოდა, რომ ისინი ჩვენთვის მხოლოდ სახელები იყვნენ ტრანსპლანტოლოგიის სახელმძღვანელოებიდან - ლიმერი, შიელი, როსმანი, ბერნშტეინი, სტოუგი... თუმცა, ჩვენ ადგილზე არ გავჩერებულვართ, ვსწავლობდით და მივდიოდით წინ მთელი ამ წლების განმავლობაში, დღეს კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ „თალიზი“ ლიდერია ძალიან ბევრ დარგში. ჩვენ გვბაძავენ, ჩვენთან სწავლობენ... მაგრამ შეჯიბრება და გამარჯვება ჩვენი თვითმიზანი არ არის. ჩვენი მუშაობის ძირითადი მისია და ჩვენი მიღწევების აზრი ჩვენი პაციენტები არიან!

 

მარი გუგავა

მარი გუგავა

მარი გუგავა, ქირურგი

"ჯერ ადამიანი, შემდეგ მანქანა"...

სიჩქარე და სილამაზე - ორი რამ არის, რომლებიც გულგრილად არავის დატოვებს და კიდევ თავისუფლება, თავისუფლება იყო ბედნიერი... ხოლო ბედნიერება ის კი არ არის რასაც გჩუქნიან, არამედ ის რისი გაცემაც შენ თვითონ შეგიძლია...

ითვლება, რომ ქალები უფრო მეტად კეკლუცები არიან... მე ძირითადად მამაკაცებთან ვმუშაობ და ვატყობ, რაოდენ მნიშვნელოვანია მათთვის გარეგნობა, როგორ განიცდიან და სურთ ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ, სურთ მოსაწონი იყვნენ. ბოლო პერიოდში, თმის ტრანსპლანტოლოგიაში ბევრი რობოტი გამოჩნდა. ჩვენც, თალიზში, გვსურდა მსგავსი სიახლის დანერგვა, თუმცა აღმოჩნდა, რომ უფრო სწრაფად, უშეცდომოდ და აკურატულად ვმუშაობთ, ასე რომ ზუსტია ჩემი საყვარელი „ჰონდას“ დევიზი.

ეკა ყანდიაშვილი

ეკა ყანდიაშვილი

ეკა ყანდიაშვილი, ქირურგი

ყველაზე მეტად ადრიან დილით სირბილი მიყვარს. ზამთარში გვიან თენდება და თუ ღრუბლები არ არის, დიდი წითელი მზე ნელ-ნელა ამოგორდება მთებიდან, შენ თითქოს მის შესახვედრად მირბი და ისიც თანდათან გიახლოვდება. ისეთი შეგრძნება გაქვს თითქოს ალიონი, თუნდაც ცოტათი, შენზეა დამოკიდებული...

  

 

ელისო მშვენიერაძე

ელისო მშვენიერაძე

ელისო მშვენიერაძე, ქირურგი

ხშირად ვმოგზაურობთ უცხოეთში. დრო არასოდეს გვაქვს ბევრი, თუმცა ვცდილობ არ გამოვტოვო ადგილობრივი, ტრადიციული ცეკვების კონცერტი... დაუვიწყარი შთაბეჭდილება დამიტოვა ინდურმა ცეკვებმა. ვგიჟდები ქართულ ცეკვებზე! მე თვითონაც, ბავშვობიდან ვცეკვავ.

თმის გადანერგვა, როგორც წესი რამდენიმე საათს გრძელდება პაციენტს ყოველთვის აქვს შესაძლებლობა გაგესაუბროს. ბევრს პროცესის მიმდინარეობა აინტერესებს - რამდენი გრაფტი გადაინერგა უკვე, რომელი ეტაპია შემდეგი და ა.შ. ზოგიერთი, კი საკუთარ ცხოვრებაზე ყვება - მშობლიურ ქალაქზე, ქვეყანაზე. ძალიან ცოტა ექიმს შეუძლია დაიკვეხნოს ადამიანების ისტორიის ასეთი დიდი რაოდენობით, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგების გარდა, თუმცა მათ სევდიანი ისტორიები უფრო აქვთ...

 

სალომე ვადაჭკორია

სალომე ვადაჭკორია

სალომე ვადაჭკორია, ტრენინგ პროგრამების მენეჯერი

მოდელის კარიერა არ მიზიდავს. სულ ყურადღების ცენტრში ყოფნა, შესვენების გარეშე, ვშიშობ მოსაწყენი და მოსაბეზრებელია. თუმცა ხანდახან პოდიუმზე გასვლასა და აღფრთოვანებული მზერის დანახვას , კომპლიმენტების მიღებას სულ სხვა ეფექტი აქვს...

სასიამოვნოა, როდესაც აცნობიერებ რომ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში მუშაობ და ეს მხოლოდ ჩემი, ან ჩვენი პაციენტების აზრი არ არის, ეს უმაღლესი კლასის პროფესიონალების შეფასებაა. საქმეს სასიამოვნო ბონუსი ახლავს - ჩვენ თითქმის მთელი მსოფლიო შემოვიარეთ! ძირითადად ვმუშაობთ, თუმცა საბედნიეროდ ყოველთვის შეიძლება ერთი დღის გამოყოფა საუცხოო, განსხვავებული ქალაქების, ქვეყნების, კულტურის და ხალხის გასაცნობად..

თამრიკო სხილაძე

თამრიკო სხილაძე

თამრიკო სხილაძე, მთავარი ექთანი

ბავშვობიდან მიყვარს ტორტების გამოცხობა, ნაცადი რეცეპტების რიცხვი დღითი დღე იზრდება. პროცესი რა თქმა უნდა შრომატევადი და ხანგრძლივია, ხანდახან ტორტის მომზადებას 2 დღე სჭირდება. რაღაც უნდა გააცივო, რაღაც სამ ეტაპად ითქვიფება... რეცეპტიდან გადახვევა არ დაიშვება! ბოლოს ყველაზე საინტერესო მომენტი დგება - ტორტის მორთვა. აქ უკვე არანაირი წესი არ არსებობს, მიდიხარ მაგიდასთან სადაც აწყვია მუსები, ბეზე, სხვადასხვა კრემები, ხილი, თხილი, შოკოლადი და შენ უნდა შექმნა შედევრი... ხანდახან გამოდის.

რა თქმა უნდა, ძნელია დაადგინო, თმის ტრანსპლანტაციის რომელი ეტაპია გადამწყვეტი. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ საბოლოო შტრიხი - ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

როსტომ ავდოიანი

როსტომ ავდოიანი

როსტომ ავდოიანი, ხარისხის კონტროლის მენეჯერი

მიყვარს ძველ საათებთან მუშაობა. ხანდახან უნიკალური ეგზემპლიარები მხვდება. საათი შეიძლება 100 წლის იყოს, მექანიზმი კი იდეალურად მუშაობდეს, საჭიროა მხოლოდ გაწმენდა, აცდენილი ზამბარის გასწორება და ის კიდევ 100 წელს იმუშავებს. აი რას ნიშნავს ხარისხი!

მთელი 15 წელია კლინიკაში აპარატურაზე და ინსტრუმენტებზე ვაგებ პასუხს. ყველაზე საინტერესო - ექსპერიმენტებია, ახალი ინსტრუმენტების, მეთოდების შექმნა და ტესტირება. ხანდახან პატარა დეტალი მნიშვენლოვნად აადვილებს ქირურგის საქმეს, საბოლოოდ კი შედეგზე ახდენს დიდ გავლენას.

 

 

მაია სიორდია

მაია სიორდია

მაია სიორდია, ქირურგის ასისტენტი

დაქალები დამცინიან - ამბობენ, რომ შეუძლებელია სულ რაღაცას რგავდე - ხან თმას, ხან ყვავილებს. ორივე შემთხვევაში საჭროა - თავდაუზოგავი შრომა და დიდიხნის ლოდინი, თუმცა შედეგი შესანიშნავია! მართლაც, სხვა რა ალამაზებს და აბედნიერებს ქალს, თუ არა ლამაზი თმა და მშვენიერი ყვავილები?

ფოლიკული - ადამიანის სხეულის უმცირესი ნაწილია, თუმცა ისეთი რთული და სრულყოფილი! გასაკვირია, თანამედროვე მედიცინა იმდენად განვითარდა, რომ ნებისმიერი ორგანოს გადანერგვა შეიძლება დონორის არსებობის შემთხვევაში - ღვიძლი, თირკმელი. აი, ფოლიკული კი მხოლოდ საკუთარი შეიძლება იყოს...

 

 

თამუნა ბრეგვაძე

თამუნა ბრეგვაძე

თამუნა ბრეგვაძე, ქირურგის ასისტენტი

ეს "ბუბლიკია", ლაბრადორი. მას სოლიდური წონა და ნაკლებად სერიოზული სახელი ჰქვია. თვითონაც ძალზედ არასოლიდურია - მზად არის 24 საათის განმავლობაში გაერთოს და ითამაშოს. ჩვენ მეგობრები ვართ და იმედია ისიც იმავეს ფიქრობს.

ცოტა ხნის წინ, სტატიას ვკითხულობდი სიტყვის ცოცხალ უჯრედზე ზემოქმედების შესახებ. აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ ადამიანი, ცხოველი და მცენარეები განარჩევენ დადებით და უარყოფით სიტყვებს, არამედ მცირე უჯრედიც კი. ოპერაციაზე ყველაფერმა შეიძლება კარგად ჩაიაროს, თუმცა რამდენიმე თბილი სიტყვა დამეთანხმებით, არასოდეს იქნება ზედმეტი.

 

 

ნინო ხუცურაული

ნინო ხუცურაული

ნინო ხუცურაული, ქირურგის ასისტენტი

ყველაზე წარმატებული ფოტო ორ შემთხვევაში იქმნება, ან სრულიად შემთხვევით, როცა კადრი ფანტასტიური გამოდის, ან პირიქით შეიძლება კვირეები ეცადო, როდის დადგება ის სანუკვარი მომენტი და დაიჭერ იმ ერთადერთ კადრს. ასევეა ცხოვრებაშიც, წარმატებისთვის აუცილებელია ბევრი შრომა და წვეთი გამართლება...

ჩემი სამსახური ჩემში სიამაყის გრძნობას იწვევს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანიც კი.

 
მე-5 ლათინურ-ამერიკული FUE ვორკშოპი

მე-5 ლათინურ-ამერიკული FUE ვორკშოპი

2019 წლის 18-20 მარტს არგენტინაში, ქ. ბუენოს-აირესში ჩატარდა რიგით მეხუთე ლათინურ - ამერიკული FUE ვორკშოპი...
კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

22 და 23 სექტემბერს კლინიკა თალიზმა არსებობის 20 წლის იუბილე აღნიშნა. დაარსებისას ის კავკასიის რეგიონის მასშტაბით პირველი თმის გადანერგვის კლინიკა გახლდათ...
თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

2012 წლის 28 აპრილს კლინიკა თალიზში ჩატარდა უნიკალური მასშტაბის ოპერაცია – 9688 ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვა...