თალიზი - თქვენი წარმატების საიდუმლო
  1. ჩვენი კლინიკები

    თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი დაარსდა 1998 წელს
    ქ. თბილისში


    ჩვენ ვართ ISHRS-ის წევრები. დღეისათვის ჩვენი მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოში, უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსიაში, სომხეთში, ინდოეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში და პაკისტანში.

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  2. გრძელი თმის გადანერგვა

    თალიზი ერთადერთი კლინიკაა ევროპაში, რომელიც გთავაზობთ გრძელი თმების გადანერგვას

    თმის ტრანსპლანტაციის სფეროში სრულიად ახალი მიმართულების, კერძოდ გრძელ თმიანი ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვის პიონერად ითვლება ბრაზილიელი ქირურგი - მარსელო პიტჩონი...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  3. FUT მეთოდი

    ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია - FUT (ზონრის) მეთოდი არის თმის გადანერგვის ძირითადი მეთოდი

    FUT მეთოდით საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვნერგავთ თმების რეკორდულ რაოდენობებს - 6000-მდე გრაფტს 5-6 საათში...

    1გრაფტი = 1,5ლარი
    ვრცლად
  4. FUE მეთოდი

    FUE – მეთოდი არის თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი

    თალიზი გთავაზობთ ფართომაშტაბიან FUE პროცედურებს - 4000-მდე გრაფტის გადანერგვას ერთი ოპერაციით...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    ვრცლად
  5. BHT მეთოდი

    სხეულიდან თმების გადანერგვა - BHT მეთოდი

    კეფაზე სუსტი სადონორო მარაგის პირობებში BHT მეთოდით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ დამატებითი გრაფტები სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან - წვერებიდან, მკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან და ბოქვენიდან...

    1გრაფტი = 3,0ლარი
    image
    ვრცლად
  6. ტრიქოპიგმენტაცია

    თალიზი გთავაზობთ ტრიქოპიგმენტაციის ტექნოლოგიას

    ტრიქოპიგმენტაცია - არის პროცედურა, რომელიც გულისხმობს სპეციფიკური პიგმენტის შეყვანას კანის მაქსიმალურად ზედაპირულ შრეში...

    ვრცლად
  7. სამედიცინო ტური

    სამედიცინო ტური თალიზში
    თალიზი ახორციელებს სამედიცინო ტურებს საქართველოში და გაძლევთ საშუალებას ჩაიტაროთ თმის გადანერგვა ჩვენს სათაო კლინიკაში...

    ვრცლად

საერთაშორისო კონგრესი ერევანში

აკაკი წილოსანი მოხსენების დროს

2009 წლის 8-10 ოქტომბერს, ქ. ერევანში ჩატარდა პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საერთაშორისო კონგრესი – “გლობალური თანამშრომლობა”. წინა წლებში მსგავსი ფორმატის ღონისძიებები  ტარდებოდა თბილისში, მაგრამ ამჯერად კონგრესის ორგანიზატორებმა -  საქართველოს, სომხეთის და რუსეთის პლასტიკური ქირურგიის ასოციაციებმა – გადაწყვიტეს რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომი დაძაბულობის გამო, კონგრესი ჩატარებულიყო სომხეთის რესპუბლიკაში, ასე ვთქვათ ნეიტრალურ  ტერიტორიაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ კონგრესის მასპინძლებმა, მისი პრეზიდენტის არმენ ოგანესიანის ხელმძღვანელობით დიდი მოსამზადებელი სამუშაო გასწია და მოახერხა შეხვედრის მაღალ დონეზე ორგანიზება. კონგრესზე მოწვეული იყვნენ პლასტიკური ქირურგიის მსოფლიო კორიფეები: ჯულია ტერზისი, ვოლფგანგ გუბიში, პიერ ფურნიე, ალექსეი ბოროვიკოვი, რუბენ ოდენინო, რომლებმაც წაიკითხეს უაღრესად საინტერესო ლექციები რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგიის აქტუალურ საკითხებზე.

კონგრესზე საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო ქართული დელეგაცია: ი.კუზანოვი, ე.კუზანოვი, ა. კუზანოვი და გ.იოსელიანი “ესტა-კუზანოვ კლინიკ”-იდან, მ.სულამანიძე, გ.სულამანიძე, კ.სულამანიძე და ა.სულამანიძე კლინიკიდან “ტოტალ-შარმი”, ა.წილოსანი, გ. ნადიბაიძე  და ა. ავდოიანი კლინიკიდან “თალიზი”. ქართველმა პლასტიკურმა ქირურგებმა კონგრესზე წარადგინეს  შემდეგი მოხსენებები: აუგმენტაციური მამოპლასტიკა: კლინიკური შემთხვევების მიმოხილვა, მეორადი რინოპლასტიკის თავისებურებები კავკასიის რეგიონში, “მრგვალი” თვალის პრობლემა ბლეფაროპლასტიკის შემდეგ და სხვ. განსაკუთრებით საინტერესო იყო აკაკი წილოსანის პრეზენტაცია: თმის გადანერგვის თავისებურებები სხვადასხვა წარმოშობის ნაწიბურებში, რომელსაც ფართე აუდიტორიის მხრიდან ხანგრძლივი განხილვა მოჰყვა.

ზია საილანი და აკაკი წილოსანი

აღსანიშნავია გამოჩენილი თურქი პლასიკური ქირურგის ზია საილანის  მონაწილეობა ერევანში გამართულ კონგრესში. მისი ბაბუა გახლდათ ქართული ჯარის ოფიცერი და ებრძოდა რუს ოკუპანტებს. ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ იგი იძულებული იყო გადახვეწილიყო თურქეთში. ზია საილანი გახლავთ პროგრესულად მოაზროვნე და კეთილშობილი ადამიანი. იგი პლასტიკურ ქირურგთა იმ მცირე რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც საკუთარი გამოცდილების, გამოგონებების და მიღწევების შესახებ სრულ ინფორმაციას ღიად დებს ვებ-გვერდებზე და ყოველთვის მზად არის ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ჩაატაროს საჩვენებელი ოპერაციები და გაუზიაროს ახალგაზრდა თაობას თავისი გამოცდილება. მისი მოხსენება შეეხებოდა თრომბოციტებით მდიდარი პლაზმისა და ღეროვანი უჯრედების გამოყენებას პლასტიკურ ქირურგიაში. იგი საქართველოს პლასტიკური ქირურგიიის ასოციაციის პრეზიდენტს, პროფესორ ი. კუზანოვს შეჰპირდა საქართველოში ჩამოსვლას და რამოდენიმე ოპერაციის ჩატარებას. ზია საილანი პირველი თურქი ექიმია, რომელმაც გაარღვია ყინულის ფარდა სომხეთსა და თურქეთს შორის და ეწვია ერევანს. ნიშანდობლივია, რომ კონგრესი ერევანში დაემთხვა სომხეთსა და თურქეთს შორის ახალი ურთიერთობების  შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას. სიტყვები წარმოთქმული ზია საილანის მიერ ეპიგრამად გასდევდა კონგრესს - ”Doctor means the  teacher”.

 
მე-5 ლათინურ-ამერიკული FUE ვორკშოპი

მე-5 ლათინურ-ამერიკული FUE ვორკშოპი

2019 წლის 18-20 მარტს არგენტინაში, ქ. ბუენოს-აირესში ჩატარდა რიგით მეხუთე ლათინურ - ამერიკული FUE ვორკშოპი...
კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

კლინიკა თალიზის 20 წლის იუბილე

22 და 23 სექტემბერს კლინიკა თალიზმა არსებობის 20 წლის იუბილე აღნიშნა. დაარსებისას ის კავკასიის რეგიონის მასშტაბით პირველი თმის გადანერგვის კლინიკა გახლდათ...
თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

თმის გადანერგვის რეკორდული ოპერაციის ეტაპობრივი შედეგები

2012 წლის 28 აპრილს კლინიკა თალიზში ჩატარდა უნიკალური მასშტაბის ოპერაცია – 9688 ფოლიკულური გაერთიანების გადანერგვა...